„რენიუ“ — პლასტიკური ქირურგიისა და რეკონსტრუქციული...
„რენიუ“ - ეს არის პლასტიკური ქირურგიის ცენტრი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა დაფუძნდა და დიდი გეგმებით მიიწევს წინ. განსხვავებით სხვა მსგავსი კლინიკებისა, აქ პლასტიკურ ქირურგიასთან ერთად, რთ...
|
თავის დროზე, სმარტფონის მომხმარებლები HUAWEI P20 Pro-ს გამოჩენამ აღაფრთოვანა. მოგვიანებით კი, მსოფლიო ბაზარზე აჟიოტაჟი HUAWEI Mate 20 Pro-ს გამოჩენამ გამოიწვია, HUAWEI Mate 20 Pro მსოფლიომ შეაფასა, როგორც „ინდუსტრიის ყველაზე მძლავრი, დახვეწილი და მოქნილი ტექნოლოგიებით შექმნილი სმარტფონი, რომელიც წარმოადგენს უმაღლეს მიღწევას ინოვაციურ ტექნოლოგიებში“.
გამოცემა Stuff-მა HUAWEI Mate 20 Pro „2018 წლის სმარტფონის“ წოდებით დააჯილდოვა. „ჩვენს მიერ აღირებული სმარტფონი HUAWEI -ს ბრენდისაა. ის ნამდვილად, შთამბეჭდავია - 6.39-ინჩიანი მომრგვალებული კიდეების მქონე OLED დისპლეი, ეკრანში ჩაშენებული თითის ანაბეჭდის სკანერი, IR-ზე დაფუძნებული სახის ამოცნობის ფუნქცია და ძლიერი პროცესორი Kirin 980 - ეს არასრული ჩამონათვალია, თუმცა ნამდვილი ვარსკვლავი ლეიკასთან ერთად შექმნილი 3 ძირითადი კამერაა. 40MP-იანი ძირითადი ლინზის, 8MP-იანი ტელეფოტო ლინზის და 20MP-იანი Leica-ს ულტრა ფართო კუთხის ლინზის კომბინაციით, Mate 20 Pro ფოტოგრაფებისთვის ძალიან მიმზიდველია,“- ნათქვამია გამოცემა Stuff-ის ვებ-გვერდზე.
HUAWEI Mate 20 Pro გამოცემა Android Central-ის მკითხველთა რჩეული და წლის ტელეფონის ტიტულის მფლობელი გახდა. გამოცემის შეფასებით HUAWEI P20 Pro და Mate20 Pro წარმოადგენს ყველაზე საუკეთესო კამერის მქონე მოწყობილობას
გამოცემა Engadget-მა გამოაქვეყნა „2018 წლის საუკეთესო მოწყობილობების“ ჩამონათვალი, რომელშიც HUAWEI Mate20 Pro-ც შევიდა. გამოცემის წარმომადგენლმა ჯეიმი რიგმა შეაქო სმარტფონის ულამაზესი დიზაინი, უკონკურენტო კამერის გამოცდილება, „არანორმალურად ხანგრძლივი” ელემენტის გამძლეობა, სახით განბლოკვის სისტემა, როგორც ყველაზე სანდო და ეკრანში ჩაშენებული თითის ანაბეჭდი, როგორც ყველაზე კომფორტული ფუნქცია. ერთი სიტყვით, ეს არის სმარტფონი, რომელიც სხვადასხვა ფუნქციურ თუ დიზაინურ მაჩვენებლებთან ერთად, კიდევ უფრო, თანამედროვე, ინოვაციური და მომხიბვლელია. ხელოვნური ინტელექტის მაღალი მახასიათებლები, მძლავრი ელემენტი და კამერის ფართო შესაძლებლობები აძლევს მომხამრებელს საშუალებას ეზიაროს სრულყოფილ ცხოვრებას.
Noted-მა HUAWEI Mate20 Pro „2018 წლის 10 საუკეთესო ტექნოლოგიურ მოწყობილობებს“ შორის დაასახელა და ხაზი გაუსვა მის ტექნლოგიურ შესაძლებლობებს: “მაღალი ხარისხის ეკრანი, დიდი და გამძლე ელემენტი და მეხსიერება. Huawei Mate 20 Pro - ტექნიკურად უმაღლესი დონის სმარტფონია“.
HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
„რენიუ“ - ეს არის პლასტიკური ქირურგიის ცენტრი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა დაფუძნდა და დიდი გეგმებით მიიწევს წინ. განსხვავებით სხვა მსგავსი კლინიკებისა, აქ პლასტიკურ ქირურგიასთან ერთად, რთ...
13 მარტიდან, განახლებული პრემიუმ პაკეტების შეთავაზებით, „საბა“ მკითხველებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, პირველად SABA Reader-ში წაიკითხონ წიგნები, რომლებიც სხვაგან არსადაა ხელმისაწვდომ...
ქართული კომპანია აზერბაიჯანში მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელი მიმდინარე წელს გახდა „თეგეტა“ აზერბაიჯანში Bridgestone-ის ოფიციალური წარმომადგენელია და მეზობელი ქვეყნის ბაზარს იაპონუ...
თიბისი კონცეპტმა და Mastercard-მა, მომხმარებლებს საგაზაფხულოდ კიდევ ერთი განსაკუთრებული შეთავაზება მოუმზადეს. ახალი თიბისი კონცეპტ 360 Mastercard World Elite ბარათის მფლობელებს, შესაძლებლობა გ...
ავტომანქანის რეტრო მოდელი, როგორც განვითარების საწყისი - სიმბოლოებით დატვირთული და საგანგებოდ შემუშავებული კონცეფციით შექმნილი სამკაული „თეგეტამ“ ქალ თანამშრომლებს მიუძღვნა. უნიკალუ...
„როგორც ჩვენს წინა განახლებაში აღვნიშნეთ, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები როგორც წინა თვესთან, აგრეთვე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. სანამ ლარზე მოქმედ შიდა ფაქტორ...
მომხმარებლის გამოცდილების მართვის კვლევითი და საკონსულტაციო სააგენტო CX Hub-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, 24 თებერვალს საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა Customer Experience (CX) Business Summ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები