0 9 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

“სოკარ ენერჯი ჯორჯია“ სოციალურად დაუცველ ოჯახებს საკვებ პროდუქტებს გადასცემს

COVID -19 ის რეჟიმში, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმედ აისახა სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და იმ ადამიანებზე, ვინც ყოველდღიურ შემოსავალზე იყო დამოკიდებული. კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიამ“ მიიღო გადაწყვეტილება, ძირითადი საკვები პროდუქტებით დაეხმაროს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის სოფლების სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს და მარტოხელა მოხუცებს.

„სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის ბატონი მაჰირ მამმედოვის ინიციატივითა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ჩართულობით დახმარების აქცია 5 რეგიონსა და 10 მუნიციპალიტეტს მოიცავს. კონფლიქტისაგან დაზარალებული 2174 ოჯახი მიიღებს დახმარებას. დახმარებას ასევე მიიღებენ 800-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახი კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში.

დახმარების პაკეტების დარიგება 25 დეკემბერს დაიწყო სამეგრელოს, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთისადა რაჭის კონფლიქტით დაზარალებულ 116 სოფელში. პირველი აქტივობა ზუგდიდში, მუნიციპალიტეტის შენობასთან,  14:00 საათზე შედგა, სადაც საკვები პროდუქტებით დაკომპლექტებული ყუთების  გადაცემას „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორი ლევან გიორგაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია დაესწრნენ; ასევე  14:00 საათზე  გორში, მუნიციპალიტეტის შენობასთან დახმარების პაკეტების დარიგება „სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორის, აზერ მამადოვის და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის სიმონ გულედანის მონაწილეობით შედგა.  ამავე დღეს დარიგდა იმერეთის, რაჭისა და მცხეთა-მთიანეთის ბენეფიციარების საჩუქრებიც.

საკვები პროდუქტებით სავსე ყუთები, საქართველოს მასშტაბით ჯამში სულ  3000 ოჯახ გადაეცემა. დასარიგებელი სურსათის ღირებულება 279,570 ლარს შეადგენს.  ბენეფიციარების სია ყველა რეგიონში ადგილობრივ მთავრობასთან არის შეთანხმებული.

ეს არ არის პირველი ნაბიჯი, რომელიც „სოკარ ენერჯი ჯორჯიამ“ მოსახლეობის მხარდასაჭერად გადადგა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე, კომპანიამ StopCovფონდში 200 000 ლარი გადარიცხა.  მარტში კი, Covid-19 -ის პირველი ტალღის პერიოდში, „სოკარ ენერჯი ჯორჯიამ“ მთელი საქართველოს მასშტაბით 2000 ოჯახს 200 000 ლარის ღირებულების პროდუქტი გადასცა.

გარდა ამისა, „სოკარ ენერჯი ჯორჯია“ ზრუნავს კომპანიაში დასაქმებულ თანამშრომლებზეც. პანდემიის გამო, არც ერთი მათგანი სამსახურიდან განთავისუფლებული არ ყოფილა, მათი დიდი ნაწილი გადასულია დისტანციურ მუშაობაზე, კომპანიის ობიექტებზე კი დაცულია საქართველოს მთავრობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებული უსაფრთხოების ყველა ნორმა.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:39

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება...

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...

  • 09:16

    ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...

      თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი -  თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...

  • 15:33

    თიბისიმ საქართველოსთვის გაზიარებული სურვილები მთელ...

    ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...