1 0 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დმანისში შვეიცარიული აგროსკოლა გაიხსნება

25 იანვარი, 2021- საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით არაერთ პროექტს უჭერს მხარს. მათ შორისაა შვეიცარიული სტანდარტების მიხედვით შექმნილი აგროსკოლაც. პროექტის მთავარ მიზანს მეცხოველეობის, რძისა და ყველის წარმოების მიმართულებით ახალგაზრდა ფერმერების გადამზადება და აგრომიმართულების განვითარება წარმოადგენს. ბანკის მიერ მოზიდული 1,275,000 ლარის მოცულობის ინვესტიციით კომპანიამ შეძლო საქონლის ფერმის აშენება და ყველის საწარმოსთვის საჭირო დანადგარების შეძენა. დმანისის სოფელ სარკინეთში აგროსკოლის გახსნა 2021 წლის გაზაფხულზე იგეგმება.

სწავლება პარტნიორი შვეიცარიული აგროსკოლის, „პლანტჰოპის“ პროგრამით განხორციელდება. სასწავლო პროცესში წელიწადში 10-15 სტუდენტი ჩაერთვება, მათ ფინანსურ მხარდაჭერას უცხოური კომპანიები გაუწევენ. სამომავლოდ, კომპანია ყოველწლიურად 35 სტუდენტის მომზადებას გეგმავს. ამასთან, უახლოეს მომავალში იგეგმება კომპანიებისათვის კონსულტაციის სერვისის, ხოლო ფერმერებისთვის მოკლევადიანი კურსების შეთავაზებაც.

„საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს აგროსექტორის ხელშეწყობას. მოხარული ვართ, რომ ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მალე დმანისში ახალი აგროსკოლა გაიხსნება. შვეიცარიულ სტანდარტებზე დაყრდნობით შექმნილი სასწავლებელი ახალგაზრდა ფერმერებს შემდეგი მიმართულებით მოამზადებს: მეცხოველეობა, რძის და ყველის დამუშავება/წარმოება. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, როგორც აგრომეურნეობის განვითარების, ასევე დასაქმების თვალსაზრისით. სკოლას უკვე დასახული აქვს ძალიან საინტერესო სამომავლო გეგმები, საკონსულტაციო მომსახურების თუ მოკლევადიანი კურსების ჭრილში. გვინდა, წარმატება ვუსურვოთ მათ საქმიანობაში. გვჯერა, რომ მსგავსი პროექტები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აგროსექტორში განათლების ხელმისაწვდომობასა და  ხარისხის ზრდაში“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...