2 1 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ჯუსოს მეღვინეობამ“ თიბისის მხარდაჭერით სოფელ შილდაში ვენახები გააშენა

ლაშა ხვედელიძე საოჯახო მარანს  პაპის ტრადიციების დაცვით და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად უძღვება. „ჯუსოს მეღვინეობა“ არტიზანულ, ნატურალურ  ქვევრის ღვინოს აწარმოებს ქართული ტრადიული წესით და მომხმარებელს რამდენიმე სახის  ღვინოს სთავაზობს, მათ შორის არის რქაწითელი, მწვანე, საფერავი და ცოლიკოური.

3 წელიწადში „ჯუსოს მეღვინეობის“ ასორტიმენტი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება და ჩამონათვალს წითელი ბუდეშურისგან და ქისისგან დამზადებული  ქვევრის ნატურალური ღვინო დაემატება. სწორედ ყურძნის აღნიშნული ჯიშები გააშენა „ჯუსოს მეღვინეობამ“ ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში თიბისის შეღავათიანი აგროსესხის ფარგლებში. სოფელ შილდაში  ვენახები 4.5 ჰა ფართობზე გაშენდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანი ქვევრის ღვინის წარმოება.  ჩვენს მცირე მარანში წლიურად 10-13 ტონამდე ყურძენი იწურება და ქვევრში ღვინის დაყენების მთლიანი პროცესი, დაწურვიდან ბოთლში ჩამოსხმამდე, ჩემი, ჩემი ძმის და ჩვენი მთავარი მეღვინის გიორგი ბარისაშვილის მნიშვნელოვანი ჩართულობით წარიმართება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნატურალური ქვევრის ღვინის დაყენება და რაც მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა. მსურს გამოვარჩიო “ჯუსოს მეღვინეობის” კოსტაფეს (რქაწითელი-ქისი-მწვანე-ბუერა) ჩამოსხმა, რომელიც   ჩვენი პაპის ჯუსო მეზვრიშვილის  60 წლის წინ გაშენებული ვენახებიდან მოდის,“   - ამბობს „ჯუსოს მეღვინეობის“ დამფუძნებელი და დირექტორი ლაშა ხვედელიძე.

გარდა კომპანიის სახელისა, ჯუსო პაპისგან ბევრი ისტორიაც დარჩათ, რომლითაც ოჯახი ამაყობს. მაგალითად, ის რომ ჯუსო მეზვრიშვილი საგარეჯოს რაიონში სახელგანთქმული მეღვინე იყო და მას საბჭოთა კავშირში ცნობილი ქართული ღვინის „მშობლიური 8 ნომერის“ დამზადების ისტორია უკავშირდება.

ჯუსოს მარანი მოიცავს  18 ქვევრს (ჯამში 17 ტონის) და სადეგუსტაციო სივრცეს სტუმრებისათვის. 

ყოველწლიურად 7-დან 10 ათასმდე ბოთლ ღვინოს ასხამენ, რომელიც წარმატებით გადის ექსპორტზე აშშ-ში, გერმანიასა და იაპონიაში. ახალგაშენებული ვენახებიდან ყურძნის მოსავლის მიღების შემდეგ „ჯუსოს ღვინის“ წარმადობა და შესაბამისად, საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალიც გაიზრდება.

მანამდე კი, ვისაც ჯერ არ გაგისინჯავთ, „ჯუსოს ღვინოების“ შეძენა სხვადასხვა ღვინის მაღაზიებსა და ღვინის ბარებშია შესაძლებელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:40

    თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ქო...

    თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს.   ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება ...

  • 18:43

    გაიგე რა შეთავაზებები მოგიმზადათ თიბისი კონცეპტმა ...

    თიბისი კონცეპტმა ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათ სურვილებზე მორგებული და მრავალფეროვანი შეთავაზებები მოუმზადა. მხოლოდ 14 თებერვალს, თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათით ICI PARIS-სა და Voule...

  • 18:38

    საბურავები, ზეთები, აკუმულატორები და ავტონაწილები ...

    დაბალი ტემპერატურა ავტომობილის დეტალებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, შესაბამისად, მათი დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის გადამწყვეტია. კრიტიკულ...

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...