თიბისი, ფონდ „ვიზიონერთან“ პარტნიორობით, სტუდენტებ...
თიბისისთვის განათლება მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა და ამ გზაზე ახალი თაობის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. წელს თიბისი საგანმანათლებლო ფონდ „ვიზიონერის“ პარტნიორი ...
|
თიბისიმ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ადგილობრივი ვალუტით დაფინანსებაზე 20 მილიონი აშშ დოლარის ლარში ექვივალენტის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს. აღნიშნული ფინანსური რესურსი არის EBRD-ისა და ევროკავშირის ერთობლივი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფილია EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის პროგრამით და ის ადგილობრივი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (“MSME”) მდგრადი ინვესტიციების დაფინანსებას მოხმარდება.
შეთანხმებას ხელი მოაწერეს თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და საქართველოში ვიზიტად მყოფმა EBRD-ის პრეზიდენტმა ოდილ რენო-ბასომ. ტრანზაქცია მიზნად ისახავს ადგილობრივი ბიზნესების დაფინანსებას, რათა მათ გააუმჯობესონ თავინათი პროდუქტები და სერვისები ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად და ამით გააძლიერონ კონკურენტუნარიანობა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე. პროგრამა ასევე აერთიანებს, უფასო ტექნიკურ დახმარებას და საგრანტო კომპონენტს, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, EU4Business ინიციატივის ფარგლებში.
„მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთი ხელშეკრულება გავაფორმეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, EBRD-თან, EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის პროგრამის ფარგლებში. უკვე ორ ათწლეულზე მეტია, წარმატებით ვთანამშრომლობთ EBRD-თან და მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენმა პარტნიორობამ მნიშვნელოვანი განვითარების შესაძლებლობა მოგვცა. მოზიდული ფინანსური რესურსი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ისევე როგორც ადამიანების ცხოვრების გამარტივებისთვის, რადგან ის ადგილობრივ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭროს სივრცის (“DCFTA”) ფარგლებში შეთავაზებული შესაძლებლობებით. გარდა ამისა, ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსების უზრუნველყოფა, ხელს შეუწყობს ქართული MSME-ების განვითარებას სავალუტო რისკის წარმოქმნის გარეშე. აღნიშნული საკრედიტო ხაზი დადასტურდა, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დაფინანსების ინსტრუმენტი, ამიტომ გვინდა მადლობა გადავუხადოთ EBRD-ს და ევროკავშირს თიბისისთვის ამ მეტად საჭირო ფინანსური რესურსისთვის“ - აცხადებს თიბისის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე.
EBRD ის შესახებ:
EBRD არის წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორი საქართველოში. თავისი საქმიანობის დაწყების დღიდან, 5 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა 270 პროექტში ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში. აღნიშნული ინვესტიციების 81 პროცენტი კი, კერძო სექტორშია განხორციელებული.
ევროკავშირის შესახებ
ევროკავშირი, EU4Business პროგრამის მეშვეობით, 2009 წლიდან მხარს უჭერს საქართველოში მოქმედ კომპანიებს. ევროკავშირი ამაყობს, რომ არის კერძო სექტორის განვითარების ყველაზე დიდი უცხოელი მხარდამჭერი საქართველოში, 50 აქტიური პროექტითა და 320 მლნ. ევროზე მეტი ბიუჯეტით. ამ ძალისხმევის შედეგად: მხოლოდ 2021 წელს საქართველოში 34 000-ზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა განხორციელდა, რის შედეგადაც დაახლოებით 15000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და მიღებულ იქნა დაახლოებით 120 მილიონი ევროს დამატებითი შემოსავალი.
თიბისისთვის განათლება მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა და ამ გზაზე ახალი თაობის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. წელს თიბისი საგანმანათლებლო ფონდ „ვიზიონერის“ პარტნიორი ...
გაზაფხულზე მუსიკის მოყვარულებს თბილისში 7 განსაკუთრებული საღამო ელოდებათ. ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც წელს მეათედ გაიმართება, მსმენელს მრავალფეროვან ...
9 წლის წინ ადგილობრივ ბაზარზე აზიური სამზარეულოს რესტორანი „ბანგკოკი“ გამოჩნდა, რომელსაც ქართულ გემოებთან ადაპტირებული მენიუ გამოარჩევს. ერთი მხრივ, მიზანი აზიური კერძების პოპულარიზაცია ი...
ახალი თიბისი ბარათის, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებისა და ერთგული საკრედიტო ბარათის მფლობელებისთვის აპრილი განსაკუთრებულად მრავალფეროვანი და გრძელვადიანი შეთავაზებებით სრულდება. 25 აპრილიდან თი...
ქართული და ევროპული ფეხბურთის ახალგაზრდა ვარსკვლავის - გიორგი მამარდაშვილის შთამაგონებელ ისტორიას თავდაუზოგავ შრომაზე, მწვერვალებისკენ მიმავალ გზაზე, თიბისი ადამიანებთან კიდევ უფრო ახლოს მიიტანს, რათ...
კომპანია „ემპი დეველოპმენტმა“, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თიბისი კ...
25 აპრილს, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ სპეციალურად მათ საჭიროებებზე მორგებულ ტრენინგს - „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - ...
აპრილი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები