1 7 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტექნოლოგიური კონფერენცია DevOps Con Tbilisi 2022 მესამედ გაიმართება

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური ბანკი, საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, უკვე მესამედ,  ტექნოლოგიური კონფერენცია DevOps Con Tbilisi 2022, საქართველოს ბანკისა და DataArt Georgia-ს გენერალური სპონსორობით გაიმართება. ღონისძიება ორ დღიანი იქნება და ის 1-2 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება.

 

კონფერენციაზე მოწვეული იქნებიან მსოფლიო დონის DevOps პროფესიონალები, რომლებიც სემინარს გაუძღვებიან.

 

კონფერენციის ძირითადი თემებია: მიკროსერვისები, პროგრამული უზრუნველყოფის ავტომატური დანერგვის პროცესების გამართვა, მონიტორინგი და ანალიტიკა, ღრუბლოვანი და ლოკალური ინფრასტრუქტურის მართვა,  DevOps დიდი მონაცემების სისტემებისთვის,  QA Automation და სხვა აქტუალური ტექნოლოგიური საკითხები. 2022 წლის კონფერენციის ძირითადი მოტივაცია უკრაინელი ხალხის და IT სფეროს პროფესიონალების მხარდაჭერაა.

 

DevOps Con Tbilisi 2022-ზე დასწრება თავისუფალია. ამისათვის კი მხოლოდ სარეგისტრაციო ფორმის შევსებაა საჭირო:  https://devopscontbilisi.eu/#register

 

 „DevOps Con Tbilisi 2022 აერთიანებს პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრებს, არქიტექტორებს, ტესტერებს, სისტემურ და ქსელის ადმინისტრატორებს. ასევე, ინფრასტუქტურის მმართველებს, სისტემურ ინტეგრატორებს, კიბერ-უსაფრთხოების ოფიცრებს და ზოგადად, ტექნოლოგიური სამყაროს წარმომადგენლებს, რომლებიც პროგრამულ პროდუქტებს ქმნიან, ნერგავენ და უზრუნველყოფენ შესაბამისი ინფრასრუქტურის მდგრადობას. კონფერენცია არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, IT სფეროს სფეციალისტებმა ისაუბრონ და სტუმრებს გაუზიარონ საკუთარი პრაქტიკული თუ თეორიული გამოცდილება - DevOps, IaC  თუ SecOps მიმართულებით. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მსგავს საინტერესო ღონისძიებებს “, - განაცხადა საქართველოს ბანკის DevOps-ის განყოფილების ხელმძღვანელმა, ვაჟა ფირცხალაიშვილმა.

 

ინფორმაციისთვის, კონფერენცია ინგლისურ ენაზე ჩატარდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...