0 1 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის ბიზნეს აპი IBAN სკანერის ფუნქციით

თიბისიმ კომპანიების ფინანსური თუ არაფინანსური ოპერაციების კიდევ უფრო გასამარტივებლად ბიზნეს აპი შექმნა — მენეჯერული აპლიკაცია, რომელიც  რამდენიმე ახალ ფუნქციას მოიცავს: ერთზე მეტი დავალების ერთი დიჯიპასით დადასტურებას,  ბიზნეს ანგარიშებს შორის გადართვას და IBAN სკანერს.

კომპანიებს ხშირად უწევთ ინვოისების გადახდისთვის ფურცელზე დაბეჭდილი მრავალრიცხვიანი  ანგარიშის ნომრის ხელით შეყვანა,  ზოგჯერ კი ელექტრონული დოკუმენტები ისეა შედგენილი, რომ ამ ციფრების კოპირებას ვერ ახერხებენ, სწორედ ამ პრობლემის გადასაწყვეტად შეიქმნა ახალი ფუნქციონალი IBAN სკანერი, რომლის მეშვეობითაც მობილურის ფოტოკამერა ანგარიშის ნომრებს "კითხულობს" და მას ავტომატურად სვამს გადარიცხვის შაბლონში.

დასაწყისისთვის აპლიკაციაში IBAN ნომრის ამოცნობისთვის ფოტოკამერის დამიზნებაა საჭირო, სამომავლოდ კი აპლიკაცია აღნიშნული ნომრის "წაკითხვას" უკვე გადაღებული ფოტოს ატვირთვითაც შეძლებს.

ახალი ბიზნეს აპით უკვე სარგებლობს ქართული კომპანია „კაშკაში“, რომელიც საქართველოში შექმნილი სახისა და სხეულის მოვლის საშუალებების ბრენდია. „კაშკაში“ მომხმარებელს სერტიფიცირებული ორგანული ინგრედიენტებისგან დამზადებულ, უნიკალური ფორმულებით შექმნილ ნაწარმს სთავაზობს.

კომპანია ბაზარზე 2018 წლის ივლისიდან გამოჩნდა და დღეისათვის მისი პორტფოლიო სახისა და სხეულის მოვლის 3 განსხვავებულ ხაზს მოიცავს. „კაშკაშის“ ფორმულები მხოლოდ ვეგანური და ვეგეტარიანული ინგრედიენტებისგან შედგება და შექმნილია სწრაფი, ურბანული ტემპით მცხოვრები მომხმარებლისთვის, რომელსაც დროის სიმცირის მიუხედავად, მაინც სურს თავის მოვლის პროცესისგან სიამოვნების მიღება.

თიბისის ბიზნეს აპზე საუბრისას „კაშკაშის“ დამფუძნებელი ქეთო გიორგობიანი ამბობს, რომ IBAN სკანერი კიდევ უფრო მეტ დროს დაუზოგავს და ადამიანური შეცდომის რისკსაც მინიმუმამდე დაიყვანს.

„როდესაც რამდენიმე მიმართულებაზე ერთდროულად გიწევს ფიქრი, იზრდება მექანიკური შეცდომების დაშვების ალბათობა. ასეთი მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალების ავტომატიზაცია ქმნის შეგრძნებას, რომ გყავს ერთგვარი უხილავი ასისტენტი, რომლის დახმარებასაც მუდმივად გრძნობ", — აღნიშნავს ის.

ბიზნეს აპი კიდევ მრავალ ფუნქციას შეიძენს და გახდება მეტი, ვიდრე უბრალოდ ფინანსების მართვის აპლიკაციებია. სამომავლოდ ამ აპლიკაციის გამოყენებით ბიზნესის წარმომადგენლები შეძლებენ, თავიანთი საქმიანობის გარშემო მიიღონ და გასცენ ინფორმაცია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...