„რენიუ“ — პლასტიკური ქირურგიისა და რეკონსტრუქციული...
„რენიუ“ - ეს არის პლასტიკური ქირურგიის ცენტრი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა დაფუძნდა და დიდი გეგმებით მიიწევს წინ. განსხვავებით სხვა მსგავსი კლინიკებისა, აქ პლასტიკურ ქირურგიასთან ერთად, რთ...
|
კომპანია HUAWEI-ის უახლესი ბიუჯეტური კლასის სმარტფონში გაზრდილია ეკრანის მოცულობა და გაუმჯობესებულია გადაღების ფუნქცია, რადგან HUAWEI P smart 2019-ის ძირითად კამერებს აქვთ ხელვნური ინტელექტის მხარდაჭერა. გარდა ამისა ახალი ფლაგმანი აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტის მქონე, უახლესი, 8 ბირთვიანი ჩიფსეტით Kirin 710--ით, რომლის საშუალებითაც სმარტფონს შეუძლია ამოიცნოს 500-ზე მეტი სცენა და ობიექტი.
უახლესი HUAWEI P smart 2019-ით კომპანია HUAWEI-მ საზოგადოებას წინამორბედისგან განსხვავებული, უახლესი ტექნოლოგიებისა და დიზაინის შემუშავებით, უფრო დახვეწილი და მეტი შესაძლებლობის მქონე სმარტფონი შესთავაზა, რომელიც დღევანდელი მომხმარებლების დინამიურ საჭიროებებს აუცილებლად დააკმაყოფილებს.
და მაინც, როგორია სმარტფონი ფლაგმანური დისპლეის მქონე დიზაინით?
თუ HUAWEI P smart 2019-ს თავის წინამორბედებს შევადარებთ, მომხმარებლები მაშინვე შენიშნავენ გაფართოებულ, 6.21-ინჩიან 19.5:9 HUAWEI Dewdrop დისპლეის. გარდა ამისა, 415ppi-იანი მაღალი პიქსელების სიმჭიდროვე, საშუალებას იძლევა სმარტფონს უფრო მაღალი FHD+ (2340x1080) რეზოლუცია ჰქონდეს. რადგან მომხმარებლები სულ უფრო მეტ დროს ატარებენ თავიანთ სმარტფონებთან, HUAWEI P smart 2019-ს აქვს ახალი TÜV სერტიფიცირებული თვალისთვის კომფორტული რეჟიმი, რომელიც ეფექტურად ფილტრავს მაღალი ენერგიის მქონე ლურჯ განათებას, რათა მომხმარებლის თვალი არ გადაიღალოს.
ახალი სმარტფონი ახალი AI და AR შესაძლებლობებით
პრემიუმ ხარისხის ეკრანთან ერთად, HUAWEI P smart 2019 აღჭურვილია გაუმჯობესებული წინა და უკანა კამერებით. გამორჩეულია, 16MP-იანი ფართო სპექტრის წინა კამერით, რომელსაც ახალი AI და AR შესაძლებლობები აქვს, და ისეთი გამოსადეგი ფუნქციები გააჩნია, როგორიცაა, მაგალითად, ჟესტების კონტროლის ფუნქცია, პორტრეტის რეჟიმში გადაღებული ფოტოების ხარისხის გასაუმჯობესებელი ეფექტი, რაც სელფების მოყვარულებს ნამდვილად გაახარებს. HUAWEI P smart 2019-ის წინა კამერა ასევე აღიქვამს და ოპტიმიზაციას უკეთებს სელფის ფონის 8 კატეგორიას, ამიტომ მომხმარებელს თავისუფლად შეუძლია სოციალური ქსელებისთვის გამორჩეული და ხარისხიანი სელფები გადაიღოს.
HUAWEI P smart 2019 შექმნილია მოხმარებელთა მეტი კომფორტისთვის, მისი გამოყენება მოსახერებელია ნებისმიერ სიტუაციაში ყველანაირი შეფერხების გარეშე. ახალი ბიუჯეტური სმარტფონის შიდა მეხსიერება 64 გბ-ია 512 გბ-მდე გაზრდის შესაძლებლობით.
HUAWEI P smart 2019-ის 3400 მლ. ამპერიანი ელემენტი შექმნილია სმარტფონის ყოველდღიური მომხმარებლებისთვის, კომპანიის შიდა ტესტირების შედეგების მიხედვით 4G ინტერნეტის უწყვეტ რეჟიმში გამოყენების შემთხვევაში ელემენტი ძლებს 10 საათი, უწყვეტ რეჟიმში ვიდეობის ყურების შემთხვევაში ელემნტი ძლებს 18 საათი, ხოლო საყვარელი ფლეილისთის უწყვეტ რეჟიმში მოსმენის შემთხვევაში ელემნეტი ძლებს 96 საათი,
HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
„რენიუ“ - ეს არის პლასტიკური ქირურგიის ცენტრი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა დაფუძნდა და დიდი გეგმებით მიიწევს წინ. განსხვავებით სხვა მსგავსი კლინიკებისა, აქ პლასტიკურ ქირურგიასთან ერთად, რთ...
13 მარტიდან, განახლებული პრემიუმ პაკეტების შეთავაზებით, „საბა“ მკითხველებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, პირველად SABA Reader-ში წაიკითხონ წიგნები, რომლებიც სხვაგან არსადაა ხელმისაწვდომ...
ქართული კომპანია აზერბაიჯანში მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელი მიმდინარე წელს გახდა „თეგეტა“ აზერბაიჯანში Bridgestone-ის ოფიციალური წარმომადგენელია და მეზობელი ქვეყნის ბაზარს იაპონუ...
თიბისი კონცეპტმა და Mastercard-მა, მომხმარებლებს საგაზაფხულოდ კიდევ ერთი განსაკუთრებული შეთავაზება მოუმზადეს. ახალი თიბისი კონცეპტ 360 Mastercard World Elite ბარათის მფლობელებს, შესაძლებლობა გ...
ავტომანქანის რეტრო მოდელი, როგორც განვითარების საწყისი - სიმბოლოებით დატვირთული და საგანგებოდ შემუშავებული კონცეფციით შექმნილი სამკაული „თეგეტამ“ ქალ თანამშრომლებს მიუძღვნა. უნიკალუ...
„როგორც ჩვენს წინა განახლებაში აღვნიშნეთ, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები როგორც წინა თვესთან, აგრეთვე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. სანამ ლარზე მოქმედ შიდა ფაქტორ...
მომხმარებლის გამოცდილების მართვის კვლევითი და საკონსულტაციო სააგენტო CX Hub-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, 24 თებერვალს საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა Customer Experience (CX) Business Summ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები