0 5 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ნატახტარის“ მწარმოებელი კომპანია „ეფეს საქართველო“ ბარმენთა ასოციაციას ეხმარება

კომპანია უმუშევრად დარჩენილ ბარმენებს უჭერს მხარს

„ეფეს საქართველო“, COVID-19-ის პანდემიის მძიმე ეკონომიკური შედეგების წინააღმდეგ ბრძოლის და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, უმუშევრად დარჩენილ ბარმენებს დაეხმარება. კომპანია მხარს უჭერს პარტნიორ ორგანიზაცია „საქართველოს ბარმენთა ასოციაციას“ და მასთან თანამშრომლობით, ფინანსურად დაეხმარება ბარმენებს. ბარმენთა ასოციაციის უმუშევრად დარჩენილი 500-მდე წევრი მიიღებს სასურსათო ვაუჩერს, რისთვისაც მათ უნდა შეავსონ სპეციალური ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა და მიიღონ საჩუქარი.

ამ ეტაპზე, მთლიანობაში, „ნატახტარის“ მწარმოებელი კომპანია „ეფეს საქართველო“, საკუთარი CSR-პროგრამის ფარგლებში, ახალი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებისთვის, 150 ათასი ლარზე მეტს დახარჯავს.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „ეფეს საქართველო“ STOPCOV ფონდს ფულადი სახსრებითაც დაეხმარა და ფონდში 50 ათასი ლარი გადარიცხა, ორი თვის მარაგი  სადეზინფექციო ხსნარი მიაწოდა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს. გარდა ამისა, „ფონდი ნატახტარის“ ბენეფიციარებს (მზრუნველობამოკლებულ ახალგაზრდებს) ინდივიდუალური მოთხოვნილებების შესაბამისად უდგას გვერდში და უზრუნველყოფს: ფსიქოლოგის ონლაინ კონსულტაციებს, ბინის ქირის გადასახადს, აუცილებელ მედიკამენტებს,  დისტანციურად განათლების მისაღებად აუცილებელ რესურსებს. ასევე, დამატებით ფულად დახმარებას უწევს ფონდის იმ ბენეფიციარებს, ვინც სამსახური დაკარგა. გარდა ამისა,  ბენეფიციარებს მუდმივად აწვდის სანდო ინფორმაციას ვირუსის პრევენციული ზომების შესახებ.

 „ეფეს საქართველომ“ ასევე განსაზღვრა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები და გადაწყვიტა მათი გახალისება, რისთვისაც  სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფონდების მეშვეობით, მათ ნატახტარის ლიმონათი გაუგზავნა. კომპანიის  აქციის ფარგლებში, 70+ ასაკის ადამიანებმა, სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა, “ცხელი ხაზი 144“-ის ცენტრის თანამშრომლებმა, კარანტინში მყოფმა ადამიანებმა და ჩვენმა საამაყო ექიმებმა საჩუქრად მიიღეს მათი საყვარელი ლიმონათი.  

 

შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ბარმენთა ასოციაციას შემდეგ  ნომერზე: 593244634

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...

  • 12:37

    თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და ...

    თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...

  • 14:32

    Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...

    ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 09:47

    მიზანი 100%-ით შესრულდა - ბორჯღალოსნები მსოფლიო თა...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ესპანეთთან გამარჯვებით დაასრულა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალისა და ფინალის მასპინძლობის უფლებაც მოიპ...

  • 15:28

    თიბისის მხარდაჭერით, Svaneti Freeride Week Junior ...

    13 თებერვალს, Svaneti Freeride Week Junior-ის ერთვარსკვლავიანი ტურნირით, სვანეთის ფრირაიდ კვირეული ოფიციალურად დაიწყო. ზედიზედ მეორე წელია, თიბისი ახალგაზრდა ქართველი ფრირაიდერების აქტიური მხარდამჭერ...