1 3 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

დეკემბრის აქციები „თეგეტა მოტორსში“

ავტომობილის მოვლა დიდწილად კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული, რადგან  ტემპერატურის ცვლილება, პირდაპირ აისახება მანქანის გადაადგილებაზე. საბურავი, აკუმულატორი და ანტიფრიზი - ეს ის სამი ძირითადი დეტალია, რომელთა მოქმედებაც რადიკალურად განსხვავდება წელიწადის დროების მიხედვით. როგორც საბურავების სეზონური ცვლილებებია აუცილებელი, ასევეა აკუმულატორის დიაგნოსტიკაც.
+7 გრადუსზე დაბალი ტემპერატურის დროს, ზაფხულის საბურავი კარგავს თავის ეფექტურობას, რამაც შეიძლება ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ აუცილებელია ის ზამთრის საბურავებით შევცვალოთ.


აკუმულატორი ყველაზე პრობლემური წელიწადის ამ დროს ხდება. მისი გაუმართაობა მანქანისათვის ენერგიის მიწოდებაში აისახება, რაც ყველაზე კარგად სუსხიან დილას, დაქოქვის მომენტში იჩენს ხოლმე თავს.


რაც შეეხება ანტიფრიზს, ის პირდაპირ არის პასუხისმგებელი ძრავის შენახვაზე მინუს ტემპერატურის დროს.

„თეგეტა მოტორსში“ სამივე პროდუქტზე საკმაოდ დიდი არჩევანია.
ზამთრის საბურავების ფასი 90 ლარიდან, აკუმულატორის 79 ლარიდან, ხოლო ანტიფრიზის მინიმალური ფასი კი 10 ლარიდან იწყება.

„თეგეტას“ დეკემბრის შეთავაზებებში, ასევე შემდეგ ფასდაკლებებს შეხვდებით:

პრემიუმ ბრენდების Bridgestone, Michelin, Pirelli, Continental ზამთრის საბურავებზე, 20 დეკემბრის ჩათვლით, ფასდაკლება იმის მიხედვითაა, რა ზომის დისკი აქვს ავტომობილს - 16-დუიმიან დისკებზე ფასდაკლება 16-პროცენტიანია, 17-დუიმიანზე - 17% და ა.შ.

1-დან 15 დეკემბრის ჩათვლით, 20%-იანი ფასდაკლება Exide, Bex და Macpower-ის აკუმულატორების სრულ ასორტიმენტზე მოქმედებს.

20-%-იანი ფასდაკლებაა ანტიფრიზების სრულ ასორტიმენტზე. უნდა გვახსოვდეს, რომ ანტიფრიზის ზუსტი რაოდენობით ჩასხმა აუცილებელია, რადგან არ მოხდეს მთლიანი სისტემის გაყინვა, რამაც შეიძლება ძრავიც კი დააზიანოს.

20%-იანი ფასდაკლება Mobil, fuchs და champion-ის ბრენდის ზეთების, სრულ ასორტიმენტზე.

20%-იანი ფასდაკლება  Filtron-ის ბრენდის ფილტრების სრულ ასორტიმენტზე.

30%-იანი ფასდაკლება  Hi & Q და Ctr ბრენდების ხუნდებზე.

20%-იანი  ფასდაკლება  Lavr -ის ბრენდის სრულ ასორტიმენტზე - სითხეები, რომლებიც დაგვეხმარებიან ჩვენი ავტომობილის ექსტერიერისა და ინტერიერის მოვლაში.

ავტომობილის მოვლის სხვადასხვა საშუალების თეგეტა შოპზე ყიდვა, დამატებით 20+5%-იანი ფასდაკლებით არის შესაძლებელი.                          

„თეგეტა მოტორში“ მოქმედებს უსასრულო გარანტია საბურავებზე, აკუმულატორზე და ხუნდებზე.

უსასრულო გარანტია მოქმედებს Bridgestone-ის, Michelin-ის, Pirelli-ს, Continetal-ისა და Riken-ის საბურავებზე; ასევე Varta, Fiamm-ის, Optima-ს და BEX-ის აკუმულატორებზე; პლუს ATE-ს, FERODO-ს და TRW-ს სამუხრუჭე ხუნდებზე. უსასრულო გარანტია გულისხმობს, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი დაზიანების შემთხვევაში, თეგეტა უსასყიდლოდ აღადგენს ან აანაზღაურებს შესაბამისი პროდუქტის ღირებულების 100%-მდე თანხას.

 

-----
„თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან მოღვაწეობს და ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. კომპანია 350 000-მდე რეგისტრირებულ საცალო და 20 000–მდე კორპორატიულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტას“ ფილიალებში მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიცაა: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და ა.შ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 09:47

    მიზანი 100%-ით შესრულდა - ბორჯღალოსნები მსოფლიო თა...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ესპანეთთან გამარჯვებით დაასრულა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალისა და ფინალის მასპინძლობის უფლებაც მოიპ...

  • 15:28

    თიბისის მხარდაჭერით, Svaneti Freeride Week Junior ...

    13 თებერვალს, Svaneti Freeride Week Junior-ის ერთვარსკვლავიანი ტურნირით, სვანეთის ფრირაიდ კვირეული ოფიციალურად დაიწყო. ზედიზედ მეორე წელია, თიბისი ახალგაზრდა ქართველი ფრირაიდერების აქტიური მხარდამჭერ...

  • 15:25

    ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის წევრმა 8 ...

    ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის წევრმა 8 კომპანიამ, თიბისის მხარდაჭერით, ინდოეთის ქალაქ მუმბაიში, საერთაშორისო გამოფენაში - MEWA INDIA 2025 მიიღო მონაწილეობა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდეს...

  • 10:40

    თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ქო...

    თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს.   ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება ...

  • 18:43

    გაიგე რა შეთავაზებები მოგიმზადათ თიბისი კონცეპტმა ...

    თიბისი კონცეპტმა ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათ სურვილებზე მორგებული და მრავალფეროვანი შეთავაზებები მოუმზადა. მხოლოდ 14 თებერვალს, თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათით ICI PARIS-სა და Voule...