1 8 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თელავში შატო „შუხმანი“ გაფართოვდა

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში, შატო „შუხმანი“ გაფართოვდა. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მილიონი ლარია. ბანკის ინვესტიცია კი 4 მილიონ ლარს შეადგენს.

 

კომპანია მეღვინეობას, სასტუმროს და შუხმანის ღვინის სოფელს მოიცავს, სადაც 18 ვილაა განთავსებული. ვილები იმით არის გამორჩეული, რომ ის მე-19 საუკუნის ისეთ ქართულ უნიკალურ ისტორიულ მასალებზე დაყრდნობით შეიქმნა, როგორიცაა, ქართული კრამიტი, ქვა და ა.შ.

 

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკთან უკვე 10 წელია ვთანამშრომლობთ და მათი ფინანსური მხარდაჭერით 120 ჰა-ზე ვენახის, ხოლო 7 ჰა-ზე კი ღვინის სოფლის გაშენება შევძელით. „შუხმანი“ ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს და ჩვენი წამოწყებული პროექტები აერთიანებს, როგორც ქართულ 8000 წლიან ღვინის დაყენების ტრადიციას, მეღვინეობა-მევენახეობას და  ეროვნულ  გასტრონომიას, ასევე კახურ არქიტექტურასა  და დასავლური სტანდარტებით გაერთიანებულ სტუმარმასპინძლობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელისთვის ყოველთვის კომფორტული და სასიამოვნო გარემო შევქნათ. საქართველოს უდიდესი ტურისტული პოტენციალიდან გამომდინარე კი, გვინდოდა ძლიერი ბრენდი ჩამოგვეყალიბებინა, რომელიც იქნებოდა ერთ-ერთი საუკეთესო როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. სამომავლოდ ვგეგმავთ მოვიცვათ საქართველოს კიდევ უფრო მეტი რეგიონი და ახალი ტურისტული პროექტებიც განვახორციელოთ“, - განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ნუცა აბრამიშვილმა.

 

„საქართველოს ბანკის ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტი ბიზნესის მხარდაჭერაა, განსაკუთრებით რეგიონებში. მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთ წარმატებულ კომპანიას ხელი შევუწყვეთ ბიზნესის კიდევ უფრო მეტად განვითარებასა და გაფართოებაში. შატო „შუხმანი“ საქართველოს ბანკთან 2012 წლიდან პარტნიორობს და ამ პერიოდის განმავლობაში მოახერხა, როგორც მეღვინეობის და სასტუმროს გაფართოება, ასევე უნიკალური ვილების გაშენება. კომპანია ღვინის ექსპორტს 25-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს, რაც მათ წარმატებას კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს. ამ დროისთვის კომპანიამ შეძლო 300-მდე ადამიანის დასაქმება, რაც რეგიონის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა, ირაკლი ვანიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...