1 5 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Globalize UK Conference ლონდონში გაიმართება

საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად სტარტაპების განვითარებისა და მათი მასშტაბირების ხელშეწყობას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, Globalize საერთაშორისო კონფერენციას ლონდონში 17-18 ნოემბერს გამართავს.

 

კონფერენციის მისია გაერთიანებული სამეფოს ბაზარზე რეგიონული ინვესტიციების, ექსპორტისა და სტარტაპ იდეების გაფართოებაა. Globalize UK Conference ყოველწლიური ღონისძიებაა სტარტაპებისთვის, ინოვატორებისთვის, ტექნიკური ექსპერტებისთვისა და ექსპორტიორებისთვის, რომლებიც საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას ტექნოლოგიის განვითარების, ექსპორტის შესაძლებლობებისა და ინოვაციების შესახებ აზიარებენ.

 

კონფერენციის მიზანია, ტექნოლოგიების მომავლის შესახებ სასაუბროდ ერთ სივრცეში გააერთიანოს ინოვატორები და ინდუსტრიის ექსპერტები. კონფერენციის ფარგლებში სამუშაო დღე და ქოუჩინგის სესიაც გაიმართება, რაც სტარტაპებს პრეზენტაციისთვის უკეთ მომზადებაში დაეხმარება. კონფერენცია სტარტაპებისთვის და ექსპორტიორებისთვის არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, საკუთარი თავის წარმოსაჩენად. ბიზნესის წარმომადგენლები შეძლებენ გლობალურ ინვესტორებს გააცნონ საკუთარი საქმიანობა და გააზიარონ გამოცდილება, საკუთარი იდეები და დაამყარონ მნიშვნელოვანი კონტაქტები.

 

კონფერენციაზე 30-მდე მომხსენებელი წარსდგება და გლობალურ ბაზარზე არსებულ ტენდენციებსა და შესაძლებლობებს განიხილავს.

 

 „Globalize მთელი მსოფლიოდან აერთიანებს მეწარმეებს, სტარტაპერებს, ინვესტორებსა და ექსპერტებს, რათა ახალბედა მეწარმეებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება და მისცენ სწორი რჩევები და რეკომენდაციები. ორი დღით გაერთიანებული სამეფოს გლობალური კონფერენცია დატვირთული იქნება ძირითადი მომხსენებლებით, პანელური დისკუსიებით, სემინარებითა და სპეციალური სესიებით. ეს არის საუკეთესო ადგილი, დამსწრეებმა გაიგონ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ მიიღონ წვდომა გლობალურ შესაძლებლობებზე, განავითარონ საკუთარი სამეწარმეო საქმიანობა“, - განაცხადა Globalize-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე კუკავამ.

 

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, სილიკონ ველისა და პარიზის შემდეგ მხარი დავუჭიროთ რიგით მესამე კონფერენციას, რომელიც ლონდონში გაიმართება. აღნიშნული ღონისძიება ქართველი სტარტაპებისთვის უზრუნველყოფს უნიკალურ პლატფორმას ახალი კონტაქტების დასამყარებლად, საუკეთესო პრაქტიკისა და ინოვაციური იდეების გასაზიარებლად. ღონისძიება ერთმანეთს დააკავშირებს ინვესტორებს, სტარტაპებს, გამოცდილ სპიკერებს, რათა განიხილონ ინვესტიციების მიმდინარე ტენდენციები, დღეს არსებული გამოწვევები და სწრაფად ცვალებადი ტექნოლოგიური ეკოსისტემები. ჩვენ  კი, პარტნიორებთან ერთად ვაგრძელებთ ქართული კომპანიების საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირების ხელშეწყობას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელმა, ლევან გომშიაშვილმა.

 

ინფორმაციისთვის, GLOBALIZE ბიზნეს-საკონსულტაციო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული სტარტაპებისა და ექსპორტიორების საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებას ინოვაციური, სანდო და შედეგზე ორიენტირებული სერვისების უზრუნველყოფით. კომპანია ქმნის საკონსულტაციო ჯგუფებს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი პროფესიონალებისგან, რომლებიც დაეხმარებიან ქართულ სტარტაპებსა და ექსპორტიორებს საერთაშორისო ბაზრებზე თუ პარტნიორებთან დაკავშირებაში. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის, Globalize-ს უკვე ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობითი გუნდი 12 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...