„თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...
„თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...
|
ვოლვო ქარსი ასრულებს თავის დაპირებას, სცდება ყველანაირ რეგულაციას იმისათვის, რომ ნულამდე დაიყვანოს ავტოსაგზაო შემთხვევისგან მიღებული დაზიანებები და უბედერი შემთხვევები, Volvo-ს ყველა ახალი მოდელს აქვს 180 კმ/სთ სიჩქარის შეზღუდვა.
სიჩქარის შეზღუდვის გარდა, ვოლვოს ავტომობილებს მოჰყვება Care Key, რაც ვოლვოს მძღოლებს საშუალებას აძლევს ავტომობილის მაქსიმალურ სიჩქარეზე დამატებითი შეზღუდვები დააწესონ, მაგალითად, სანამ ავტომობილს ოჯახის სხვა წევრს, ან ახალგაზრდა, გამოუცდელ მძღოლს ათხოვებთ, შეგიძლიათ მეტი უსაფრთხოებისთვის დააყენოთ სიჩქარის სასურველი ლიმიტი უსაფრთხო გადაადგილებისთვის.
180 კმ/სთ სიჩქარის შეზღუდვა და Care Key, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ვოლვო მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავტომობილია. ორივე ახალი მახასიათებელი გვიჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ავტომობილების მწარმოებლებმა აიღონ პასუხისმგებლობა ნულოვანი უბედური შემთხვევების მისაღწევად.
”ჩვენ გვჯერა, რომ ავტომობილების მწარმოებლებს აქვთ პასუხისმგებლობა, გააუმჯობესონ საგზაო უსაფრთხოება, სწორედ ამიტომ დავნერგეთ სიჩქარის გადაჭარბების და „care key“-ს ტექნოლოგია, რომელიც ეხმარება ადამიანებს გააცნობიერონ, რომ სიჩქარის გადაჭარბება საშიშია“ - ამბობს მოლინ იექოლმი, „ვოლვო ქარსის“ უსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელი.
ავტომწარმოებლის მიერ სიჩქარის შეზღუდვა, სადაო საკითხად იქცა მისი გასაჯაროების დღიდან. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, აქვს თუ არა ავტომწარმოებელს უფლება დააწესოს სიჩქარის შეზღუდვა არსებული ტექნოლოგიების მეშვეობით. „ვოლვო ქარსი“ თვლის, რომ ვალდებულია გააგრძელოს ტრადიცია, იყოს პიონერი ამ განხილვებში იმისათვის, რომ გადაარჩინოს სიცოცხლე, თუნდაც ეს შესაძლოა პოტენციური მომხარებლის დაკარგვას ნიშნავდეს.
ამჟამად გადაჭარბებულ სიჩქარესთან დაკავშირებული პრობლემა არის ის, რომ გარკვეული სიჩქარის ზემოთ, ავტომობილებში არსებული უსაფრთხოების ტექნოლოგია არ არის საკმარისი, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს თავიდან ავირიდოთ მძიმე დაზიანებები და უბედური შემთხვევბები. სწორედ ამიტომ არსებობს სიჩქარის შეზღუდვები დასავლეთის ქვეყნებში, მაგრამ სამწუხაროდ სიჩქარის გადაჭარბება კვლავ რჩება ავტოსაგზაო და უბედური შემთხვევების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მიზეზად და მილიონობით ადამიანი იღებს ჯარიმას სიჩქარის გადაჭარბების გამო.
კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანებს აქვთ დაბალი ცნობადობა გადაჭარბებული სიჩქარის საშიშროების შესახებ, რის შედეგად ბევრი ადამიანი ძალიან სწრაფად გადაადგილდება.
სიჩქარის გარდა, ვოლვოს მთავარი ხედვები უკავშირდება ნასვამ მდგომარეობას და ყურადღების გაფანტვას, რაც მათი აზრით ორი მნიშვნელოვანი საკითხია, მომავალში საგზაო უსაფრთხოებისთვის და ნულოვანი უბედური შემთხვევების მისაღწევად.
„თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...
თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...
თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
· საქართველოში Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორი „ჯილი საქართველოა“ აღმოსავლეთი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა...
ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...
ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები