2 2 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისიმ ბიზნესის მხადასაჭერად ბიზნეს აპი შექმნა

თიბისი აქ და ახლა ბიზნესს სპეცილურად მათთვის შექმნილ მობაილბანკის აპლიკაციას სთავაზობს. თიბისიმ ბიზნეს აპი ბიზნესის მხარდასაჭერად, მათი მოთხოვნებისა და საჭიროებების გათვალისწინებით შექმნა. ბიზნესს ახლა უკვე შეუძლია ისარგებლოს აპით, რაც მათ მნიშვნელოვნად გაუმარტივებს საქმიანობას, ფინანსურ ოპერაციებსა თუ კომპანიის მართვას.

„ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით ბიზნესებს, ვსწავლობდით თუ რა სჭირდებოდათ საქმიანობის გასამარტივებლად, რა ოპერაციებს ასრულებდნენ ყველაზე ხშირად და სად იყო გამარტივების შესაძლებლობა. ამას გარდა, მუდმივად ვიღებდით მათგან უკუკავშირს, რომ გაგვეგო როგორი მობაილბანკი სურდათ. დღეიდან უკვე მათ შეუძლიათ სპეციალურად მათთვის შექმნილი, დამოუკიდებელი ბიზნეს აპით ისარგებლონ,“ - ამბობს ლევან უგრეხელიძე, თიბისის ბიზნეს მობაილბანკის გუნდის კაპიტანი.

ახალი აპი ბიზნესს სამ მთავარ სიახლეს სთავაზობს. პირველი ფუნქცია, რომელიც მნიშვნელოვნად გაამარტვივებს გადარიცხვების ტრადიციულ პროცესს არის ერთზე მეტი დავალების დადასტურება ერთი დიჯიპასის კოდით. თუ აქამდე საჭირო იყო ყველა დავალებისთვის ცალკე დიჯიპასის კოდი, ახლა უკვე შესაძლებელია დავალებების გაერთიანება/მონიშვნა და მათ დასადასტურებლად ერთი კოდი საკმარისი იქნება. ამ ფუნქციით შესაძლებელია კომპანიაში თანამშრომელთა ხელფასების გადარიცხვის დადასტურებაც.

მეორე ფუნქცია არის IBAN სკანერი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მარტივად ანგარიშის ნომრის დასკანერება ფურცლიდან ან ეკრანიდან. IBAN სკანერი ანგარიშის  ნომრის აკრეფასთან დაკავშირებულ რისკებს საგრძნობლად შეამცირებს.  

მესამე ფუნქცია არის ბიზნესანგარიშების გადართვა აპიდან გაუსვლელად. როდესაც ერთზე მეტი ანგარიშის მფლობელი ხართ, განსაკუთრებით მოსახერხებელია, დარჩეთ აპლიკაციაში და ისე განახორციელოთ ოპერაციები სხვა ანგარიშებზე ან უბრალოდ შეამოწმოთ ისინი.

„თიბისი ყოველთვის სთავაზობს ბიზნესს ისეთ პროდუქტებს, რაც მათ საქმიანობას უმარტივებთ. ეს პლატფორმაც ბიზნესის მხარდასაჭერად შევქმენით, რომ უკეთ მოვუსმინოთ მათ, მუდმივად ვიყოთ მათთან კომუნიკაციაში და გავიგოთ რა სჭირდებათ და რა არა. ამასთან ერთად, ბიზნეს აპი არის ინსტრუმენტი მენეჯერებისთვის ყოველთვის საქმის კურსში იყვნენ  რა ხდება მათ კომპანიაში. თიბისის გუნდი მუშაობს იმისთვის, რომ ბიზნესს საუკეთესო გამოცდილება შეუქმნას,“ - ამბობს ნიკა ქურდიანი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

ბიზნეს აპი მუდმივად განახლდება და მას ახალი ფუნქციონალები დაემატება, იმისდა მიხედვით თუ რა საჭიროებებები გამოიკვეთება. ბიზნეს აპით სარგებლობა უკვე შესაძლებელია, იგი ხელმისაწვდომია როგორც Android ისე iOS მომხმარებლებისთვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:40

    თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ქო...

    თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს.   ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება ...

  • 18:43

    გაიგე რა შეთავაზებები მოგიმზადათ თიბისი კონცეპტმა ...

    თიბისი კონცეპტმა ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათ სურვილებზე მორგებული და მრავალფეროვანი შეთავაზებები მოუმზადა. მხოლოდ 14 თებერვალს, თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათით ICI PARIS-სა და Voule...

  • 18:38

    საბურავები, ზეთები, აკუმულატორები და ავტონაწილები ...

    დაბალი ტემპერატურა ავტომობილის დეტალებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, შესაბამისად, მათი დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის გადამწყვეტია. კრიტიკულ...

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...