0 2 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ლიბერთის მხარდაჭერით, გაეროს ასოციაციის მიერ საერთაშორისო კონფერენცია ,,თანამშრომლობა შედეგებისთვის“ ჩატარდა

ლიბერთის მხარდაჭერით , საქართველოს გაეროს ასოციაციაციისა და გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა  კონფერენცია “Partnerships for Impact Conference: From Blueprints to Breakthroughs” ("თანამშრომლობა შედეგებისთვისრომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.  

 

კონფერენციის სპიკერებმა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სისტემის სხვადასხვა დეპარტამენტის და სააგენტოს -  UN Women, WHO, UNDP, UNCTAD, FAO, UNU, UNECE, UNOG, RCO  წარმომადგენლებმა, მოხსენებების თემები მიუძღვნეს გაეროს 17 მიზანს, კერძოდ: განათლებას, საზოგადოებრივ ჯანდაცვას, გენდერულ თანასწორობას, საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობას, მრავალფეროვნებას, ინოვაციების ხელმისაწვდომობას.

 

"საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენცია კიდევ ერთი შესაძლებლობა გახლდათ შეგვეჯამებინა ლიბერთის მიერ განხორციელებული ისეთი პროექტები, რომლებიც მდგრადი მიზნების მისაღწევად საერთაშორისო პარტნიორებთან და კერძო სექტორთან ერთად ხორციელდება. პარტნიორებთან ერთად შესაძლებლობა გვაქვს  საზოგადოებისთვის კიდევ უფრო მეტი,  შედეგებზე ორიენტირებული პროექტები განვახორციელოთ” - თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

 

„არც ერთი რეფორმა, განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივა არ ხორციელდება მხოლოდ ერთი სექტორის ჩართულობით. მდგრადი შედეგების მისაღწევად ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორში არსებული გამოცდილების გაერთიანება და ერთობლივი მუშაობა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა, რადგან მათ აქვთ ის წვდომა და რესურსი ინოვაციებზე, ტექნოლოგიურ განვითარებაზე, რომელიც ასე სჭირდება დღეს მდგრადი მიზნების მიღწევას. 

ეს კონფერენცია  მიზნად ისახავს კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორების თავმოყრას და განვითარების საკითხებზე დეტალურ დისკუსიას. დიდი მადლობა კერძო სექტორს მონაწილეობისთვის,  მზაობისთვის და ღია თანამშრომლობისთვის. საქართველოს გაეროს ასოციაცია აქტიურად აპირებს თანამშრომლობას კერძო სექტორთან განვითარების მიზნებთან მიმართებაში. თანამშრომლობას უკვე ჩაეყარა საფუძველი და რასაც მომავალში ვიმედოვნებთ უფრო გავაფართოვებთ და გავაძლიერებთ." - ანა კვერნაძე, საქართველოს გაეროს ასოციაციის სექტორთაშორისი თანამშრომლობის მენეჯერი.

 

კონფერენციას ესწრებოდნენ  საქართველოს მთავარი პარტნიორების - USAID, ADB, EBRD -ის წარმომადგენლები, სხვადასხვა სფეროს სტარტაპები,  ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს სამრეწველო სავაჭრო პალატისსახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში, საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს წარმომადგენლები და  საერთაშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...