0 4 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თქვენს გზავნილზე საჩუქარია“ - საერთაშორისო ფულადი გზავნილების საგაზაფხულო აქცია ლიბერთისგან

ლიბერთი ბანკი საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალ, საგაზაფხულო აქციას იწყებს.

"თქვენს გზავნილზე საჩუქარია" კამპანიის ფარგლებში ყველაზე აქტიური მომხმარებელი, რომელიც აქციის პერიოდში ლიბერთის ნებისმიერი არხით ყველაზე მეტჯერ მიიღებს და/ან გააგზავნის საერთაშორისო ფულად გზავნილს, საჩუქრად 10 000 ლარს მიიღებს.

მთავარი პრიზის გარდა, კამპანიის ფარგლებში დაწესებულია სხვა საჩუქრებიც:

·         100 ლარის მოგების შანსი - ყოველდღე

·         10 ნოუთბუქი

·         100 „ჭკვიანი“ საათი

·         ბრენდირებული საჩუქრები ყოველი მე-5 მომხმარებლისთვის

საერთაშორისო ფულადი გზავნილების აქციაში ჩართვა ნებისმიერი მომხმარებლისთვის მარტივია  და საკმარისია აქციის პერიოდში გზავნილის მიღება, ან გაგზავნა ლიბერთი ბანკის ნებისმიერ სერვის ცენტრში, ან დისტანციური არხების - ინტერნეტ და მობაილ ბანკის საშუალებით.

ნებისმიერი საერთაშორისო გზავნილის მიღებისას და/ან გაგზავნისას, მომხმარებლები ლიბერთი ბანკის სერვის ცენტრებსა და მობაილ ბანკში ისარგებლებენ ვალუტის გაცვლის სპეც.კურსით.

როგორც ყოველდღიური, ისე მთავარი საჩუქრების მისაღებად საჭირო პირობებს ლიბერთი ბანკი საკუთარ ვებ გვერდზე აქვეყნებს: libertybank.ge

მათთვის, ვინც ჯერ არ არის ლიბერთის მომხმარებელი, უნივერსალური ანგარიშის გახსნა და ასევე, საბანკო ბარათის შეკვეთა შეძლიათ სახლიდან გაუსვლელად, ნებისმიერ დროს ვებ გვერდზე www.365.ge.

 აქცია დაიწყო 2021 წლის 15 მარტიდან და გაგრძელდება 2021 წლის 15  ივნისის ჩათვლით.

„საერთაშორისო ფულადი გზავნილები ლიბერთის ერთერთი წამყვანი მიმართულებაა და ვცდილობთ მუდმივად წავახალისოთ ჩვენი მომხმარებელი. ლიბერთიში ფულადი გზავნილების სერვისით სარგებლობა კონკურენტუნარიანია არამხოლოდ აქციის ფარგლებში - ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი ქსელი და ხელმისაწვდომი ვართ საქართველოს ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერი გზავნილის მიღება და გაგზავნა შესაძლებელია დისტანციური არხების საშუალებით ბანკში ვიზიტის გარეშეც. ჩვენი მომხმარებელი გზავნილის მიღებისას ან გაგზავნისას მუდმივად სარგებლობს ვალუტის გაცვლის სპეციალური კურსით.

ვფიქრობთ, ეს კამპანიაც დამატებითი სტიმული იქნება, რომ ჩვენმა მომხმარებლებმა თანამედროვე სერვისებისგან მაქსიმალური სარგებელი და კომფორტული გამოცდილება მიიღონ“ - ვაჟა მენაბდე, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.

ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 617 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: [email protected].

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...