1 1 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

აჭარაბეთის მხარდაჭერით, სტარტაპ გრაინდი ევროპისა და აზიის მასშტაბურ ტექნოლოგიურ კონფერენციას მასპინძლობს

აჭარაბეთის მხარდაჭერით 10-12 დეკემბერს, თბილისი სტარტაპ გრაინდის ევროპა-აზიის ტექნოლოგიურ კონფერენციას ვირტუალურად უმასპინძლებს. ღონისძიებას 5,000-ზე მეტი მონაწილე და 100-ზე მეტი უმაღლესი რანგის სპიკერი ეყოლება და სტარტაპ გრაინდის ორგანიზებით გამართული ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება იქნება მსოფლიოში.

აჭარაბეთისთვის მნიშვნელოვანია ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების მხარდაჭერა. აჭარაბეთი კოორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მუდმივად ახორციელებს ინვესტიციას აღნიშნული დარგის განვითარებისთვის საქართველოში.“ -აცხადებენ აჭარაბეთში.

სამ დღიანი ვირტუალური კონფერენცია მოიცავს 20-ზე მეტ თემატურ სესიას, სტარტაპ პროგრამას, მასტერკლასებსა და სემინარებს. ღონისძების სპიკერებს შორის არიან მილიარდ დოლარიანი ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებლები და ინვესტორები უმსხვილესი ვენჩურული ფონდებიდან. კონფერენციის ფარგლებში, სტარტაპები 35-ზე მეტი ქვეყნიდან, ერთმანეთს სტარტაპ პროგრამის ფარგლებში შეეჯიბრებიან. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებლებს, პირისპირ გაესაუბრონ ინვესტორებს და დაფინანსების მოსაპოვებლად საკუთარი პროექტები წარუდგინონ, გაიცნონ სხვა ქვეყნების სტარტაპების წარმომადგენლები და დაგეგმონ სამომავლო თანამშრომლობა.

ვინაიდან, COVID-19-ით გამოწვეული პანდემია საქართველოსა და მსოფლიოსთვის ერთგვარ გამოწვევად იქცა, განსაკუთრებული მასშტაბი შეიძინა და სრულიად შეცვალა  ცხოვრების ყოველდღიური რიტმი, კონფერენციაზე პანდემიით გამოწვეულ ცვლილებებსა და ახალ გარემოსთან სტარტაპებისა თუ ბიზნესის ადაპტირებაზეც ისაუბრებენ. საერთაშორისო სპიკერები კი მონაწილეებს მსოფლიოსა და ცალკეული ქვეყნების მაგალითებს გაუზიარებენ.

სტარტაპ გრაინდი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გაერთიანებაა სტარტაპებისთვის, რომელიც 125-ზე მეტი ქვეყნიდან, 2 მლნ-ზე მეტ ანტრეპრენერს აერთიანებს. Startup Grind Europe Asia Connect-ის პირველი საერთაშორისო კონფერენცია თბილისში 2019 წელს გაიმართა, რომელსაც 1,700-ზე მეტი მონაწილე და 40-ზე მეტი სპიკერი ესწრებოდა.ღონისძიების ძირითადი მიზანია მსოფლიოს მასშტაბით ცოდნის გაზიარება, მნიშვნელოვანი კავშირების დამყარება, სტარტაპ საზოგადოების ფორმირება და ეკოსისტემის განვითარება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია სტარტაპ გრაინდის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.startupgrind.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...