1 8 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ორი ლიდერი ტექ კომპანიის - თიბისისა და Glovo-ს პარტნიორობა ცხოვრების გამარტივებისთვის

Glovo-მ და თიბისიმ სამწლიანი ექსკლუზიური სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმეს. თანამშრომლობა ერთმანეთთან დააკავშირებს რეგიონის ორ უდიდეს მოთამაშეს - ერთი მხრივ, წამყვან ფინანსურ ინსტიტუციასა და უდიდეს ტექ.კომპანია თიბისის და მეორე მხრივ, რეგიონში მიწოდების სერვისის ბაზარზე წამყვან მოთამაშესა და ყველაზე სწრაფად მზარდ სტარტაპს,  Glovo-ს. რეგიონის ორი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის პარტნიორობა თავისი მასშტაბით უპრეცედენტოა იმ მხრივაც, რომ მათ მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით საქართველოსა და რეგიონში ციფრული ეკოსისტემების განვითარებაში.   

თიბისისა და Glovo-ს პარტნიორობის მიზანია ადამიანების ცხოვრების გამარტივება, რაც შესაძლებელი გახდება Glovo-ს აპლიკაციაში ექსკლუზიური შეთავაზებებითა და თიბისის მომხმარებლებისთვის მიწოდების საუკეთესო სერვისების უზრუნველყოფის გზით. თანამშრომლობა მოიცავს შემდეგ სფეროებს:

·         საბანკო მომსახურება Glovo App-ში: თიბისის ონლაინ გადახდის სისტემების ინტეგრაცია Glovo-ს აპლიკაციაში, ელექტრონული კომერცია, ციფრული ბარათები, საბანკო სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებები

·         რა სარგებელს მიიღებს მომხმარებელი: Cashback და Prime Membership-ის აქციები ექსკლუზიურად თიბისის მომხმარებლებისთვის

·         სოციალური პროექტები: ერთობლივი სოციალური აქტივობები

·         შეიქმნება ახალი ღირებულებები ტრენინგების, ფინანსური განათლებისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიების მეშვეობით

·         სტარტაპების, მცირე და საშუალო ბიზნესის/ვაჭრობის მხარდაჭერა

თიბისი და Glovo გაერთიანდნენ საერთო ღირებულებების ირგვლივ, რათა მიწვდნენ და საუკეთესო გამოცდილება შეუქმნან  მომხმარებელებს. ორი ტექ. კომპანია გაერთიანდა ერთი მიზნის ირგვლივ - გაამარტივონ ადამიანების ცხოვრება. ამ შეთანხმებით Glovo და თიბისი იღებენ ვალდებულებას, რომ მხარს დაუჭირენ მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებას და სოციალური და გარემოსდაცვითი ასპექტების მათ საქმიანობაში ინტეგრირებას, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის  ზრდას.  

„Glovo უკვე წლებია თიბისის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ეს წარმატებული თანამშრომლობა უფრო ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარნტიორობით გაგრძელდება. თიბისი მაქსიმალურ ინვესტირება მოახდენს ამ პარტნიორობაში, რაც გულისხმობს თიბისის მომხმარებლებისათვის ექსკლუზიურ შეთავაზებებს, მიწოდების სფეროში საუკეთესო  გამოცდილების შექმნას და მხარს დაუჭერს Glovo-ს, რათა კიდევ უფრო დახვეწოს და განავითაროს თავისი აპლიკაცია. როგორც წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია საქართველოში, თიბისი აქტიურად აგრძელებს ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტების საკუთარ ეკოსისტემაში ინტეგრირების პროცესს, რითიც ადამიანებს ცხოვრებას უმარტივებს. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს ერთობლივად შევუქმნათ ბრენდის საუკეთესო გამოცდილება საუკეთესო სერვისებზე, პროდუქტებზე, შეთავაზებებსა და აქციებზე წვდომის უზრუნველყოფით,“ - აცხადებს, თიბისის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე.

„Glovo, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მულტი კატეგორიული მიწოდების პლატფორმა, ამაყობს თიბისისთან თანამშრომლობით. ჩვენი მიზანია, რომ ყველას მივცეთ მარტივი წვდომა ნებისმიერ პროდუქტსა თუ სერვისზე. ჩვენი პლატფორმა საუკეთესო საშუალებაა  მომხმარებლებისა და ბიზნესის დასაკავშირებლად. გვჯერა, რომ თიბისისთან პარტნიორობა უდიდეს შესაძლებლობებს შექმნის, რომ ადამიანებს გავუმარტივოთ  ცხოვრება სიხარულითა და სიურპრიზებით სავსე განსაკუთრებული შეთავაზებებითა და ფასდაკლებებით,” - აცხადებს Glovo-ს რეგიონული სტრატეგიული დირექტორი, კარიმ ბოგუსპაევი.  

 

Glovo-ს შესახებ:

Glovo არის მოწინავე მულტი კატეგორიული მიწოდების პლატფორმა, რომელიც  მომხმარებლებს ბიზნესთან და კურიერებთან აკავშირებს და სთავაზობს მომხმარებლებს მიწოდების სერვისს ადგილობრივი რესტორნებიდან, სუპერმარკეტებიდან და მაღალი ქუჩის საცალო მაღაზიებიდან. Glovo დაარსდა 2014 წელს ბარსელონაში და მუშაობს ევროპის, ცენტრალური აზიისა და აფრიკის 25 ქვეყანაში. Glovo-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ https://about.glovoapp.com/en/

 

თიბისის შესახებ:

თიბისი არის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში და საქართველოში უმსხვილესი დამსაქმებელი. თიბისის მისიაა ადამიანების ცხოვრების გამარტივება. თიბისი ჯგუფი 2014 წლიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზეა რეგისტრირებული და საკუთარ ეკოსისტემაში აერთიანებს რამდენიმე ტექნოლოგიურ კომპანიას, მათ შორის ნეობანკს Space, TBC Uzbekistan, Tnet და სხვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...