0 1 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი მომხმარებელს ევექსი კლინიკების ქსელში 0%-იან განვადებას სთავაზობს

27 მაისი, 2021- საქართველოს ბანკი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებას განაგრძობს. უკვე დღეიდან, ევექსის კლინიკებში საქართველოს ბანკის 0%-იანი განვადებით სარგებლობა მომხმარებელს დამატებითი საკომისიოს გარეშე შეუძლია.

 

პროდუქტით სარგებლობისას შესაძლებელია სამედიცინო სერვისებზე დანახარჯი დროში გადანაწილდეს და მომხმარებელმა სასურველი სამედიცინი მომსახურებით მარტივად ისარგებლოს.

 

მომხმარებელი სასურველ მომსახურებაზე განვადების დამტკიცებას ევექსისკლინიკებში, 15 წუთში შეძლებს. განვადება გავრცელდება 200 ლარის ზემოთ ღირებულების ნებისმიერ ამბულატორიულ სერვისზე. მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, თანხა 6 თვიდან 1 წლამდე პერიოდზე გადაანაწილოს. განვადება ვრცელდება ევექსი კლინიკების ქსელში სპეციალისტების კონსულტაციაზე, ლაბორატორიულ გამოკვლევებზე, ექოსკოპიურ და რენტგენოლოგიურ გამოკვლევებზე, კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე და 800-მდესხვა დასახელების ამბულატორიულ სამედიცინო სერვისზე.

 

განვადებაზე განაცხადის შევსებას  შეძლებს როგორც საქართველოს ბანკის მომხმარებელი, ასევე ამ პროდუქტით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანი.

 

განვადებასთან ერთად ევექსი კლინიკები პროექტის - HEALTHY CLUB-ის ფარგლებში საქართველოს ბანკის ლოიალურობის პროგრამა PLUS- ში ჩართულ მომხმარებლებს  და SOLO-ებს განსაკუთრებულ პირობებს  სთავაზობს.  შეთავაზება  უნიკალურია და ჯანსაღი ცხოვრების წესთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პროდუქტებზე 50%-მდე ფასდაკლებებს გულისხმობს. HEALTHY CLUB შეიქმნა განსაკუთრებული შინაარსით. ის  აერთიანებს იმ მიმართულებებზე ფასდაკლებებს, რომლებიც ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჯანმრთელობას უკავშირდება.

 

HEALTHY CLUB გულისხმობს 50%-მდე ფასდაკლებას სრულიად ულიმიტოდ და შეუზღუდავად 800-მდე დასახელების ამბულატორიულ და ლაბორატორიულ   სერვისზე, ექოსკოპიასა და კონსულტაციაზე; სპეციალური ჯანმრთელობის სრული შემოწმების Check-up პროდუქტებზე, რომლებიც პროექტის ფარგლებში სამედიცინო გუნდის მიერ შეიქმნა;  მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებზე; სტომატოლოგიური სერვისების სრულ სპექტრზე, მათ შორის, ესთეტიკის სერვისებზე.

 

HEALTHY CLUB ასევე გულისხმობს ფასდაკლებებს ჯანსაღი ცხოვრების მხარდამჭერ პარტნიორ დაწესებულებებში, როგორიცაა: ვარჯიშის, სილამაზის, ესთეტიკის, ფსიქოლოგიის, დასვენებისა და სხვა სერვისები.

 

HEALTHY CLUB-ის ფასდაკლებების პირობები ვრცელდება როგორც დაზღვეულ, ისე დაუზღვეველ პირებზე ულიმიტოდ, დაზღვევით დაუფარავ ან დაუფინანსებელ სერვისებზე. ფასდაკლების  მიღება შესაძლებელია ექიმთან წინასწარი ვიზიტის და მიმართვის ფორმების წარდგენის გარეშე. მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, კონკრეტული სამედიცინო სერვისის ყიდვის დროს ფასდაკლება ავტომატურად გაიაქტიუროს.

 

დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:https://bit.ly/3oVy95l

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:39

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება...

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...

  • 09:16

    ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...

      თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი -  თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...

  • 15:33

    თიბისიმ საქართველოსთვის გაზიარებული სურვილები მთელ...

    ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...