1 8 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი Global Finance-მა ვაჭრობის დაფინანსებისთვის საუკეთესო ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა მსოფლიოს მასშტაბით გამოავლინა საუკეთესო კორპორატიული/ინსტიტუციონალური ციფრული ბანკები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. მათ შორისაა საქართველოს ბანკიც, რომელიც საერთაშორისო გამოცემამ ვაჭრობის დაფინანსებისთვის საუკეთესო ბანკად დაასახელა.  

 

“სწრაფად მზარდ ციფრულ ბიზნეს გარემოში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ციფრული ტექნოლოგიები, ვინაიდან სწორედ ეს განაპირობებს დღეს ბიზნესის სამომავლო წარმატებას. „Global Finance“-ის მხრიდან მსგავსი აღიარება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ციფრული ტრანსფორმაციისაკენ სწორი გეზი გვაქვს აღებული. ეს ჯილდო ეკუთვნის ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობას იღებდა ვაჭრობის დაფინანსებისთვის საუკეთესო სერვისებისა და პროდუქტების შექმნასა და  მიწოდებაში. რა თქმა უნდა, ჩვენ აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ როგორც უკვე არსებული პროდუქტებისა და სერვისების დახვეწას, ასევე ინოვაციების დანერგვას, რათა მეტი შესაძლებლობები შევუქმნათ ჩვენს ბიზნეს მომხმარებელს“,- განაცხადა სულხან გვალიამ, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ.

 

მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამარჯვებული ბანკები Global Finance-მა შეარჩია ისეთი კრიტერიუმების მიხედვით როგორიცაა: მომხმარებელთა მოზიდვისა და ციფრული გამოცდილების სტრატეგიის სიძლიერე, მიმზიდველი ციფრული შეთავაზებები, ციფრული მომხმარებლების ზრდა, პროდუქტის შეთავაზებების ფართო არჩევანი, ციფრული ინიციატივებიდან მიღებული ხელშესახები შედეგები მომხმარებლისთვის, ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციების  მოხერხებული ფუნქციონალი და  დიზაინი.

 

ინფორმაციისთვის, გამარჯვებული ბანკები საერთაშორისო გამოცემა აფრიკიდან, აზიის, წყნარი ოკეანის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან შეარჩია.  საუკეთესო ბანკები კი ტექნოლოგიებისა და აუთსორსინგის მსოფლიო ლიდერის, Infosys-ის მსოფლიო დონის ჟიურის წევრებისა და  Global Finance-ის რედაქტორების შერჩევის შედეგად დასახელდნენ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...