„თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...
„თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...
|
„მაკდონალდს საქართველომ“, თიბისის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით, თბილისში ორი ახალი ობიექტი გახსნა. ეს „მაკდონალდსის“ მიერ 2020 წელს ევროპის მასშტაბით გახსნილი პირველი ახალი ობიექტებია. „მაკდონალდსის“ უახლესი კონცეფციის რესტორნები მომხმარებლებს დედაქალაქის 2 მთავარ გასასვლელში, აღმაშენებლის ხეივანსა და კახეთის გზატკეცილზე უმასპინძლებს.
„მაკდონალდსთან“ ერთად ახალ რესტორნებში განთავსდა „მაკკაფეც“, რომელიც მომხმარებელს პრემიუმ ყავასა და დესერტებს სთავაზობს. ორივე ლოკაციაზე მოქმედებს მაკდრაივის 24-საათიანი სერვისი.
„მაკდონალდსის“ ორივე ახლადგახსნილი რესტორანი 160-მდე სტუმარზეა გათვლილი და მოიცავს როგორც დახურულ, ასევე ტერასის ტიპის ღია სივრცეებს. რესტორანში დანერგილია ყველა ინოვაციური მომსახურება, რომელიც მოიაზრებს ახალი ტექნოლოგიებისა და სტუმრების მომსახურების კიდევ უფრო მარტივ და დახვეწილ მოდელს. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ როგორც შესაკვეთი აპარატით, ასევე ადგილზე მომსახურების სერვისით, რომელიც გულისხმობს შეკვეთის სასურველ მაგიდასთან მიღებას. რესტორნების ინფრასტრუქტურა სრულად არის მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე. „მაკდონალდსის“ ორი ახალი რესტორნის მშენებლობისთვის განხორციელებული ინვესტიცია 25 000 000 ლარზე მეტს შეადგენს.
„ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, „მაკდონალდსი“ აგრძელებს აქტიურ საქმიანობას. ახალი რესტორნების გახსნით ჩვენ მოვახერხეთ 150 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა. განვახორციელეთ სოლიდური ინვესტიციები. Covid19-ის პირობებში, როდესაც მსოფლიოში გლობალური კრიზისია, ეკონომიკის გაძლიერება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას წარმოადგენს; ამიტომ მოხარულები ვართ, რომ საშუალება გვაქვს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ მის განვითარებაში.“- აცხადებენ კომპანიაში.
„თიბისი აქტიურად აგრძელებს კორპორატიული ბიზნესის მხარდაჭერას. ჩვენ პანდემიის პერიოდშიც არ შეგვიწყვიტავს პროექტების დაფინანსება. დღეს, დედაქალაქის 2 მთავარ გასავლელში მაკდონალდსის 2 ახალი რესტორნის გახსნა კარგი მაგალითია იმისა, რომ მაკდონალდსთან ჩვენი თანამშრომლობა, კრიზისის მიუხედავად, წარმატებით გრძელდება. ბოლო სამი წლის განმავლობაში, საქართველოში მაკდონალდსის 7 ახალი რესტორანი გაიხსნა და ვიმედოვნებ, ერთობლივად კიდევ არაერთ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ“, - გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.
„მაკდონალდსის“ რესტორნების ოფიციალური გახსნის ცერემონია 17 აგვისტოს კახეთის გზატკეცილზე მდებარე რესტორანში გაიმართა.
რესტორნების წამყვანი გლობალური ქსელი „მაკდონალდსი“ მსოფლიოს 119 ქვეყანაში ოპერირებს და ყოველდღიურად დაახლოებით 68 მილიონ ადამიანს ემსახურება. საქართველოში მაკდონალდსის პირველი რესტორანი 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა და ამჟამად 18 ობიექტს მოიცავს მთელი საქართველოს მასშტაბით.
„თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...
თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...
თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
· საქართველოში Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორი „ჯილი საქართველოა“ აღმოსავლეთი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა...
ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...
ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები