SABA Reader - განახლებული პრემიუმ პაკეტი და ექსკლუ...
13 მარტიდან, განახლებული პრემიუმ პაკეტების შეთავაზებით, „საბა“ მკითხველებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, პირველად SABA Reader-ში წაიკითხონ წიგნები, რომლებიც სხვაგან არსადაა ხელმისაწვდომ...
|
საქართველოში ერთ-ერთი მძლავრი ჰოსპიტალური ქსელი - "ჯეო ჰოსპიტალსი“ უკვე თბილისშიც ოპერირებს. ახალი მაღალტექნოლოგიური კლინიკა საქართველოს ბანკისა და თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა. ჰოსპიტალური ქსელი "ჯეო ჰოსპიტალსი“ „თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის“ სახელით ფუნქციონირებს. კლინიკა 250 საწოლზეა გათვლილი და პაციენტებს ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. მათ შორისაა: პედიატრია, ინსულტის მართვა, კარდიოლოგია (ინტერვენციით), აბდომინალური და თორაკალური ქირურგია, ნეიროქირურგია, ყბა-სახის ქირურგია, ოტორინოლარინგოლოგია, ორთოპედია-ტრავმატოლოგია, გინეკოლოგია და სხვა.
კლინიკის ძირითად მიმართულებებს გამოცდილი და მაღალკვალიფიციური პროფესიონალები ხელმძღვანელობენ, რომელთაც წარმატებული სამედიცინო და აკადემიური კარიერა აქვთ. დაწესებულებაში ხელმისაწვდომია დიაგნოსტიკური მომსახურების სრული სპექტრი, მათ შორის, მაგნიტურ-რეზონანსული (MRT) და კომპიუტერული ტომოგრაფია (CT), ენდოსკოპია და სხვა.
„2 წლიანი მუშაობის შედეგად, ახალმა მენეჯმენტმა პაციენტებს მორიგი მნიშვნელოვანი სიახლე შესთავაზა. თბილისის „ჯეო ჰოსპიტალსი“ უზრუნველყოფს სრულ ამბულატორიულ-სადიაგნოსტიკო და სტაციონარულ მომსახურებას; დაწესებულების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება პედიატრიაა, რომელზე ხელმისაწვდომობაც მოსახლეობისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სამედიცინო სერვისების განვითარებასთან ერთად ჩვენი მიზანი მათი ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებაა, რაც მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო პრაქტიკის ხელშეწყობით, ინფექციების კონტროლის გამართული სისტემის ფუნქციონირებით, პერსონალის უწყვეტი სწავლებით მიიღწევა“ - აღნიშნა „ჯეო ჰოსპიტალსის“ ქსელის გენერალურმა დირექტორმა, ზურაბ ქიტოშვილმა.
„საქართველოს ბანკისთვის სამედიცინო სექტორის ხელშეწყობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ბანკისა და „ჯეო პოსპიტალსის“ ერთობლივი პროექტის განხორციელება, რაც აღნიშნული სექტორის კიდევ უფრო მეტად განვითარებასა და გაძლიერებას ემსახურება. ჰოსპიტალური ქსელი 25 დაწესებულებით უკვე 11 წელზე მეტია საქართველოს ხუთ რეგიონშია წარმოდგენილი. თბილისში სამედიცინო ცენტრის ახალი ქსელის გახსნა კი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ბიზნესი სწორი მიმართულებით მიდის და ვითარდება, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და მომხმარებელს საუკეთესო მომსახურებას სთავაზობს, რითიც კიდევ უფრო აძლიერებს ჯანდაცვის სფეროს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ჯანდაცვისა და განათლების სექტორის უფროსმა, მარიამ გოდუაძემ კორპორაციული საბანკო დეპარტამენტიდან.
„ჯეო ჰოსპიტალსთან 2011 წლიდან, მათი დაფუძნების პირველივე დღიდან ვთანამშრმოლობთ. მოხარული ვართ, რომ თიბისის მხარდაჭერით, ქსელის გაფართოების ფარგლებში, კიდევ ერთი მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულება გაჩნდა, რომელიც მომხარებელს ერთ სივრცეში შესთავაზებს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი მომსახურების ფართო სპექტრს. თიბისისთვის, ჯანდაცვის სექტორის მხარდაჭერა და განვითარება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მთელი ქვეყნისთვის. თიბისის ბაზრის წილი აღნიშნულ სექტორში - 44%-ს, მიმდინარე პორტფელი კი 380 მილიონ ლარს შეადგენს. კოვიდ პანდემიის შემდეგ, კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა - რამდენად მნიშვნელოვანია იმ თითოეული ინიციატივისა და პროექტის მხარდაჭერა, რომელიც ყველაზე ღირებულს - ადამიანის ჯანმრთელობას ემსახურება“, - ამბობს ლევან შავკაციშვილი, თიბისის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი.
ინფორმაციისთვის, შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ თბილისის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში უზრუნველყოფილია პაციენტის მკურნალობის უწყვეტობა, რასაც გამართული გადაუდებელი დახმარების, თერაპიული/პედიატრიული, რეანიმაციული, ქირურგიული ერთეულები ემსახურება; თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი 7 საოპერაციო თითქმის ყველა პროფილის ქირურგიული, მათ შორის, მცირეინვაზიური ჩარევის შესრულების საშუალებას იძლევა.
„ჯეო ჰოსპიტალსი“ 25 სამედიცინო დაწესებულებითა და 900-ზე მეტი სტაციონარული საწოლით უკვე 11 წელზე მეტია საქართველოს 5 რეგიონში ჯანდაცვითი სერვისების ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია; ამავდროულად, ქვეყნის მასშტაბით ის ჯანდაცვის საკადრო რესურსის მნიშვნელოვანი დამსაქმებელიცაა (კომპანიის დაწესებულებებში დასაქმებულია 4000-ზე მეტი თანამშრომელი). 2022 წლიდან „ჯეო ჰოსპიტალს“-ს თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი შეემატა, რომელიც ქსელის მასშტაბით რეფერალის მიმღები კლინიკაა. ამასთან, თბილისის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ცენტრი ქვეყანაში სამედიცინო პერსონალის მზადების ერთ-ერთი მძლავრი ინსტიტუციაა, რომელშიც როგორც დიპლომამდელი, ასევე, დიპლომის შემდგომი განათლების პროგრამები ხორციელდება.
13 მარტიდან, განახლებული პრემიუმ პაკეტების შეთავაზებით, „საბა“ მკითხველებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, პირველად SABA Reader-ში წაიკითხონ წიგნები, რომლებიც სხვაგან არსადაა ხელმისაწვდომ...
ქართული კომპანია აზერბაიჯანში მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელი მიმდინარე წელს გახდა „თეგეტა“ აზერბაიჯანში Bridgestone-ის ოფიციალური წარმომადგენელია და მეზობელი ქვეყნის ბაზარს იაპონუ...
თიბისი კონცეპტმა და Mastercard-მა, მომხმარებლებს საგაზაფხულოდ კიდევ ერთი განსაკუთრებული შეთავაზება მოუმზადეს. ახალი თიბისი კონცეპტ 360 Mastercard World Elite ბარათის მფლობელებს, შესაძლებლობა გ...
ავტომანქანის რეტრო მოდელი, როგორც განვითარების საწყისი - სიმბოლოებით დატვირთული და საგანგებოდ შემუშავებული კონცეფციით შექმნილი სამკაული „თეგეტამ“ ქალ თანამშრომლებს მიუძღვნა. უნიკალუ...
„როგორც ჩვენს წინა განახლებაში აღვნიშნეთ, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები როგორც წინა თვესთან, აგრეთვე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. სანამ ლარზე მოქმედ შიდა ფაქტორ...
მომხმარებლის გამოცდილების მართვის კვლევითი და საკონსულტაციო სააგენტო CX Hub-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, 24 თებერვალს საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა Customer Experience (CX) Business Summ...
28 თებერვალს, საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA)-ს გამარჯვებულები გამოვლინდა. უკვე მეოთხედ, აღნიშნული ჯილდო მცირე და საშუალო კომპანიის კატეგორიაში (500-მდე დასაქმებული) თიბის...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები