1 8 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის - „კემპის“ ახალი სეზონი იწყება

თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის - „კემპის“ ახალი სეზონი იწყება. თუ ხარ მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი და გაინტერესებს ფინანსები, საინვესტიციო საბანკო საქმიანობა ან ეკონომიკა, პროგრამა შენთვისაა.

 

პროგრამის მიზანია რეალურ სამუშაო გარემოში მიიღო საინვესტიციო, საბროკერო და კვლევითი მიმართულებით ცოდნა და გამოცდილება.

 

წარმატებული მონაწილეობის შემთხვევაში, შანსი გაქვს თიბისი კაპიტალის გუნდის წევრი გახდე. ასევე, თუკი შენი გუნდი პირველ ან მეორე ადგილზე გავა, თიბისი ბანკის აქციების მფლობელი გახდები. 

 

პროექტის სხვადასხვა ეტაპზე, ინდივიდუალურ და ჯგუფურ დავალებებზე იმუშავებ.

 

ფინალური ეტაპი ქალაქგარეთ ჩატარდება, სადაც ფინალისტი ჯგუფები დავალებებზე თიბისი კაპიტალის გუნდის წევრების მენტორობით იმუშავებენ. გამარჯვებულებს კი ჟიური გამოავლენს.

 

პროექტში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია გაცნობით ვებინარს დაესწრო. ვებინარზე დასასწრებად, დარეგისტრირდი.

 

პროექტის ეტაპების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ნახავ აქ: https://tbccapital.ge/en/about-us/career/youth-programme

 

გაიცანი „კემპის“ შარშანდელი გამარჯვებულები, რომლებიც მოგიყვებიან რას საქმიანობენ დღეს თიბისი კაპიტალში:

 

„კემპი თიბისისთვის და თიბისი კაპიტალისთვის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა და განათლება. პროგრამის გამარჯვებულები, ახალი ხედვითა და თანამედროვე მიდგომებით, ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრები არიან. მიხარია, რომ მათი პირველი ნაბიჯებისა და წარმატების მხარდამჭერები სწორედ ჩვენ ვართ. პროგრამის შარშანდელი ნაკადის გამარჯვებულები, უკვე 1 წელია თიბისი კაპიტალის გუნდის წევრები არიან და საერთაშორისო ფინანსური ბაზრების, ფასიანი ქაღალდებისა და კვლევების მიმართულებით, წარმატებით მუშაობენ“, - მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...