0 4 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

პლატფორმა „ინიციატივა“ 2023 წლის ზამთრის მსოფლიო ჩემპიონატის მხარდამჭერია

საქართველო, კერძოდ კი დაბა ბაკურიანის სამთო სათხილამურო კურორტი - 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. მსოფლიო ჩემპიონატი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით იმართება - ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკის სპორტულ სახეობებში.

 

საქართველოში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად სპორტსმენები 42 ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. მათ შორის: ავსტრია, შვეიცარია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, ჩინეთი, იაპონია, კანადა, აშშ და სხვა, ჯამში შეჯიბრში 700-მდე სპორტსმენი იღებს მონაწილეობას.

 

“მოხარული ვართ, რომ პლატფორმა „ინიციატივა“ განაგრძობს, ჩვენს ქვეყანაში სპორტის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტების და ჩემპიონატების მხარდაჭერას.  საქართველოში, კერძოდ კი ბაკურიანში პირველად ჩატარდება მსოფლიო ჩემპიონატი ზამთრის ყველაზე ექსტრემალური სპორტის სახეობებში. საამაყოა, რომ დიდველისა და კოხტა-მიტარბის ტრასებზე ფრისკის, ფრისტაილის და სნოუბორდის საუკეთესო ათლეტები ასპარეზობენ. ყველა შეჯიბრი თუ ტურნირი, რომელსაც სათხილამურო ფედერაცია პლატფორმა „ინიციტივის“ მხარდაჭერით მართავს,  ჩვენს ქვეყანას მსოფლიო სპორტულ რუკაზე სათანადო ადგილის დამკვიდრებას უწყობს ხელს, ჩვენ კი ცხადია მოხარულები ვართ, რომ ამ დიდ მოვლენაში ჩვენი წვლილი შეგვაქვს“- განაცხადა პლატფორმა „ინიციატივის“ წარმომადგენელმა ნინი გუჯაბიძემ.

 

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 5 მარტის ჩათვლით გრძელდება და 7 სახეობაში (ჰალფ პაიპი, ბიგ ეარი, სლოუპსტაილი, პარალელური გიგანტური სლალომი, აერიალი, მოგული და კროსი) ჯამში 30 შეჯიბრი ჩატარდება.

 

ერთად ვუგულშემატკივროთ პირველ მსოფლიო ჩემპიონატს საქართველოში!

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...