1 2 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

აჭარაბეთი სპორტის მხარდაჭერას განაგრძობს და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური სპონსორი გახდა

კომპანია აჭარაბეთსა და საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას შორის  თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში აჭარაბეთი ფედერაციის გენერალური სპონსორი გახდა. 2020-2022 წლების საკალათბურთო სეზონებზე და 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე კომპანია „აჭარაბეთი“ გენერალურ სპონსორობასთან ერთად მნიშვნელოვან მხარდაჭერას გაუწევს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას.

„აჭარაბეთისთვის სპორტი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, კომპანია წლებია სპორტის მხარდამჭერია და ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ აჭარაბეთი საქართველოს  კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური სპონსორი ვართ. თანამშრომლობის პერიოდში  არაერთი საინტერესო პროექტი გველოდება წინ, როგორც კალათბურთის გულშემატკივრებს, ასევე ყველა იმ ადამიანს ვინც ქართველ სპორტსმენებს და სპორტს გულშემატკივრობს“- განაცხადა აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინი გუჯაბიძემ.

“დიდი მადლობა აჭარაბეთს, რომელიც აქამდეც გვერდით ედგა სპორტს და მათ შორის  კალათბურთსაც,  თუმცა  ახლა უკვე ოფიციალური მემორანდუმი გაფორმდა  ჩვენს შორის და  კომპანია აჭარაბეთი გახდა კალათბურთის ეროვნული  ფედერაციის გენერალური სპონსორი. წინ საინტერესო პერიოდი გველის და გვახარებს ასეთი კომპანიის გვერდით დგომა“-განაცხადა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...