„თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...
„თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...
|
საავტომობილო სფეროში 2020 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, პორშეს პირველი სპორტული ელექტრო ავტომობილის, Taycan-ის ბაზარზე გამოჩენა იყო, რომლის თანამონაწილეც საქართველო დროულად გახდა.
ტაიკანს ერთი დამუხტვით, საშუალოდ 450 კმ.-ის გავლა შეუძლია. ელექტრო ავტომობილების ერთი დამუხტვით გამავლობის მანძილი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: ავტომობილის მართვაზე, სიჩქარეზე და გზებზე, ასევე როგორ ამინდში და დღე/ღამის რომელ მონაკვეთში გვიწევს მგზავრობა.
„პორშე ცენტრი თბილისმა“ ტაიკანით საქართველოში ყველაზე პოპულარული მიმართულების თბილისი-ბათუმის დატესტვა გადაწყვიტა და თბილისიდან სრულად დამუხტული ტაიკანით დაიძრა. იმის გასარკვევად თუ როგორ გაართვა თავი ტაიკანმა ამ გამოწვევას, ჩვენ „პორშე ცენტრი თბილისის“ დირექტორს პეტრე წაქაძეს დავუკავშირდით.
როგორი იყო ტაიკანისთვის გზა თბილისიდან-ბათუმამდე, რა დაბრკოლებები შეხვდა მას და როგორ ჩავიდა დანიშნულების ადგილზე?
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტაიკანმა ამ გამოწვევას ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე უპასუხა. ტაიკანის შესახებ მსოფლიოშიც და საქართველოშიც ბევრი დეტალია ცნობილი, მათ შორის მისი გამავლობის რესურსიც, მაგრამ ჩვენთვის და ჩვენი მომხმარებლებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი მისი შესაძლებლობების საქართველოში გამოცდა იყო.
ტაიკანი „პორშე ცენტრი თბილისიდან” 100%-ით დატენილი ბატარეით დაიძრა და სრული გზა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სიჩქარით დაფარა. მოგვიწია ქარში და წვიმაში სიარული, ვმგზავრობდით კლიმატის შესაბამისად და მთელი გზის განმავლობაში ჩართული გვქონდა კლიმატ კონტროლი, გარდა ამისა, ავტომობილს გადაღებების გამო ბევრჯერ მოუწია გაჩერება-დაძვრა, გარკვეული პერიოდი ვიმგზავრეთ ღამით, რაც თავისთავად მაშუქების გამოყენებას საჭიროებს, ყველა ეს დეტალი მოქმედებს ბატარეის რესურსზე და ავტომობილი მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს. ყოველივე ჩამოთვლილი გარემოებების გათვალისწინებით ბათუმში ჩასვლის შემდეგ ტაიკანს 86 კმ.-ის გავლის რესურსი კიდევ დარჩა.
როგორ არის შესაძლებელი პორშე ტაიკანის დამუხტვა, როგორც ბათუმში ისე საქართველოს სხვა ქალაქებში?
„პორშე ცენტრი თბილისმა“ ბათუმში, სასტუმრო „ლე მერიდიანის“ ტერიტორიაზე განათავსა პორშეს ელექტრო დამტენები, რომლის გამოყენებაც ტაიკანის ყველა მფლობელს ნებისმიერ დროს, სრულიად უფასოდ შეუძლია. რაც შეეხება სხვა ქალაქებს, ან თუნდაც ბათუმს, ტაიკანს მოჰყვება სახლის დამტენი, რომელიც ავტომობილის დამუხტვას 6-7 საათში ახდენს და მისი გამოყენება შესაძლებელია შესაბამის დენის წყაროსთან მიერთებით.
ტაიკანის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ „პორშე ცენტრი თბილისში“, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №5; ან დაუკავშირდით ქოლ ცენტრს: 032 2 244 911; 591 280 280.
„თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...
თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...
თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
· საქართველოში Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორი „ჯილი საქართველოა“ აღმოსავლეთი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა...
ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...
ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები