„თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...
„თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...
|
ქონების დაზღვევის შესაძენად ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი მომავლის გაურკვევლობაა. თქვენ არ შეგიძლიათ იმის პროგნოზირება, თუ რა მოხდება მომავალში ან თუნდაც შემდეგ წუთს. შესაბამისად, ცხოვრებისეული გაურკვევლობის წინააღმდეგ სრული დაფარვის მისაღებად, აუცილებელია, რომ შეიძინოთ ქონების დაზღვევის პოლისი.
ქონების დაზღვევა იმავე მიზეზითაა აუცილებელი, რა მიზეზითაც აზღვევთ თქვენს ჯანმრთელობას, მანქანას და ნებისმიერ სხვა ძვირადღირებულ ნივთს, რათა თავი იგრძოთ მშვიდად და დაცულად.
ნებისმიერი ქონების დანაკარგმა ან დაზიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს როგორც ემოციური, ისე ფინანსური შედეგები. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ თქვენ ქონების დაზღვევის სათანადო პოლისი გაქვთ, ესე იგი სანერვიულოც აღარაფერი გაქვთ.
თქვენი საიმედო პარტნიორი „ირაო“ თქვენთვის, სათანადოდ შერჩეული ქონების დაზღვევის პოლისის პირობებით, მოგემსახურებათ ისე, თითქოს არანაირი შემთხვევა არ მომხდარა.
როდესაც თქვენს კანონიერ საკუთრებაში არსებული ქონება დაცულია “ირაოს” ქონების დაზღვევით, თქვენ იცით, რომ იღებთ საუკეთესო პირობებსა და მომსახურებას ისეთი შემთხვევების დროს, როგორიცაა მიწისძვრა, ხანძარი, აფეთქება, მეხის დაცემა, საჰაერო ხომალდის ან/და მისი ნაწილების ვარდნა, მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, როგორიცაა მაგალითად ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა და ყაჩაღობა. შემთხვევების ჩამონათვალი ასევე მოიცავს შტორმს, ქარიშხალს, სეტყვას, მეწყერს, ქვის ცვენას, თოვლის სიმძიმეს, ფიქსირებული მინების დაზიანებას, სატრანსპორტო საშუალების შეჯახებას, წყალდიდობასა და წყლით დაზიანებას.
„ირაო“ მუდამ ზრუნავს თქვენი საქმიანობის განვითარებაზე და სწორედ ამიტომ, გთავაზობთ პოლისს, რომელიც იცავს თქვენი ბიზნესის საკუთრებაში არსებულ ბინებს, საცხოვრებელ სახლებს, აგარაკებს, ავეჯს, ტექნიკას, სასაქონლო მარაგებს, მანქანა–დანადგარებს, საკომუნიკაციო მოწყობილობებსა და მრავალ სხვას.
თუკი თქვენი საქმიანობა შეჩერდება დაზღვეული ქონების განადგურების ან/და დაზიანების გამო, სადაზღვევო პოლისის მიხედვით, თქვენ ასევე აგინაზღაურდებათ საქმიანობის შეჩერების შედეგად მოყენებული ფინანსური ზარალიც.
“ირაო” აზღვევს იმ ქონებას, რომელიც აუცილებელია თქვენი საქმის წარმატებით წარმოებისთვის. მათ შორის, საცხოვრებელ ფართს მრავალბინიან შენობებში, მათ შორის, ბინა, ოთახი და სხვა. ასევე, მის განუყოფელ კონსტრუქციულ ელემენტებსაც, შიდა მოპირკეთებისა და საინჟინრო მოწყობილობის ჩათვლით; ცალკე საცხოვრებელი სახლისა და ნაგებობის შიდა მოპირკეთებას, მათ შორის, აივანი, ლოჯია, საინჟინრო მოწყობილობები და მასთან ერთად ჩაშენებულ ავეჯსაც კი; ნაგებობისა და საცხოვრებელი სახლის საინჟინრო მოწყობილობებს, როგორიცაა სანიტარულ-ტექნიკური და გასათბობი მოწყობილობები, გაზის და ელექტრო ქურები, ელექტრონული მრიცხველები, ელექტროგაყვანილობა, სატელევიზიო და სატელეფონო კაბელები; ასევე, საოჯახო ქონებას, რომელიც შეიცავს საკუთარ მეურნეობაში გამოყენებულ საგნებს, მათ შორის, საოჯახო და საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთებს - ავეჯს, ტექნიკას და ა.შ.
ისარგებლეთ „ირაოს“ ქონების დაზღვევით და იგრძენით თავი დაცულად მომავალშიც!
„თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...
თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...
თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
· საქართველოში Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორი „ჯილი საქართველოა“ აღმოსავლეთი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა...
ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...
ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები