0 2 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდამჭერია

თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბისი Svaneti Freeride Week Junior-ის მთავარი სპონსორია.  

12 თებერვლიდან, მესტია ახალგაზრდა ფრირაიდერებსა და ზამთრის სპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს. Svaneti Freeride Week Junior ღონისძიებების კვირეულია, რომლის ფარგლებშიც, სპორტული აქტივობების პარალელურად, მესტიის პარკში მოეწყობა საშეჯიბრო სოფელი, სადაც მსურველებს საშუალება ექნებათ დიდ ეკრანზე თვალი ადევნონ ფრირაიდის შეჯიბრს და კინოჩვენებებს. ასევე, გაეცნონ ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციას.

ჯუნიორების შეჯიბრება 13 თებერვალს გაიმართება და 25-მდე სპორტსმენი  გაუკვალავ თოვლში, ზურულდზე დაეშვება. ზამთრის სპორტის მოყვარულებს და ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს კი, საშუალება მიეცემათ სპეციალურად განსაზღვრული ზონებიდან ასპარეზობას ადევნონ თვალი. ღონისძიებაზე დასწრება ყველა მსურველს შეუძლია.

ფრირაიდის კვირეული ახალგაზრდა ქართველ სპორტსმენებს მისცემს შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღონ მსოფლიო მასშტაბის შეჯიბრში. ფრირაიდისა და ადრენალინის მოყვარულები ბევრ ახალ და საინტერესო გამოცდილებას მიიღებენ.

თიბისისთვის უმნიშვნელოვანესია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლის მიზანიც საქართველოს კონკრეტული რეგიონის განვითარებაა; ამასთან, ახალ თაობაში სპორტის პოპულარიზაცია და ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდაჭერა. ეს პროექტი კი, გრძელვადიან პერსპექტივაში, ხელს შეუწყობს ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებას. ასევე, რა თქმა უნდა, ახალგაზრდების სპორტული კარიერის შემდგომ განვითარებას.
სვანეთის შემდეგ, თიბისი და ფრირაიდი მარტში, გუდაურში გადაინაცვლებენ, სადაც შეჯიბრების ახალი ეტაპები გაიმართება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...