„თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...
„თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...
|
პირველ ივლისს მინიწყალბურთში ზურაბ სახელაშვილის სახელობის ტურნირი „ზუკას თასი“ კაჭრეთის ამბასადორის „ოლიმპიურ აუზზე“ ჩატარდა. შეჯიბრებამ წელს პირველად უმასპინძლა გოგონათა გუნდებს. ეს არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა წყალბურთში ერთმანეთს გოგონები შეეჯიბრნენ. ტურნირის სპონსორი „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ იყო, რომელიც ყოველთვის ხელს უწყობს, ერთი მხრივ, ქალთა როლის გაძლიერებასა და, მეორე მხრივ, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.
თეა მანჯავიძე, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: „ტოიოტასთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარი მიზეზი, რის გამოც მხარი დავუჭირეთ „ზუკას თასს“, არის ქალთა გაძლიერების მხარდაჭერა, რადგან, როგორც იცით, წელს პირველად ზუკას თასის ტურნირში გოგონათა გუნდები ჩაერთნენ. გვსურს, რომ გავამხნეოთ შეჯიბრებაში მონაწილე გოგონები და ასევე ხაზი გავუსვათ ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობას“.
„ზუკას თასში“ წელს წარმატებით იასპარეზა გოგონათა ორმა გუნდმა - „დინამომ„ და კლუბმა „ივერიამ“. გოგონებს შორის საუკეთესო მოთამაშედ სალომე ნიკოლაიშვილი დასახელდა. შეჯიბრების წლევანდელი გამარჯვებული გახდა ყოფილი ეროვნული ნაკრები, კლუბი „დინამო“, რომელიც გარდამავალი თასით დაჯილდოვდა. თასები ასევე მიიღეს საუკეთესო ბომბარდირმა, მოთამაშემ და მეკარემ. მეორე ადგილზე გავიდა ზუკა სახელაშვილის სახელობის გუნდი „ლაგუნა ვერე“, ხოლო მესამეზე - „ზვიგენები“.
თათა სახელაშვილი, „ზუკას თასის“ ორგანიზატორი: „ზუკას თასის“ მსგავსი სპორტული ღონისძიებების თანადგომაში კერძო სექტორის ჩართულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აქვე უნდა ითქვას, რომ „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ თავისი სოციალური პასუხისმგებლობით ყოველთვის გამოირჩევა ისეთი პროექტების მხარდაჭერით, რომლებიც ქალთა გაძლიერებას ისახავს მიზნად. მოხარული ვართ, რომ ჩვენს პროექტში ჩართვასაც დიდი ენთუზიაზმით დათანხმდნენ“.
„ზუკას თასი“ 2007 წლიდან იმართება და გარდაცვლილი წყალბურთელის, ზუკა სახელაშვილის ხსოვნას ეძღვნება. წელს ტურნირი შერეული სისტემით, მინიწყალბურთის წესებით გაიმართა და მასში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ დედაქალაქის წყალთა სახეობის სასპორტო სკოლების, ოლიმპიური მზადების ცენტრებისა და მათი ფილიალების აღსაზრდელებს, ასევე ვეტერან სპორტსმენებს.
--
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიაა და საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.
„თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...
თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...
თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
· საქართველოში Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორი „ჯილი საქართველოა“ აღმოსავლეთი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა...
ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...
ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები