„რენიუ“ — პლასტიკური ქირურგიისა და რეკონსტრუქციული...
„რენიუ“ - ეს არის პლასტიკური ქირურგიის ცენტრი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა დაფუძნდა და დიდი გეგმებით მიიწევს წინ. განსხვავებით სხვა მსგავსი კლინიკებისა, აქ პლასტიკურ ქირურგიასთან ერთად, რთ...
|
თიბისი ბანკის და EBRD-ის ფინანსური მხარდაჭერით, “GRDC” და „აჭარა ჯგუფი“ ბაკურიანში “კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის“სასტუმროს ააშენებს. მხარეებს შორის ხელშეკრულებას დღეს სასტუმრო „რუმსში“ მოეწერა ხელი და ის „კოხტა გორაზე“ ახალი სათხილამურო ტრასის მიმდებარეტერიტორიაზე, არანაკლებ 92 ნომრიანი სასტუმროსა და 70 აპარტამენტის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტი „აჭარა ჯგუფის“ მიერ შექმნილი ქართული ბრენდის, Rooms Hotels-გაგრძელებაა. ხოლო GRDC პროექტის მომდევნო ფაზაზედამატებითი საცხოვრებელი აპარტამენტების კომპლექსის მშენებლობას განახორციელებს. „Rooms Hotel Kokhta“ თავისი გამორჩეულიარქიტექტურით და დიზაინით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აღნიშნული რეგიონის ტურიზმის განვითარებაში. სასტუმრო „Rooms Hotel Kokhta“ ბაკურიანში, „კოხტა გორას“ ტერიტორიაზე, კოხტას ახალი სათხილამურო ტრასის საბაგიროსთანგანთავსდება. იგი წელიწადის ოთხივე სეზონზე მოემსახურება სტუმრებს და პირველ დამსვენებლებს უკვე 2019 წლის ზაფხულისსეზონამდე მიიღებს. კურორტის განვითარების მხოლოდ პირველ ფაზაზე სასტუმროსა და აპარტამენტების კომპლექსი 17 000 კვ. მ-ზეგაშენდება, საიდანაც 5 000 კვ.მ აპარტამენტებს, ხოლო 12 000 კვ.მ სასტუმროს დაეთმობა. „Rooms Hotel Kokhta“ Ski-in, Ski-out-ის ტიპის პირველი სასტუმრო იქნება, რაც გულისხმობს სათხილამურო ტრასებზე ასვლას/დაბრუნებასან სხვა სათხილამურო ხაზებზე გადასვლას მხოლოდ საბაგირო ინფრასტრუქტურით, რაც უშუალოდ სასტუმროს მომიჯნავეტერიტორიიდან იქნება შესაძლებელი. სასტუმრო გააერთიანებს:• არანაკლებ 92 ნომერს და 70 აპარტამენტს;• 300 სტუმარზე გათვლილ საკონფერენციო დარბაზს;• 300 სტუმარზე გათვლილ რესტორანს;• ლაუნჯ ბარსა და ტერასას 360 გრადუსიანი ხედით.• საცურაო აუზსა და მომსახურების სხვა სერვისებს პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონ აშშ დოლარს აღემატება. 5,4 მილიონი დოლარი თიბისი ბანკის და EBRD-ის მიერ, RFS-ისპროგრამის ფარგლებში გაცემული სესხით დაფინანსდება, დანარჩენი კი - GRDC-ის და Adjara Group-ის კაპიტალით. ”GRDC-თან ერთად და EBRD-ისა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით საქართველოში კიდევ ერთი “Rooms Hotel” გაიხსნება, რომელიც განსხვავებულ კონცეფციას და დიზაინს შესთავაზებს სტუმრებს. ამ პროექტის განხორციელებით საქართველო კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგავს მსოფლიო წამყვან სამთო-სათხილამურო კურტორტების სტანდარტებთან დასაახლოვებლად,” - განაცხადა აჭარა ჯგუფისაღმასრულებულმა დირექტორმა - ვალერი ჩეხერიამ „მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, დაგვეფინანსებინა თავის დარგში ორი ლიდერი კომპანიის - GRDC-ისა და ”აჭარა ჯგუფის“პარტნიორობით შექმნილი პროექტის მშენებლობა. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ინვესტიცია დამატებით მოტივაციას მისცემსინვესტორებს, განახორციელონ მსგავსი ტიპის საინტერესო პროექტები ამ რეგიონში“, - განაცხადა თიბის ბანკის გენერალური დირექტორისმოადგილემ, გიორგი თხელიძემ. "გვიხარია, რომ თანამშრომლობას ვაგრძელებთ ევრობანკის სამ პარტნიორ კომპანიასთან - თიბისი ბანკთან, აჭარა ჯგუფთან და GRDC-ისთან - საქართველოში უძრავი ქონებისა და ტურიზმის სექტორების განსავითარებლად. ევრობანკის ფინანსური მხარდაჭერა მოიცავსსაგრანტო კომპონენტს და მიზნად ისახავს შენობა-ნაგებობის ენერგოეფექტური საიზოლაციო მასალებითა და LED განათებით აღჭურვას.ჩვენი მიზანია, ენერგოეფექტური მშენებლობის პრეცედენტი შევქმნათ მთიან რეგიონში და მხარი დავუჭიროთ მშენებლობის ახალისტანდარტების დანერგვას საქართველოში," - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ, ევრობანკის დირექტორმა კავკასიაში. სასტუმროს შიდა მოპირკეთების სამუშაოები ამჟამად მიმდინარეობს და ის 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება.
„რენიუ“ - ეს არის პლასტიკური ქირურგიის ცენტრი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა დაფუძნდა და დიდი გეგმებით მიიწევს წინ. განსხვავებით სხვა მსგავსი კლინიკებისა, აქ პლასტიკურ ქირურგიასთან ერთად, რთ...
13 მარტიდან, განახლებული პრემიუმ პაკეტების შეთავაზებით, „საბა“ მკითხველებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, პირველად SABA Reader-ში წაიკითხონ წიგნები, რომლებიც სხვაგან არსადაა ხელმისაწვდომ...
ქართული კომპანია აზერბაიჯანში მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელი მიმდინარე წელს გახდა „თეგეტა“ აზერბაიჯანში Bridgestone-ის ოფიციალური წარმომადგენელია და მეზობელი ქვეყნის ბაზარს იაპონუ...
თიბისი კონცეპტმა და Mastercard-მა, მომხმარებლებს საგაზაფხულოდ კიდევ ერთი განსაკუთრებული შეთავაზება მოუმზადეს. ახალი თიბისი კონცეპტ 360 Mastercard World Elite ბარათის მფლობელებს, შესაძლებლობა გ...
ავტომანქანის რეტრო მოდელი, როგორც განვითარების საწყისი - სიმბოლოებით დატვირთული და საგანგებოდ შემუშავებული კონცეფციით შექმნილი სამკაული „თეგეტამ“ ქალ თანამშრომლებს მიუძღვნა. უნიკალუ...
„როგორც ჩვენს წინა განახლებაში აღვნიშნეთ, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები როგორც წინა თვესთან, აგრეთვე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. სანამ ლარზე მოქმედ შიდა ფაქტორ...
მომხმარებლის გამოცდილების მართვის კვლევითი და საკონსულტაციო სააგენტო CX Hub-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, 24 თებერვალს საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა Customer Experience (CX) Business Summ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები