2 1 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

“ვისოლის“ და „სმარტის“ თანამშრომლებს „ევექსი კლინიკების“ ოჯახის ექიმები COVID-19 ვირუსის გარცელების პრევენციის რეკომენდაციებს გაუწევენ

„ევექსი კლინიკები“ საინფორმაციო და სამედიცინო მხარდაჭერას უცხადებს იმ დასაქმებულ ადამიანებს, რომლებიც ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის დროს 24 საათის განმავობაში, უწყვეტ რეჟიმში უწევენ მომსახურებას მომხმარებლებს. შესაბამისად, დღეიდან დაიწყო “ვისოლის“ და „სმარტის“ თანამშრომლების ჯანმთელობის მდგომარეობის შემოწმება და COVID-19 ვირუსის პრევენციის შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა. 

„ევექსი კლინიკების“ სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ფარგლებში შეიქმნა გადამზადებული ოჯახის ექიმების ჯგუფი. პროექტის ფარგლებში ექიმები მიდიან სხვადასხვა კომპანიებში, ამოწმებენ მათი თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობას და პასუხობენ მათ კითხვებს. ასევე  გასცემენ კორონავირუსისგან თავის დასაცავ რეკომენდაციებს. ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას,  მოვიდეთ ადგილზე და გავუწიოთ  კონსულტაცია ყველა იმ კომპანის თანამშრომლებს, რომელთაც მომატებული რისკის ქვეშ უწევთ მუშაობა. „ევექსი კლინიკების“ მოძრავი კლინიკით „ევექსმობილით“ გადამზადებული ექიმების ჯგუფი, სამუშაო ადგილზევე მოახდენენ თანამშრომლების შემოწმებას,“ აცხადებენ „ევექსი კლინიკების“ წარმომადგენლები. 

შეგახსენეთ, რომ “ვისოლ ჯგუფი” ითვალისწინებს თავის წილ პასუხისმგებლობას და უზრუნველყოფს თანამშრომლებს შესაბამისი ეკიპირებით. ასევე ითვალისწინებს ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციებს და ოფისების ძირითადი ნაწილი გადასულია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე. ჯგუფი რეგულარულად ახორციელებს ობიექტების დეზინფექციას და საჭირო აღჭურვილობითა და სადეზინფექციო ხსნარებით ცდილობს დაიცვას როგორც მომხარებელების, ისე პერსონალის ჯანმრთელობის უსაფრთხოება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...