1 4 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გორში ვაშლის ბაღები გაშენდა

14 ოქტომბერი, 2020- საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით ბანკმა 250,000 ლარის ოდენობის ინვესტიციის მობილიზება შეძლო, რაც გორის სოფელ შაშვებში, ვაშლის ბაღების გაშენებასა და წვეთოვანი სარწყავი სისტემის მონტაჟს მოხმარდა. ვაშლის ბაღები 5,8 ჰა ტერიტორიაზე გაშენდა. 11 200 ცალი იტალიური ვაშლის ნერგიდან მოსავალს მეწარმე მომავალი წლიდან ელოდება. ვაშლის ბაღის მოვლის საქმიანობაში სეზონურად 15 ადამიანია ჩართული. წარმოებული პროდუქციის გაყიდვას მეწარმე ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს. 

 „მოხარული ვართ, რომ ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გორში ვაშლის ბაღები გაშენდა. პროექტი საკმაოდ მაღალბიუჯეტიანია, მისი ჯამური მოცულობა  284 000 ლარია. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მცირე მეწარმეების გაძლიერებას და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ადგილობრივი წარმოების განვითარებაში. ვფიქრობთ, ასეთი პროექტები დადებითად იმოქმედებს ბიზნესებისა და  რეგიონის ეკონომიკის განვითარებაზე. ჩვენ არ ვჩერდებით და ვცდილობთ კიდევ უფრო მეტ ადგილობრივ ბიზნესს დავუჭიროთ მხარი, რადგან გვჯერა, რომ ძლიერი ადგილობრივი ბიზნესი  ქმნის ძლიერ ეკონომიკას“,- განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს  ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...