„თეგეტა ჰოლდინგმა“, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ...
“თეგეტა ჰოლდინგმა“, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 30 მილიონი ევროს მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, მე-4 და ბოლო ტრანშის სახით, 10 მილიონი აშშ დოლარის, 2-წლიანი, საჯარო ობლ...
|
ჩვენი მთავარი ძალა ჩვენიანებია - მომხმარებლები და თანამშრომლები - ადამიანები, რომლებიც ქმნიან ლიბერთის. ახალი საკომუნიკაციო პლატფორმის მიზანია, გავაერთიანოთ ეს განსაკუთრებული ადამიანები ყველაზე ბუნებრივი, გულწრფელი ნიშნით, დავაფასოთ და უფრო ეფექტურად ვიზრუნოთ მათზე. ეს ერთდროულად ჩვენი ფილოსოფიაცაა და დაპირებაც, რომელიც ლიბერთის გუნდმა უნდა შეასრულოს. საზოგადოებამ ჯერ-ჯერობით ჩვენიანების შესახებ მხოლოდ პირველი ვიდეო იხილა, #ჩვენიანების ამბავი ძალიან მალე მრავალი მიმართულებით გაიშლება, სხვადასხვა სიახლეებთან და შეთავაზებებთან ერთად.
საცალო მომსახურების გაძლიერებაზე 2022 წლის ბოლოდან დავფოკუსირდით. ამ ერთი წლის მანძილზე მივხვდით, რომ ახალი კუთხით, ხელახლა გვინდა გავეცნოთ საზოგადოებას: ერთდროულად ვანახოთ დიდი, შთამბეჭდავი სურათი და ჩვენი ადამიანური მხარეც. ყველასთვის გასაგებად მოვყვეთ როგორც ჩვენთვის სასახელო პროექტებზე, ასევე კონკრეტულ საბანკო პროდუქტებზე, ჩვენს თანამშრომლებსა და ჩვენს რეალურ მომხმარებლებზე.
ათასზე მეტი მომსახურების წერტილი და ბანკომატი, მოქნილი და თანამედროვე ციფრული არხები, საბანკო პროდუქტების სრული პალიტრა - ეს არის დღეს ლიბერთი, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფინანსური ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც 1,600,000-ზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს. ლიბერთის 5,000 ადამიანისგან შემდგარი გუნდი მზად არის ამბიციური გეგმისთვის - ამ ადამიანებისთვის გავხდეთ ძირითადი მომსახურე ბანკი. სადაც ბანკომატი არ გვაქვს, მოძრავი ფილიალით მივდივართ, სადაც მანქანა ვერ მიდის, ნავით მივცურდებით და ცხენითაც კი გავიკვალავთ გზას შორეულ სოფლებში დროულად რომ მივწვდეთ თითოეულ ოჯახს. სწორედ ეს ღირებულებები და იდეები დაედო საფუძვლად „ჩვენიანის’ საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნას.
მას შემდეგ, რაც ლიბერთის სტრატეგიულ მიზნებს საცალო საბანკო მიმართულებით გაძლიერება შეემატა, შემოგვიერთდა ამ სფეროს ძალიან ბევრი აღიარებული პროფესიონალი.
ამ მხრივ სასიხარულო მატებები გვაქვს სრულიად ბანკის მასშტაბით, სხვა სტრუქტურულ ერთეულებშიც. დღეს-დღეობით ჩვენი გუნდი, როგორც სათაოში, ასევე წინა ხაზზე ერთი იდეის გარშემოა გაერთიანებული: საზოგადოებას ხელახლა გავაცნოთ ლიბერთი, როგორც უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტი - მასშტაბური, ეფექტური, მზრუნველი და ყველასთვის ხელმისაწვდომი ბანკი. იქმნება ახალი პროდუქტები და შეთავაზებები, ხდება მომსახურების პერსონალიზაცია, იხვეწება და მარტივდება პროცესები. სამომავლო გეგმები დიდია და ჩვენიანებს ბევრ და მრავალფეროვან სიახლეებს ვპირდებით.
“თეგეტა ჰოლდინგმა“, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 30 მილიონი ევროს მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, მე-4 და ბოლო ტრანშის სახით, 10 მილიონი აშშ დოლარის, 2-წლიანი, საჯარო ობლ...
თიბისი კაპიტალის გუნდმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს, უკვე ტრადიციულად, მიმდინარე აქტუალური მაკროეკონომიკური და სექტორული განახლებები წარუდგინა. ამჯერად შეხვედრის მთავარ ფოკუსში მოექცა მსოფლიო ეკ...
ახალი თაობა ქმნის ახალ დღეს, ახალ მომავალს, ახალ ისტორიას, ამ გზაზე კი მათი ხელშეწყობა და განათლების მიღების ხელმისაწვდომობა თიბისისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტია. თიბისი კამპუსი განათლების მი...
„ჩვენი ძალა, ჩვენი პლანეტა“ – „დედამიწის დღე 2025“-ის მთავარი გზავნილის გარშემო წელს 193 ქვეყანა ერთიანდება. გარემოსდაცვით ღონისძიებაში უკვე ტრადიციულად ერთვება „თ...
კომპანია „ფენიქსი - პროექტირების მენეჯმენტი“, რომლის ძირითადი საქმიანობა სამშენებლო მასალების იმპორტსა და სამონტაჟო სამუშაოებს მოიცავს, გაფართოვდა. თიბისის მხარდაჭერით, კომპანიამ ...
თიბისი კაპიტალმა ლარი/ევრო/დოლარის ბიზნეს სტრატეგია გამოაქვეყნა, რაც სადღეისოდ, საერთაშორისო მასშტაბით მიმდინარე მოვლენების ფონზე კიდევ უფრო აქტუალურია. დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო...
საირმეში, ისტორიული პროექტის, „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ფარგლებში, სსიპ „ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოსთან“ ერთად, დათევზიანების პირველი ეტაპი დასრულდა. მდინარე წაბ...
აპრილი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები