1 7 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის სპეციალური შეთავაზება სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის

აქ.ახლაბიზნესის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, თიბისის მეწარმეებისთვის სპეციალური  შეთავაზება აქვს. ინიციატივა იმ  საწარმოების საქმიანობის გამარტივებას და  ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების მიმართულებით ოპერირებენ. 

პროექტის ფარგლებში, მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ  50.000 ლარიდან - 5.000.0000 ლარამდე კრედიტით და მიიღონ დარიცხული პროცენტის თანადაფინანსება. პროექტში ჩართვისთვის,  რაიმე ტიპის უძრავი ან მოძრავი ქონების უზრუნველყოფის სახით წარდგენა საჭირო არ არის. 

ინიციატივა სახელმწიფო პროექტების -  „აწარმოე საქართველოში“, „შეღავათიანი აგრო კრედიტის“ და  „საკრედიტო-საგარანტიო სქემა“-ს ფარგლებში ხორციელდება. 

სპეციალური პირობებით სარგებლობა  პროექტის -  „შეღავათიანი აგრო-კრედიტის“ ფარგლებშია შესაძლებელი, სადაც  მეწარმე  48 თვის განმავლობაში,  კრედიტზე დარიცხული პროცენტის 11%-მდე თანადაფინანსებას მიიღებს შემდეგ დარგებში:

·         ხორცის და ხორც-პროდქუტების წარმოება, გადამუშავება და დაკოენსერვირება;

·         თევზის, კიბოსნაირების და მოლუსკების გადამუშავება და დაკონსერვება;

·         ხილის და ბოსტნეულის წვენების წარმოება;

·         რძის გადამუშავება და ყველის წარმოება;

·         მცენარეული ცხიმების (ზეთის, მარგარინის) წარმოება;

·         სუნელების წარმოება;

·         მზა საკვების წარმოება ფერმის ცხოველებისთვის;

·         ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოება;

·         ჩაის გადამუშავება;

·         ტყავის წარმოება;

 

ინდუსტრიული საწარმოების მიმართულებით, პროექტის „აწარმოე საქართველოში“ პირობებით ყველა ის მიმართულება დაფინანსდება, რომელსაც აღნიშნული პროექტი მოიცავს.  მეწარმე ამ შემთხვევაში, კრედიტზე დარიცხულ პროცენტის თანადაფინანსებას 36 თვის განმავლობაში მიიღებს და ის ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის + 3%-ს შეადგენს. 

სპეციალური პირობებით სარგებლობისთვის, დაინტრესებულმა პირებმა განაცხადი მითითებულ ბმულზე უნდა შეავსონ  -  https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/apply-for-business-loan . პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია თიბისის ვებ-გვერდზე, ასევე   ცხელი ხაზის საშუალებით: (032) 2 27 27 27.

 

R

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...