SABA Reader - განახლებული პრემიუმ პაკეტი და ექსკლუ...
13 მარტიდან, განახლებული პრემიუმ პაკეტების შეთავაზებით, „საბა“ მკითხველებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, პირველად SABA Reader-ში წაიკითხონ წიგნები, რომლებიც სხვაგან არსადაა ხელმისაწვდომ...
|
30 მაისს, 15:00 საათზე ასოციაცია “საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ღია ცის ქვეშ საზეიმო მიღებას გამართავს. ღონისძიება იუბილესთან ერთად ბავშთა დაცვის დღეს ეძღვნება, რომლის მიზანს მშობელთა მზუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ბავშვების საჭიროებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება წარმოადგენს. ამასთან, ასოციაციის წარმომადგენლები ბიზნეს სექტორსა და სამთავრობო უწყებებს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ საკუთარი წვლილი შეიტანონ არსებული პრობლემების დარეგულირების საკითხში.
ღონისძიებას დაესწრებიან ძირითადად ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და მედია. მის ფარგლებში გაიმართება ტური, მოწვეული სტუმრები დაათვალიერებენ გარემოს და გაეცნობიან იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც ასოციაცია “საქართველოს SOS ბავშვთა სოფელის“ ეგიდით ხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ალტერნატიული ზრუნვისა და ოჯახის გაძლიერების პროგრამები უკვე რამდენიმე წელია რაც წარმატებით ხორციელდება. ალტერნატიული ზრუნვის პროგრამის მიზანია, მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებსა და ახალგაზრდებს დაეხმაროს საკუთარი მომავლის შექმნა-ჩამოყალიბებაში. ორგანიზაცია საშუალებას აძლევს მათ ოჯახთან მიახლოებულ გარემოში ჩამოაყალიბონ მყარი ურთიერთობები და ინტერესისა და ნიჭის შესაბამისად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობა. გარდა ამისა, ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ ეხმარება ბავშვებს მიიღონ განათლება, გაიღრმავონ პრაქტიკული ცოდნა და გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები.
დღესდღეობით, ქვეყნის მასშტაბით ალტერნატიული ზრუნვის მომსახურებით სარგებლობს 238 ბავშვი და ახალგაზრდა.
„ყველა ბავშვის უფლებაა, იზრდებოდეს მზრუნველ ოჯახურ გარემოში. თუმცა იმ შემთხვევაში, როცა ბიოლოგიურ ოჯახში ბავშვის აღზრდა შეუძლებელია, საჭირო ხდება მზრუნველობამოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ალტერნატიული მომსახურების მიწოდება. სწორედ, ამ მიზნით, ჩვენ მათ ვთავაზობთ ოჯახურთან მიახლოებულ, მზრუნველ და უსაფრთხო გარემოს“ - აღნიშნავს პროგრამის კოორდინატორი.
ოჯახის გაძლიერების პროგრამის მთავარი მიზანია, სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი მშობლების დახმარება, რათა ბავშვები აღიზარდონ უსაფრთხო და მზრუნველ ოჯახურ გარემოში. ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ოჯახების თანადგომის ქსელის გაძლიერებას. აღნიშნული პროგრამის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ 18 წლამდე ბავშვები და მათი მშობლები, რომლებიც სხვადასხვა სოციალური ფაქტორების გამო საჭიროებენ მხარდაჭერასა და დახმარებას. დღესდღეობით, ქვეყნის მასშტაბით ოჯახის გაძლიერების პროგრამის მომსახურებით სარგებლობს 1024 ბავშვი.
SOS Children’s Villages Inetrnational წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 133 ქვეყანაში ჰყავს წევრი ორგანიზაცია ეროვნული ასოციაციების სახით. ასოციაცია “საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ არის არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი, რომელსაც გააჩნია საკუთარი წესდება და ჰყავს გამგეობა. ასოციაცია მოქმედებს საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებისა და პრინციპების შესაბამისად.
ასოციაცია “საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ 1989 წლიდან ეწევა საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა, თემზე დაფუძნებული და ალტერნატიული მომსახურებების საშუალებით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისა და სოციალიზაციის მიზნით.
13 მარტიდან, განახლებული პრემიუმ პაკეტების შეთავაზებით, „საბა“ მკითხველებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, პირველად SABA Reader-ში წაიკითხონ წიგნები, რომლებიც სხვაგან არსადაა ხელმისაწვდომ...
ქართული კომპანია აზერბაიჯანში მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელი მიმდინარე წელს გახდა „თეგეტა“ აზერბაიჯანში Bridgestone-ის ოფიციალური წარმომადგენელია და მეზობელი ქვეყნის ბაზარს იაპონუ...
თიბისი კონცეპტმა და Mastercard-მა, მომხმარებლებს საგაზაფხულოდ კიდევ ერთი განსაკუთრებული შეთავაზება მოუმზადეს. ახალი თიბისი კონცეპტ 360 Mastercard World Elite ბარათის მფლობელებს, შესაძლებლობა გ...
ავტომანქანის რეტრო მოდელი, როგორც განვითარების საწყისი - სიმბოლოებით დატვირთული და საგანგებოდ შემუშავებული კონცეფციით შექმნილი სამკაული „თეგეტამ“ ქალ თანამშრომლებს მიუძღვნა. უნიკალუ...
„როგორც ჩვენს წინა განახლებაში აღვნიშნეთ, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები როგორც წინა თვესთან, აგრეთვე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. სანამ ლარზე მოქმედ შიდა ფაქტორ...
მომხმარებლის გამოცდილების მართვის კვლევითი და საკონსულტაციო სააგენტო CX Hub-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, 24 თებერვალს საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა Customer Experience (CX) Business Summ...
28 თებერვალს, საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA)-ს გამარჯვებულები გამოვლინდა. უკვე მეოთხედ, აღნიშნული ჯილდო მცირე და საშუალო კომპანიის კატეგორიაში (500-მდე დასაქმებული) თიბის...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები