„თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...
„თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...
|
1 სექტემბერი, 2020- საქართველოს ბანკი განაგრძობს მომხმარებლისათვის საინტერესო, მათ საჭიროებაზე მორგებული შეთავაზებების წარდგენას. ამჯერად ბანკი sCool Card-ისა და სტუდენტური ბარათის მეშვეობით, მისი პარტნიორის, ყველაზე დიდი ონლაინ შოპინგ მოლის - Extra.ge-ს კამპანიაში ჩაერთო. კამპანია Mastercard-ის მხარდაჭერით ხორციელდება და ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით აქტუალურ პროდუქციაზე ფასდაკლების შეთავაზებას ისახავს მიზნად. უფრო კონკრეტულად კი, ყველა, ვინც 1 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით ახალი სასწავლო წლის სამზადისისთვის ექსტრაზე არსებული შეთავაზებებით ისარგებლებს, 60%-მდე ფასდაკლებას მიიღებს, საიდანაც 10%-დან 20%-მდე ფასდაკლებას Mastercard-ი ფარავს თავისი ერთგული მომხმარებლისთვის.
მომხმარებელი ფასდაკლებას 46 პარტნიორი მაღაზიის მიერ წარდგენილ 2000-ზე მეტ აქტუალურ პროდუქტზე მიიღებს. ისეთ კატეგორიებზე, როგორიცაა: საკანცელარიო, წიგნები და სახელმძღვანელოები, ლეპტოპები და კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები და აქსესუარები, სასკოლო ჩანთები, ტანსაცმელი, აქსესუარები და სხვა.
რადგან როგორც sCool Card-ი, ასევე სტუდენტური ბარათი Mastercard-ია, მის მფლობელებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ აღნიშნული შეთავაზებით.
„მოხარული ვართ რომ, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მომხმარებელს მათ საჭიროებაზე მორგებულ კამპანიას ვთავაზობთ. ამ კამპანიის ფარგლებში sCool Card-ისა და სტუდენტური ბარათის მფლობელებს, მათ ვინც სკოლისთვის ან უნივერსიტეტისთვის ემზადება, ვაძლევთ შესაძლებლობას, 60%-მდე ფასდაკლებით ისარგებლონ იმ შემთხვევაში თუ ნივთს Extra.ge-დან და თანაც Mastercard-ის მეშვეობით შეიძენენ. გვინდა ამ შეთავაზებით ყველას მივულოცოთ ახალი სასწავლო წლის დაწყება, ვუსურვოთ წარმატება და ვურჩიოთ რომ დაზოგონ Mastercard-თან, საქართველოს ბანკთან და Extra.ge-სთან ერთად“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.
„ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია მომხმარებელს მუდმივად ვთავაზობდეთ მათთვის სასიხარულო და სასურველ პროდუქციას, განსაკუთრებული პირობებით. ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვისაც საგანგებოდ მოვემზადეთ. www.extra.ge-ზე წარმოდგენილი 300-ზე მეტი პარტნიორიდან, 46 მაღაზია უკვე მზად არის, განსაკუთრებული ფასდაკლება გაუკეთოს მომხმარებელს ონლაინ შოპინგისთვის, რაც დღევანდელ რეალობაში ჯერ კიდევ აქტუალური და მნიშვნელოვანია. ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ სკოლამდელი ასაკიდან დაწყებული, სტუდენტებისა და მშობლების სურვილებით დამთავრებული, მომხმარებელმა ჩვენს პლატფორმაზე გააკეთოს შენაძენი, რომელიც სჭირდება და რაც მთავარია გაუხარდება. მადლობას ვუხდით Mastercard-ს და საქართველოს ბანკს, რომელთა ხელშეწყობითაც აღნიშნული კამპანია უფრო მასშტაბური გახდა“ - განაცხადა Extra.ge-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ ბუაძემ.
„მოხარულები ვართ და მივესალმებით Online Marketplace-ების გააქტიურებას ქართულ ბაზარზე. ჩვენი სურვილია, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ და წავახალისოთ შოპინგის ისეთი მარტივი და კომფორტული გამოცდილების მიღება, როგორსაც Extra.ge Mastercard-ის ყველა მომხმარებელს სთავაზობს“ - აცხადებს Mastercard-ის რეგიონალური დირექტორი საქართველოსა და სომხეთში, იგორ სტეპანოვი.
„თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...
თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...
თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
· საქართველოში Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორი „ჯილი საქართველოა“ აღმოსავლეთი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა...
ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...
ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები