2 1 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

გრეის ჰოპერის სახელობის 2022 წლის ჯილდოს გამარჯვებულები ცნობილია

თიბისი კონცეპტის სივრცეში USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, თიბისი ბანკისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, სადაც გამარჯვებულთა ვინაობა გახდა ცნობილი. ექვს ნომინაციაში ჯილდო გადაეცა იმ ადამიანებს, ორგანიზაციებსა და პროგრამებს, რომლებიც თავიანთი საქმიანობით ტექნოლოგიების სფეროს აძლიერებენ და მრავალფეროვანს ხდიან. 

 

გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს 2022 წლის გამარჯვებულები არიან:

 

  • მარიამ შარანგია — მომავლის ლიდერი ქალი, 
  • ნანა დიხამინჯია — ICT სფეროს ჩემპიონი, 
  • B2C.ge — ტექნოლოგიური სტარტაპი, 
  • ჩართე — ქალების გაძლიერების პროგრამა,
  • Sweeft — მრავალფეროვნების მხარდამჭერი ორგანიზაცია
  • თამთა კაპანაძე — ICT სექტორში ქალების გაძლიერების ქომაგი.

 

ჯილდო გამარჯვებულებს განსაკუთრებული მიღწევებისთვის, ორგანიზაციის ფარგლებში პოზიტიური ცვლილებებისთვის, ინოვაციური პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის თუ ქალების გაძლიერებისთვის გადაეცათ.

 

პროექტი 2021 წელს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ინიციატივით, თიბისისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით შეიქმნა. წელს მისი მხარდამჭერები  საქართველოს პარლამენტთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭო, Visa, UGT და Majorel Georgia იყვნენ.

 

ღონისძიების პარტნიორებმა და მხარდამჭერებმა გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადასცეს. მათ შორის დაჯილდოების მთავარმა პარტნიორმა, თიბისიმ, მომავლის ლიდერის კატეგორიისა და ტექნოლოგიური სტარტაპის კატეგორიის გამარჯვებულები დააჯილდოვა. თიბისი მათთვის მენტორობისა და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ პროგრამებს შეიმუშავებს.

 

“თიბისისთვის როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, განსაკუთრებით საამაყოა, რომ შექმნის დღიდან ვართ გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს პარტნიორები. მოხარულები ვართ, რომ პროექტი უკვე ერთგვარ ტრადიციად იქცა და წელსაც გამოავლინა, წაახალისა და დააჯილდოვა ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებსაც საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დარგის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვით. ჩვენ წელსაც, ისევე როგორც შარშან, დავაჯილდოვეთ მომავლის ლიდერისა და ტექნოლოგიური სტარტაპის ნომინაციის გამარჯვებულები და მათთან სამომავლოდაც გავაგრძელებთ თანამშრომლობას”, — ნინო მასურაშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

 

„USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა სიამოვნებით უჭერს მხარს გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს, რადგან ის ხაზს უსვამს ჩვენი ჩართულობის ფუნდამენტურ მიზანს, კერძოდ, ქალთა ეკონომიკურ სექტორში გაძლიერებას. ICT-ში ქალების ჩართულობა იზრდება; ისინი არა მხოლოდ ერთვებიან ამ სექტორში, არამედ ლიდერები ხდებიან საქართველოს ყველაზე ინოვაციურ ინიციატივებში. ჩვენი პროგრამა მზად არის დაეხმაროს საქართველოს, გახდეს სამაგალითო ქალთა ICT - ის სფეროში მაღალი ჩართულობის მიმართულებით. სწორედ ეს იყო გრეის ჰოპერის ოცნებაც და ჩვენ მოხარული ვართ, რომ წვლილი შეგვაქვს ამის რეალიზებაში“, - აღნიშნა მარკ მაკკორდმა, USAID ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი.

გრეის ჰოპერი ამერიკელი მეცნიერი, მათემატიკოსი, ერთ-ერთი პირველი კომპიუტერული მეცნიერი ქალი იყო, რომელიც დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე შთამაგონებელ და მისაბაძ მაგალითად ტექნოლოგიების დარგში. მისი სახელობის ჯილდო დარგში პოზიტიური ცვლილებების დაწყებას ემსახურება. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ პროექტის დახმარებით სამომავლოდ მეტი ქალი იპოვის საკუთარ თავს ტექნოლოგიების სფეროში.

 

USAID-ის შესახებ საქართველოში:

აშშ წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID ხელს უწყობს საქართველოს  დამოუკიდებლად დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები.  1992 წლიდან USAID საქართველოს ისეთ დემოკრატიულ ქვეყნად გადაქმნაში უწყობს ხელს, რომელიც ინტერგრირებულ იქნება დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოების და ეკონომიკის ინსტიტუტებში. USAID-ის 35-ზე მეტი მიმდინარე პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საქართველოს მავნე გარე ზეგავლენის წინააღმდეგ გაძლიერება, ანგარიშვალდებული მმართველობის ხარჯზე დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაცია და მაღალანაზღაურებადი, მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgia 

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის შესახებ:

5 წლიანი, USAID-ის მიერ $23 მილიონით დაფინანსებული პროგრამა ხორციელდება DAI Global-ის მიერ.  პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის მიღმა არსებული სექტორების განვითარების ხელშეწყობა, რომელთაც სამუშაო ადგილების შექმნის, ინვესტიციების მოზიდვის, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის შემოსავლების ზრდის პოტენციალი გააჩნიათ.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:  https://www.facebook.com/EconSecProgram

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:43

    გაიგე რა შეთავაზებები მოგიმზადათ თიბისი კონცეპტმა ...

    თიბისი კონცეპტმა ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათ სურვილებზე მორგებული და მრავალფეროვანი შეთავაზებები მოუმზადა. მხოლოდ 14 თებერვალს, თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათით ICI PARIS-სა და Voule...

  • 18:38

    საბურავები, ზეთები, აკუმულატორები და ავტონაწილები ...

    დაბალი ტემპერატურა ავტომობილის დეტალებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, შესაბამისად, მათი დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის გადამწყვეტია. კრიტიკულ...

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...