0 0 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

გალტ ენდ თაგარტი მომხმარებელს ინოვაციურ ონლაინ საინვესტიციო სივრცეს სთავაზობს

11 ნოემბერი, 2020-  გალტ & თაგარტი მომხმარებლისთვის საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური ონლაინ სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად საინვესტიციო ბანკმა, პირველად საქართველოში, ონლაინ საინვესტიციო სივრცე-„Client Portal“-ი წარადგინა. პორტალი მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი კომფორტისა და დამოუკიდებლობის მინიჭებას ისახავს მიზნად. 

სრულიად ახალი ონლაინ სივრცე მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ისარგებლოს გალტ ენდ თაგარტის ყველა სერვისით. ამ ინოვაციურ სივრცეში მომხმარებელი შეძლებს ფასიან ქაღალდებში ინვესტირების განხორციელებას. ასევე, ექნება შესაძლებლობა თვალი ადევნოს მის საინვესტიციო ანგარიშს. „Client Portal”-ის მეშვეობით მომხმარებელი შეძლებს მიიღოს დეტალური ინფორმაცია მისი საინვესტიციო პორტფელის მომგებიანობის შესახებ. 

პროდუქტის წარდგენის მთავარი მიზანი მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მოქნილი ონლაინ სივრცის შეთავაზებაა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს მისთვის სასურველ ინფორმაციაზე წვდომა დროის ნებისმიერ მონაკვეთში, მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან ექნება. ახალი ონლაინ სივრცის მეშვეობით მომხმარებელს მის აქტივებზე მეტი კონტროლის და მართვის შესაძლებლობა ეძლევა. ასევე, უმარტივდება კომუნიკაცია ბროკერთან. 

„მოხარულები ვართ, რომ გალტ & თაგარტი, როგორც საინვესტიციო ბანკი, რომელიც ორიენტირებულია ტექნოლოგიურ ინოვაციებზე, მომხმარებელს სრულიად ახალ, უპრეცედენტო სერვისს სთავაზობს. „Client Portal“-ში გაერთიანებულია მრავალი მოქნილი ფუნქცია, რომელიც ჩვენს მომხმარებელს კიდევ უფრო სწრაფი და კომფორტული მომსახურებით უზრუნველყოფს. მისი საშუალებით ძალიან მარტივია მომხმარებელმა მართოს საკუთარი აქტივები, როგორც დამოუკიდებლად, ასევე მისი პირადი ბროკერის ჩართულობით. ჩვენ ვცდილობთ, მომხმარებელს კიდევ უფრო მეტი ახალი და ინოვაციური  შესაძლებლობები შევუქმნათ“,-განაცხადა ოთარ შარიქაძემ, გალტ & თაგარტის  მმართველმა დირექტორმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...