„ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...
„ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...
|
კავკასიის რეგიონში JCB-ის ოფიციალურმა დილერმა „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანია Tegeta Construction Equipment-მა 2023 წელი გაყიდვების გაუმჯობესებული მაჩვენებლით დაასრულა და ბრიტანული სპეციალური დანიშნულების ტექნიკის როლი ბაზარზე მნიშვნელოვნად გაზარდა. საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში, ტექნიკის რეალიზაციის ჯამური ზრდა 70% იყო.
სწორედ გაყიდვების მაღალი მაჩვენებლის გამო, Tegeta Construction Equipment ბრიტანული ბრენდის ყველაზე მსხვილ დილერებს შორის გამოარჩიეს და მზარდი გაყიდვების კატეგორიაში საუკეთესოს სტატუსი მიანიჭეს. ეს იყო პრეცედენტი, როცა JCB-ს 75 Top დილერის კონფერენციაზე კომპანიამ ცენტრალური აზიიდან და კავკასიიდან მსგავსი პრიზი და აღიარება მოიპოვა.
გიორგი ბერიძე, Tegeta Construcion Equipment-ის დირექტორი: „2023 წელს მნიშვნელოვანი ზრდა ყველა მიმართულებით ვაჩვენეთ, როგორც საქართველოში, ისე რეგიონის სხვა ქვეყნებში. Tegeta Construcion Equipment JCB-ს ერთადერთი დილერია კავკასიაში და ჩვენს მიღწევებს ის ჯილდოც ადასტურებს, რომელიც Tegeta Construction Equipment-ს უშუალოდ JCB-ს CEO-სგან, გრემ მაკდონალდისგან მიიღო.
2023 წელს ყველაზე გაყიდვადი ექსკავატორ დამტვირთველი და მუხლუხა ექსკავატორი იყო. საქართველოში 250-ზე მეტი ერთეული სამშენებლო ტექნიკა გავყიდეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ, 2022 წელთან შედარებით, რეალიზაციის ნაწილში დაახლოებით 50%-იანი ზრდა ვაჩვენეთ. რაც შეეხება სრულად რეგიონის მაჩვენებელს, 500-ამდე ერთეული მძიმე ტექნიკის გაყიდვა შევძელით“.
Tegeta Construction Equipment-ის ოპერირების გეოგრაფიული არეალის გაზრდა „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიის ნაწილია. სწორედ ამ მოტივით კომპანიამ 2023 წელს კავკასიის რეგიონში JCB-ს მასშტაბური სადილერო ცენტრები გახსნა. ახალი კომპლექსები „თეგეტასა“ და ბრიტანული ბრენდის სტანდარტების სრული დაცვით აშენდა და მასში ორი მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. ის 2000 კვადრატულ მეტრს მოიცავს და შოურუმს, სერვისცენტრს, სასაწყობე ფართსა და საოფისე სივრცეს აერთიანებს.
Tegeta Construction Equipment-ის წარმატებული საქმიანობის კიდევ ერთი აღიარება დიდი ბრიტანეთის დელეგაციის ვიზიტი იყო. გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი ექსპორტის საკითხებში, ლორდ მალკომ ოფორდი, და საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი, მარკ კლეიტონი, ბრიტანული ბრენდის JCB-ს ქართველ წარმომადგენლებს შეხვდნენ.
2023 წელი კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან Tegeta Construction Equipment-ს ახალი მიმართულება - „თეგეტა აგრი“ დაემატა. კომპანიის მხრიდან აგრარულ სეგმენტში აქტიური ჩართულობის გაზრდა მიზნად ისახავს როგორც ახალ სეგმენტში გაფართოებას, ისე ფერმერებისა და ქვეყნის აგროსექტორის გაძლიერებას. ახალი ტექნიკა, რომელიც ბაზარზე „თეგეტა აგრიმ“ შემოიტანა, მიმართულია სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის გაზრდისა და მათი მოვლა-მოყვანის ხარჯების შემცირებისკენ.
გიორგი ბერიძე, Tegeta Construcion Equipment-ის დირექტორი: „გასული წელი მნიშვნელოვანი იყო „თეგეტა აგრის“ შექმნისა და განვითარების თვალსაზრისითაც. საქართველოში უკვე ოთხი ახალი ბრენდის, Fendt-ის, Valtra-ს, Goldoni-სა და Zetor-ის ოფიციალური დილერი გავხდით. სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის სამუშაოები დაკავშირებულია როგორც შერჩეული ტექნოლოგიის, ისე აგროვადების მკაცრ დაცვასთან, სადაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ოპერაციების შესრულების ხარისხსა და დროს.
„თეგეტა აგრის“ მიზანია, სრულად დაფაროს რეგიონი და ბაზარზე შეიტანოს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მრავალფეროვანი ასორტიმენტი. შესაბამისი პროდუქტი შესთავაზოს როგორც მცირე, საშუალო და მსხვილ ფერმერულ მეურნეობებს, ისე კომპანიებს, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურასა და მუნიციპალიტეტს“.
Tegeta Construction Equipment-ს 2024 წელსაც ამბიციური გეგმები აქვს. კომპანია ბრენდების პორტფელის გაფართოებაზე, ასევე საკადრო მიმართულებით კვალიფიკაციის გაუმჯობესებაზე მუშაობს. Tegeta Construction Equipment-ის მთავარ მიზნად კი გეოგრაფიული არეალის გაფართოება რჩება.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Tegeta Construction Equipment ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. ის ბრიტანული უმსხვილესი სამშენებლო ტექნიკის ბრენდის, JCB-ს ოფიციალური დილერია საქართველოსა და კავკასიის სხვა ქვეყნებში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო და საგზაო ტექნიკას სრული საგარანტიო მომსახურებით, ასევე ნებისმიერი სამშენებლო ტექნიკის სერვისსა და სათადარიგო ნაწილებს.
„ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...
თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...
12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...
„თეგეტა ჰოლდინგი“ მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის BARTA-ს ჯილდოს მფლობელი გახდა. გამორჩეული კორპორაციული ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის პრაქტიკის მქონე კომპანიები მსოფლიო ბა...
„რენიუ“ - ეს არის პლასტიკური ქირურგიის ცენტრი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა დაფუძნდა და დიდი გეგმებით მიიწევს წინ. განსხვავებით სხვა მსგავსი კლინიკებისა, აქ პლასტიკურ ქირურგიასთან ერთად, რთ...
13 მარტიდან, განახლებული პრემიუმ პაკეტების შეთავაზებით, „საბა“ მკითხველებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, პირველად SABA Reader-ში წაიკითხონ წიგნები, რომლებიც სხვაგან არსადაა ხელმისაწვდომ...
ქართული კომპანია აზერბაიჯანში მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელი მიმდინარე წელს გახდა „თეგეტა“ აზერბაიჯანში Bridgestone-ის ოფიციალური წარმომადგენელია და მეზობელი ქვეყნის ბაზარს იაპონუ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები