სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე დატოვა...
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
|
“თამარ ჟვანია კი არა, გებელსი რომ დანიშნო აწი, ამ რეფორმის შედეგად ვერავინ შეძლებს არჩევნების გაყალბებას,” – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხდა. მან ასევე აღნიშნა, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება, თუ ვინ იქნება ცესკო-ს თავმჯდომარე.
ელისაშვილმა ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან წასვლის საკითხის დაჩემებით და შეჩიჩხინებით, რევოლუციური და ამბიციური საარჩევნო რეფორმა არ დააზიანონს.
პოლიტიკოსი კოლეგებს სთხოვს, ემოციები მოთოკონ და უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ აღნიშნულ საკითხს:
“მესმის, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტია განაწყენებულია იმით, რომ მართლა საშვილიშვილო რეფორმა შევიმუშავეთ მანამ, სანამ თავად გარეთ იყვნენ. ხვდებიან, რომ ძალიან დიდი საქმე გავაკეთეთ, საარჩევნო რეფორმა ყველა დეტალშია გავლილი და მართლაც ისტორიული რეფორმაა მომზადდა. ამაზე გული წყდებათ, მაგრამ მოდით, ძალიან მნიშვნელოვანს ნურავინ დააზიანებს.
თამარ ჟვანიას დაჩემებით და ამ საკითხზე შეჩიჩხინებით, მართლაც, რევოლუციურ და ამბიციურ საარჩევნო რეფორმას ნუ დააზიანებენ. თუ ვინმე შეთანხმებას გულმოდგინედ წაიკითხავს, ნახავს, რომ ცესკო-ს სამივე დონეზე ფუნდამენტური ცვლილება განხორციელდება და აღარ დარჩება თამარ ჟვანიას ადგილი, მაგრამ ამ საკითხზე დახვევით, მეჩვენება, რომ საარჩევნო პროცესის შეფერხება უნდათ, რადგან ხვდებიან, რომ ჩვენ, „მოქალაქეები“ რის გამოც შემოვედით პარლამენტში და დიდი რეფორმა გავატარეთ, ამაზე შესაძლოა ცოტა ბოღმა აქვთ, ეს ბოღმები გვერდზე უნდა გავწიოთ.
თამარ ჟვანია კი არა, გებელსი რომ დანიშნო აწი, ამ რეფორმის შედეგად ვერავინ შეძლებს არჩევნების გაყალბებას. გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება იმას, ვინ იქნება ცესკო-ს თავმჯდომარე. ყველას ვთხოვ, ემოციები მოთოკონ და უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხს.” – თქვა ელისაშვილმა.
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
"შეერთებული შტატები ასანქცირებს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" დამაარსებელსა და საპატიო თავმჯდომარეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დ...
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. აქტივების გაყინვა და ფინანსური სანქციები. რას გულისხმობს აშშ-ის მიერ ივანიშვილის დასანქცირება &nb...
ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ... მე დარწმუნებული ვარ, რომ მას [სალომე ზურაბიშვილი] ეყოფა გონიერება, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
როგორც უკვე ვთქვი, ბოლო 12 დღის ამბებთან დაკავშირებით, ყველა ოფცია არის მაგიდაზე, ყველაფერი განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება. ვნახოთ რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები, არის ეს ოფცია უვი...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები