„თეგეტასა“ და „ეშვის“ კოლაბორაცია - როცა სამკაულ...
ავტომანქანის რეტრო მოდელი, როგორც განვითარების საწყისი - სიმბოლოებით დატვირთული და საგანგებოდ შემუშავებული კონცეფციით შექმნილი სამკაული „თეგეტამ“ ქალ თანამშრომლებს მიუძღვნა. უნიკალუ...
|
Visa-სა და თიბისის პარტნიორობით საქართველოში საერთაშორისო გადახდების პლატფორმა Visa Direct to Account დაინერგება. თანამშრომლობის ხელშეკრულებას თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და Visa VDA-ის ცენტრალური ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (CEMEA) რეგიონის ხელმძღვანელმა ივან პონომაროვმა მოაწერეს ხელი.
პლატფორმის დანერგვის შემდეგ თიბისის მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცემათ გამარტივებულად და უფრო მოკლე დროში განახორციელონ საერთაშორისო გადახდები. თანხის გადარიცხვა, გადახდა და მიღება მსოფლიოს უმსხვილესი ელექტრონული საფულეებისა და მობილური სერვისებით იქნება შესაძლებელი.
ბიზნესის განვითარებისა და საბანკო ოპერაციების გამარტივებისათვის, თიბისისა და Visa-ს მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი და ინოვაციური პროექტი თუ ინიციატივა განხორციელდა.
”თიბისი, როგორც ლიდერი ფინანსური ინსტიტუტი, მუდმივად ეძებს ალტერნატიულ და ინოვაციურ მექანიზმებს, რათა გაამარტივოს და გააუმჯობესოს სამომხმარებლო გამოცდილება, რომელიც სრულ თანხვედრაშია თიბისის მისიასთან - გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება. საქართველოს ბაზარზე თიბისი პირველია, რომელიც ვიზასთან თანამშრომლობით, ამ ინოვაციურ პროდუქტს დანერგავს. გადახდების ეს ახალი სისტემა ბანკს მისცემს შესაძლებლობას, მომხმარებელს შესთავაზოს დივერსიფიცირებული საერთაშორისო გადახდების გზა.”- ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
„ძალიან მიხარია, რომ ჩამოვედი თბილისში, სტრატეგიული მიზნით - ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას თიბისი ბანკთან. ჩვენი პარნტიორობის ფარგლებში დავნერგავთ Visa-ს გამორჩეულ, ინოვაციურ გადაწყვეტას - Visa Direct to Account და მომხარებლებს შევთავაზებთ მოსახერხებელ და უსაფრთხო გადარიცხვების კიდევ ერთ გლობალურ ტექნოლოგიას. მჯერა, რომ Visa Direct to Account მრავალფეროვანს გახდის გადახდების ეკოსისტემას და თითოეულ ტრანზაქციას მიწოდების სიჩქარის მოქნილობით უზრუნველყოფს.“ - ივან პონომაროვი, ვიცე პრეზიდენტი, Visa Direct.
“Visa-მ, თიბისისთან პარტნიორობით, უკვე მრავალი ინოვაციური ტექნოლოგია დანერგა საქართველოში. მოხარული ვარ რომ ვაგრძელებთ ამ ტრადიციას და ახლა უკვე Visa Direct to Account პლატფორმას ვთავაზობთ ქართველ მომხმარებლებს. მჯერა, ეს სიახლე სამომავლოდ კიდევ უფრო გაამარტივებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ციფრულ გადახდებს სისწრაფის, უსაფრთხოებისა და მოქნილობის უზრუნველყოფით. ამ პარტნიორობით ჩვენ ციფრული ანგარიშსწორების განსაკუთრებულ გამოცდილებას ვთავაზობთ კლიენტებს და მათ ფინანსური ოპერაციების მარტივად გადაწყვეტაში ვეხმარებით”, - დიანა კიღურაძე, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიის რეგიონში.
ავტომანქანის რეტრო მოდელი, როგორც განვითარების საწყისი - სიმბოლოებით დატვირთული და საგანგებოდ შემუშავებული კონცეფციით შექმნილი სამკაული „თეგეტამ“ ქალ თანამშრომლებს მიუძღვნა. უნიკალუ...
„როგორც ჩვენს წინა განახლებაში აღვნიშნეთ, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები როგორც წინა თვესთან, აგრეთვე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. სანამ ლარზე მოქმედ შიდა ფაქტორ...
მომხმარებლის გამოცდილების მართვის კვლევითი და საკონსულტაციო სააგენტო CX Hub-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, 24 თებერვალს საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა Customer Experience (CX) Business Summ...
28 თებერვალს, საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA)-ს გამარჯვებულები გამოვლინდა. უკვე მეოთხედ, აღნიშნული ჯილდო მცირე და საშუალო კომპანიის კატეგორიაში (500-მდე დასაქმებული) თიბის...
18 მარტს, თბილისში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შ...
თიბისის გუნდმა, გაზაფხულის გამორჩეული შეთავაზებების ფარგლებში, მომხმარებლებს სპეციალური ქეშბექ აქცია განაწილებით ყიდვის შემთხვევაშიც მოუმზადა. მხოლოდ 8 მარტს, გალერია თბილისში, თიბისის პარტნიორ...
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები