Porsche 911 GT3-ის ახალი რეკორდი ნიურბურგრინგის ტრ...
· ახალი Porsche 911 GT3 Weissach მოდულით ნიურბურგრინგ ნორდშლაიფის ტრასაზე მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სერიული მანქანების რეკორდსმე...
|
მწერალი და ტელეწამყვანი ნესტან კვინიკაძე „თეგეტას“ კამპანიას შეუერთდა, რომელიც საგზაო მოძრაობის კულტურის ასამაღლებლად და დამკვიდრებული მანკიერი წესების შესაცვლელად დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, ცნობილი სახეები იმ უარყოფით პრაქტიკაზე საუბრობენ, რომლებსაც ქუჩაში, ფეხით ან მანქანით მოძრაობისას აწყდებიან. მძღოლებისა და ქვეითებისთვის ამ სიტუაციიდან გამოსავალს კი პერსონალურ წერილში წერენ. მათ პირად მიმართვებს თბილისის ქუჩებში „თეგეტა“ იმმძღოლებს უტოვებს, რომლებიც საგზაო მოძრაობის კულტურაზე არ ზრუნავენ.
ნესტან კვინიკაძისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიუღებელი საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპია, რომ ქალი გაცილებით ცუდად მართავს ავტომობილს, ვიდრე მამაკაცი. მისი აზრით, სამწუხაროდ, ამ სტიგმას ხშირად თავად ქალები უწყობენ ხელს, როდესაც საქარე მინაზე ან საბარგულთან აკრავენ სტიკერს - „ქალი საჭესთან“.
ნესტან ნენე კვინიკაძე, მწერალი: „ამის საწინააღმდეგო იმდენი არგუმენტი არსებობს, ჩვენს ისტორიაში იმდენი ძლიერი ქალი არსებობდა და არსებობს - მაგალითად, ჩვენ გვყავდა ქალი მეფე, გვყავდა და გვყავს ქალი პოეტები, მხატვრები, ჩემპიონები, უფროსები თუ თინეიჯერები, რომლებმაც რეალურად შეცვალეს სამყარო. ამ ყველაფერთან მიმართებით სექსისტური სტიკერები ყოვლად შეუსაბამოა. სანამ ჩვენს თავს გამოვუტანთ განაჩენს, ან სხვებს მივცემთ ამის მიზეზს, ყველაფერი გავიაზროთ, საკუთარ თავში დარწმუნებით და ცოდნით შეცვალოთ,მაგალითად, სტერეოტიპი - ფრთხილად, საჭესთან ქალია“.
ნესტან ნენე კვინიკაძის აზრით, ქალების გადაწყვეტილებას, მიაკრან ავტომობილს სექსისტური სტიკერი ორი მიზეზი აქვს. ან საკუთარ თავში არ არიან დარწმუნებულები, ან სხვების გასაფრთხილებლად აკეთებენ ამას. ფიქრობს, რომ შეუძლებელია ასეთმა „გაფრთხილებებმა“ ცუდი მძღოლი გონს მოიყვანოს, ამიტომ უმჯობესია, სხვა მიმართულებით იმუშაონ ქალებმა, აკეთონ ის, რაც ასეთ სიტუაციებში უკეთ აზღვევთ.
მისი თქმით, ასეთი დამოკიდებულებების პრევენცია ადრეულ განათლებას შეუძლია, ამიტომ ბავშვობის ასაკიდან, მაგალითად, სკოლაში უნდა ისწავლებოდეს საგზაო მოძრაობის კულტურა და მასთან დაკავშირებული თემები.
ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „ნენე კვინიკაძის ეს წერილი ქალებს კიდევ ერთხელ ახსენებს საკუთარ შესაძლებლობებს. ძლიერი ქალების ისტორიებით მოუწოდებს მათ, სჯეროდეთ საკუთარი თავის. „თეგეტას“ კამპანიით ვცდილობთ, სხვადასხვა აქტივობით თანამოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რას ნიშნავს საგზაო მოძრაობის კულტურა. დავუკავშირდით ჩვენს თანამოაზრეებს, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით გამორჩეულ ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი წუხილის შესახებ მძღოლებისთვის პერსონალური მიმართვები დაწერეს. შემდეგ ეს მეგობრული „საჯარიმო“ წერილები ადრესატებს დაუტოვეს. ვფიქრობთ, პერსონალურ კომუნიკაციას კარგი შედეგი მოაქვს. როცა ადამიანს მეგობრულად უხსნი, რა გაწუხებს, რა პრობლემებს გიქმნის ყოველდღიურობაში მისი, ერთი შეხედვით, უწყინარი ქცევა, ისიც შემოდის შენს მდგომარეობაში და იაზრებს, რომ ამით ზიანს გაყენებს. შესაბამისად, ქცევის შეცვლის ალბათობა იზრდება. გვჯერა, რომ ძირეული ცვლილებები ერთეული ადამიანების საერთო ძალისხმევით მიიღწევა“.
„თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი კამპანია — იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე ივლისში დაიწყო და მისი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და საგზაო მოძრაობის კულტურის გაუმჯობესებაა.
· ახალი Porsche 911 GT3 Weissach მოდულით ნიურბურგრინგ ნორდშლაიფის ტრასაზე მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სერიული მანქანების რეკორდსმე...
თიბისი კამპუსი უნივერსიტეტისგან განსხვავებული სივრცეა, სადაც სტუდენტები ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ და კამპუსის ონლაინ კურსების დასრულების შემდეგ,...
თიბისიში ბიზნესსესხის აღების პროცესი კიდევ უფრო გამარტივდა. დღეიდან, ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, სესხი 2 წუთში, ბიზნეს ინტერნეტ ან მობაილბანკიდან აიღონ და ამისათვის დამატებითი პროცე...
კურასეპტი PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორი და ევროპაში პირის ღრუს მოვლის „ოქროს სტანდარტად“ აღიარებული იტალიური ბრენდია. ყოველწლიურად PSP-სა და კურასეპტის პარტნიორობით სპეციალისტებისთვის - სტო...
თიბისისთვის განათლება მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა და ამ გზაზე ახალი თაობის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. წელს თიბისი საგანმანათლებლო ფონდ „ვიზიონერის“ პარტნიორი ...
გაზაფხულზე მუსიკის მოყვარულებს თბილისში 7 განსაკუთრებული საღამო ელოდებათ. ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც წელს მეათედ გაიმართება, მსმენელს მრავალფეროვან ...
9 წლის წინ ადგილობრივ ბაზარზე აზიური სამზარეულოს რესტორანი „ბანგკოკი“ გამოჩნდა, რომელსაც ქართულ გემოებთან ადაპტირებული მენიუ გამოარჩევს. ერთი მხრივ, მიზანი აზიური კერძების პოპულარიზაცია ი...
აპრილი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები