„ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...
ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...
|
19 ივნისს მამის დღე საქართველოში წელს მეშვიდედ აღნიშნეს. თბილისში, მზიურის პარკში, მამებისა და შვილებისთვის გასართობ-ინტელექტუალური თამაში „მამაენა“ ჩატარდა.
პროექტში 100-მდე გუნდი მონაწილეობდა. თამაშში მონაწილე მამებსა და შვილებს ერთობლივი ძალებით მზიურის პარკში დამალული მინიშნებები უნდა ეპოვათ და მთავარი გასაღებისთვის მიეგნოთ.
ღონისძიება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია Care Together-ის ინიციატივით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში გაიმართა. წელს პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერი „თეგეტა ჰოლდინგი“ იყო.
გასართობ-ინტელექტუალურ თამაშში 2 გამარჯვებული წყვილი გამოვლინდა, რომელთაც საჩუქრად „თეგეტა ჰოლდინგის“ ვაუჩერები გადაეცათ.
„გენდერული თანასწორობა „თეგეტას“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და რა თქმა უნდა, სიამოვნებით გავხდით კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ პარტნიორი. გვიხარია, რომ გუნდში „მამაენაში“ მონაწილეობის ბევრი მსურველი გვყავდა და „თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომელი მამები შვილებთან ერთად ჩაერთნენ ამ საინტერესო თამაშში. ვფიქრობთ, რომ გენდერული თანასწორობის ცნობიერების ასამაღლებლად მსგავს პროექტებში კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია“, - ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.
კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში მამის დღის აღნიშვნა ნაწილია იმ მასშტაბური ინიციატივისა, რომელიც საქართველოში გენდერული თანასწორობის მისაღწევად გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) ეკუთვნის. ეს დღე ყოველწლიურად ივნისის მესამე კვირა დღეს აღინიშნება.
„მამის დღის დაწესება და აღნიშვნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ ხაზი გაესვას ბავშვების აღზრდის პროცესში მამების ჩართულობის მნიშვნელობას. კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ მიზანია, წაახალისოს კაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამებისა და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის ზრუნვაში, რათა მათ მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას და ამ გზით სოციალურ და ეკონომიკურ პროცესებში ქალების აქტიურ მონაწილეობასა და საზოგადოების გაძლიერებას“ , – მირიან ჯუღელი, კამპანია „კაცები ზრუნავენ“ თანადამფუძნებელი.
„მოხარული ვართ, რომ მამის დღე უკვე ტრადიციად იქცა და მას მამები და შვილები, ოჯახები, ერთად აღნიშნავენ. მამის დღის ინიცირებით გვინდა, კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი, რამდენად მნიშვნელოვანია შვილების აღზრდაში, მათ ცხოვრებაში მამების ჩართულობა, თანასწორი მშობლობა და პარტნიორობა, რადგან გენდერული თანასწორობის მიღწევაში, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ, თითოეულ ადამიანს შეუძლია უნიკალური წვლილის შეტანა. მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ჩვენი პარტნიორი კომპანიების მიმართ - წელს კერძო სექტორი გამორჩეულად აქტიურად გვიჭერს მხარს მამის დღის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებაში“, - ლელა ბაქრაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი.
კამპანია „კაცები ზრუნავენ“ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია Care Together-ის მიერ შვედეთის მთავრობისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...
თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...
უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალში სწრაფი სერვისები დაინერგა. ძრავის ზეთის, აკუმულატორის ან საბურავების შეცვლა ახლა უკვე 20 წუთშია შესაძლებელი. [I=1] ნიკა მაღრა...
იტალიური წარმოების Lamborghini, ლეგენდარული ბრიტანული Bentley და ჩინური პრემიუმ ელექტრომობილების მწარმოებელი Zeekr, - სამი ახალი ბრენდი პორტფელში და ბაზრის წილის ზრდა 30%-იან ნიშნულზე - „...
თუ ხარ მოსწავლე ან სტუდენტი და გინდა, დაზოგო თანხა და დამოუკიდებლად მართო შენი ფინანსები, მაშინ თიბისის მუდმივი შეთავაზებები, სწორედ, შენთვისაა. მუდმივი შეთავაზებები თიბისის ინიციატივაა, რომელიც კომ...
თიბისი ჯგუფის წარმატების ისტორია მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტის სასწავლო მასალად იქნება გამოყენებული. Case study-ში, რომელიც ცნობილმა საერთაშორისო ბიზნესსკოლამ, IMD გამოაქვეყნა...
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები