სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე დატოვა...
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
|
ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში 20%-ს ასცდა ინფლაცია - იქ, ჩვენგან განსხვავებით, ეკონომიკის შემცირებაა, ჩვენ კი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რაც აბალანსებს გამოწვევებს, რომლებიც ინფლაციას უკავშირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ქვეყანაში არსებული ინფლაციის თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ინფლაცია მთელ მსოფლიოში გამოწვევაა.
„ინფლაცია მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევაა. ეს, პირველ რიგში, პანდემიამ გამოიწვია. მკაცრი „ლოქ-დაუნი“ იყო. ამას დაემატა ეს უბედურება, ომი, რაც უკრაინაშია. გამოქვეყნდა ევროზონის ინფლაცია - საშუალო მაჩვენებელი არის ორნიშნა, თუ არ ვცდები 11%-ია ინფლაცია ევროკავშირში, რომელიც მთავარი ეკონომიკური ბაზარია მსოფლიოში. ევროპის წამყვან სახელმწიფოებში, მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთშიც, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში - ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში 20%-ს ასცდა ინფლაცია, ზოგან 25%-ია. ამას ემატება მთავარი განსხვავება, რაც გვაქვს - იქ, ჩვენგან განსხვავებით ეკონომიკის შემცირება - რეცესიაა. ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც აბალანსებს გამოწვევებს, რომლებიც ინფლაციას უკავშირდება“,- განაცხადა ღარიბაშვილმა
კითხვაზე, ხომ არაა ეკონომიკური ზრდა დროებითი, პრემიერი ამბობს, რომ ეს უკვე მეორე წელია გრძელდება.
„დროებითი შეიძლება იყოს რამდენიმე თვე. უკვე მეორე წელია მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს. შეიძლება ეს „დროებითი“ ეკონომიკური ზრდა რამდენიმე წელი გაგრძელდეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ და ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს“,- განაცხადა ღარიბაშვილმა
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
"შეერთებული შტატები ასანქცირებს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" დამაარსებელსა და საპატიო თავმჯდომარეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დ...
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. აქტივების გაყინვა და ფინანსური სანქციები. რას გულისხმობს აშშ-ის მიერ ივანიშვილის დასანქცირება &nb...
ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ... მე დარწმუნებული ვარ, რომ მას [სალომე ზურაბიშვილი] ეყოფა გონიერება, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
როგორც უკვე ვთქვი, ბოლო 12 დღის ამბებთან დაკავშირებით, ყველა ოფცია არის მაგიდაზე, ყველაფერი განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება. ვნახოთ რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები, არის ეს ოფცია უვი...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები