0 9 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ლიკა სულაბერიძის გზა „თეგეტა მოტორსის“ ფილიალის დირექტორობამდე

ავტოინდუსტრიაში მოხვედრამდე ლიკა სულაბერიძემ ტურიზმის სფეროში აკადემიური ხარისხი მიიღო. საქართველოს სხვადასხვა წამყვან სასტუმროში სტაჟირებაც წარმატებით გაიარა. თუმცა შემთხვევით ნანახმა შეთავაზებამ, კარიერა ავტოსფეროში დაეწყო, მისი პროფესიული განვითარება რადიკალურად შეცვალა. გვიყვება, რომ ეს სფერო ყოველთვის მოსწონდა და შანსს ხელიდან ვერ გაუშვებდა. ბევრი აღარ უფიქრია, „თეგეტაში“ რეზიუმე გაგზავნა. მზად იყო ახალი საქმის დასაწყებად.

„ვაკანსია ზუსტად აღწერდა იმას, რაც მინდოდა. სრულიად დამავიწყა ჩემი ტურიზმი და ბედი ვცადე. თავიდანვე გამაფრთხილეს, რომ ჯერ აკადემია უნდა გამევლო, რაც მარტივი არ იქნებოდა, ბევრი შრომა  და ზღვა მასალის სწავლა მომიწევდა. თუმცა იმდენად დიდი იყო სურვილი, ისე მაინტერესებდა მანქანის ყველა დეტალი,  ზუსტად ვიცოდი, რომ შევძლებდი“, - ლიკა სულაბერიძე, ფილიალის დირექტორი. 

„თეგეტა აკადემიაში“ სწავლისას მანქანის ნაწილების სახელებს დიდი მონდომებით იზეპირებდა. ტრენერის საუბარს იწერდა და სახლში დაუსრულებლად უსმენდა. თვენახევრიანი სწავლისა და გათენებული ღამეების შემდეგ ხუთი გამოცდა წარმატებით ჩააბარა და სტაჟირება დაიწყო. სირთულეებითა და დაბრკოლებებით სავსე გზამ კი „თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალამდე მიიყვანა, სადაც გაყიდვების კონსულტანტმა თავი მალევე დაიმკვიდრა.

„თუეს საქმე არ გიყვარს, მართლა ვერ შეძლებ. თავის დანებებაც მიფიქრია, თან თავიდან მომხმარებლის დამოკიდებულებაც არასერიოზული იყო. გოგოს რომ ხედავდნენ, არ მენდობოდნენ, ფიქრობდნენ, ქალმა რა უნდა გვირჩიოსო, თუმცა ძალიან სასიამოვნო იყო, როცა ხვდებოდნენ, რომ შეცდნენ. გაოცებულები რჩებოდნენ, სიღრმისეულად რომ ვუხსნიდი ყველა დეტალს. ვცდილობდი, ჟარგონები არ გამომეყენებინა და მანქანის ნაწილებს ქართული დასახელებით ვიხსენიებდი. თან ეს უფრო მომწონდა, წარმოიდგინეთ, სად „პაჩებნიკს“ რომ იტყვი და სად საკისარს. ბევრჯერ დავამტკიცე, რომ მე ეს შემიძლია და ძალიან მინდა, მაგალითი ვიყო სხვა ქალებისთვისაც“.

საქმის სიყვარულმა, საკუთარი თავის რწმენამ და შრომისმოყვარეობამ მალე ახალ შესაძლებლობამდე და საპასუხისმგებლო პოზიციამდე მიიყვანა.  საფეხურები ეტაპობრივად და ჩვეული მონდომებით გაიარა: კონსულტანტობის მერე - გაყიდვების ჯგუფის უფროსი, შემდეგ კი ფილიალის დირექტორი გახდა.

„ჩემი განვლილი გზა, სირთულეების მიუხედავად, სიამოვნება იყო. დირექტორობა კი დიდი გამოწვევაა. „თეგეტა მოტორსის“ ბელიაშვილის ფილიალი სერვისსა და შოურუმს მოიცავს და ჩემთვის ასეთი მნიშვნელოვანი ფილიალის მართვა დიდი პასუხისმგებლობაა. საქმე, რა თქმა უნდა, ბევრია, თუმცა, როდესაც ამხელა საქმეს განდობენ, ძალიან მნიშვნელოვანია. არ მაქვს ამ იმედების გაცრუების უფლება“.

ლიკას პასუხისმგებლობა უფლება-მოვალეობებთან ერთად გაიზარდა. მართვის გამოცდილება ფილიალის დირექტორობამდეც ჰქონდა, მაგრამ ახლა მისი ყოველდღიური საქმიანობა გაფართოვდა - წესრიგი უნდა იყოს გაყიდვებშიც და სერვისცენტრშიც, მარაგები შევსებული და მომსახურება სრულყოფილი. დღეს მის დაქვემდებარებაში ათი თანამშრომელია.  კითხვაზე: როგორ იწყება მისი სამუშაო დღე, ერთი პასუხი აქვს, ეს არის ზრუნვა კოლეგებზე და ზრუნვა მომხმარებელზე.

გვიყვება, რომ თავდაპირველი მღელვარება წარსულში დატოვა, გამოწვევები მოტივაციად აქცია და შიში საქმისადმი ერთგულებით ჩაანაცვლა. მომავალსაც ამ მიდგომით გეგმავს და ძალების მოსინჯვას უფრო დიდი ფილიალის მართვაში აპირებს - რა თქმა უნდა, ავტოსფეროში და, რა თქმა უნდა, „თეგეტა მოტორსში“.

 

--------

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 09:47

    მიზანი 100%-ით შესრულდა - ბორჯღალოსნები მსოფლიო თა...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ესპანეთთან გამარჯვებით დაასრულა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალისა და ფინალის მასპინძლობის უფლებაც მოიპ...

  • 15:28

    თიბისის მხარდაჭერით, Svaneti Freeride Week Junior ...

    13 თებერვალს, Svaneti Freeride Week Junior-ის ერთვარსკვლავიანი ტურნირით, სვანეთის ფრირაიდ კვირეული ოფიციალურად დაიწყო. ზედიზედ მეორე წელია, თიბისი ახალგაზრდა ქართველი ფრირაიდერების აქტიური მხარდამჭერ...

  • 15:25

    ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის წევრმა 8 ...

    ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის წევრმა 8 კომპანიამ, თიბისის მხარდაჭერით, ინდოეთის ქალაქ მუმბაიში, საერთაშორისო გამოფენაში - MEWA INDIA 2025 მიიღო მონაწილეობა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდეს...

  • 10:40

    თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ქო...

    თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს.   ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება ...

  • 18:43

    გაიგე რა შეთავაზებები მოგიმზადათ თიბისი კონცეპტმა ...

    თიბისი კონცეპტმა ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათ სურვილებზე მორგებული და მრავალფეროვანი შეთავაზებები მოუმზადა. მხოლოდ 14 თებერვალს, თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათით ICI PARIS-სა და Voule...

  • 18:38

    საბურავები, ზეთები, აკუმულატორები და ავტონაწილები ...

    დაბალი ტემპერატურა ავტომობილის დეტალებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, შესაბამისად, მათი დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის გადამწყვეტია. კრიტიკულ...

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...