„გავაერთიანოთ პასუხისმგებლობა და უკეთესობისკენ შევცვალოთ საგზაო მოძრაობის კულტურა“ - დათა ქაჯაია „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიაში
2022-08-03 16:24:23
„იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“ - „თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი კამპანიის მხარდამჭერი ავტომრბოლელი დათა ქაჯაია გახდა. ამბობს, რომ ბევრი რამ, რაც ქალაქში ხდება, მისთვის მიუღებელია და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა კამპანიაში ჩაბმა. მისი აზრით, გამოცდილების გაზიარებითა და დისკუსიის წამოწყებით შესაძლებელია საგზაო მოძრაობის კულტურის გაუმჯობესება.
ავტომრბოლელი ამბობს, რომ მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი გადაჭარბებულისიჩქარით მოძრავი ავტომობილებია. ფიქრობს, რომ ამისთვის სპეციალური სივრცეები არსებობს და ავტოდრომზე დახარჯული ენერგია და განცდილი ადრენალინი კიდევ დიდხანს მიჰყვება, ქალაქში კი სიჩქარის ადგილი არ არის დადადგენილი ნორმების მიხედვით უნდა გადავადგილდეთ.
„ზოგადად, ქართველებს ყველგან ყოველთვის გვეჩქარება, მაგრამ არანაირი გამართლება არ აქვს, როცა საქმე ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება. ყოველთვის ჯობია, 5 და 10 წუთით დავაგვიანოთ, ვიდრე რისკის ქვეშ დავაყენოთ ჩვენი და ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე.
სანამ პროფესიონალი მძღოლი გავხდებოდი, ბევრი რამ არ ვიცოდი. ავტოდრომზე რომ დავიწყე სიარული, მივხვდი, რა შეიძლება მოჰყვეს მოსახვევში სწრაფად შესვლას, გზაზე მოულოდნელად დამუხრუჭებას და ა.შ. ამიტომ ქალაქში ყოველთვის ნელა დავდივარ“.
წითელი ხაზი, რომელსაც დათა ქაჯაია არასოდეს გადაკვეთს, ავტომობილში ბავშვის უსაფრთხოების დაცვაა. ამბობს, რომ აუცილებელია მათთვის ცალკე სამგზავრო სავარძელი და წარმოუდგენელია, როდესაც ბავშვები კალთაში, ზოგჯერ კი საჭესთანუსხედან და ისე გადაადგილდებიან.
ამბობს, რომ ამ ყველაფრის შესაცვლელად ცნობიერების ამაღლებაა საჭიროა, ეს ყველაფერი კი სწორედ „თეგეტა ჰოლდინგის“ მიერ წამოწყებულიმსგავსი კამპანიების საშუალებით არის შესაძლებელი.
„ვფიქრობ, ყველა ადამიანმა უნდა გაითავისოს ის პასუხისმგებლობა, რაც საგზაო მოძრაობის კულტურას უკავშირდება. გარდა ამისა, საკუთარი წვლილი შეიტანოს მის შეცვლასა და გაუმჯობესებაში. ერთმა ადამიანმა რომ მეორეს გადასცეს თავისი მაგალითი, ეს უკვე წინსვლა იქნება და საბოლოოდ, ასე მივაღწევთ კონკრეტულ შედეგებს. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ბევრ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა, გავერთიანდეთ, გავაერთიანოთ პასუხისმგებლობა და უკეთესობისკენ შევცვალოთ საგზაო მოძრაობის კულტურა“, - ამბობს დათა ქაჯაია.
მისი აზრით, საგზაო მოძრაობის კულტურის შესახებსაუბარი, დისკუსია და ქმედითი ნაბიჯები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ავტოსაგზაო შემთხვევებისა და ამ შემთხვევებში დაღუპულთა რიცხვი არცთუ ისე მცირეა.
გასული კვირის განმავლობაში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები ერთ-ერთ ყველაზე განხილვად საერთაშორისო თემად იქცა. სატარიფო პოლიტიკის მრავალჯერადი ცვლილების პარალელურად, გლობალურ ...
თიბისი უერთდება საერთაშორისო მასშტაბის ინოვაციურ ინიციატივას და Microsoft-ის პარტნიორი ხდება AI Fintech & Insurtech Accelerator პროგრამაში, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ტექნოლოგიური ეკ...
თიბისი კონცეპტმა ერთგულ მომხმარებელს სააღდგომოდ, ტრადიციულად, მათზე მორგებული და მრავალფეროვანი შეთავაზებები მოუმზადა. სააღდგომო შეთავაზებების კვირეული 12 აპრილს დაიწყება და ყველა კატეგორიას &...
12 აპრილისთვის, თიბისი კონცეპტმა და Mastercard-მა, ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათზე მორგებული განსაკუთრებული შეთავაზება მოუმზადეს. მხოლოდ 12 აპრილს, გალერია თბილისის 45-მდე შერჩეულ ობიექტში, ...
თუ ხარ 18-დან 24 წლის, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რომელ კუთხეში ცხოვრობ, ეს შენი შანსია დაეუფლო ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და თიბისი კამპუსში, სრულიად უფასოდ ისწავლო ბიზნესის და ტექნოლოგიური მ...
PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი. მსოფლიოს განვითარებული ქვ...
კომენტარები