„არ გადაყარო, ჩააბარე“ - მოემზადე დედამიწის კვირეუ...
„ჩვენი ძალა, ჩვენი პლანეტა“ – „დედამიწის დღე 2025“-ის მთავარი გზავნილის გარშემო წელს 193 ქვეყანა ერთიანდება. გარემოსდაცვით ღონისძიებაში უკვე ტრადიციულად ერთვება „თ...
|
Think Outside – ამ სლოგანის მიღმა ამერიკული ოფ-როუდ ბრენდის Polaris-ის 69-წლიანი ისტორია დგას. მაღალი გამავლობის ტრანსპორტის მწარმოებელი კომპანიის სრულყოფილებისკენ სწრაფვა 1954 წელს, პირველი თოვლმავალის შექმნით დაიწყო და მას შემდეგ ოფ-როუდის მოყვარულებს დაუვიწყარი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. საქართველოში ამერიკული ბრენდის ტექნიკაზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება.
„თეგეტა ჰოლდინგიმა“ Polaris-ის პროდუქციის რეალიზაცია საქართველოში პირველმა, 2021 წლიდან დაიწყო. 2023 წლიდან კი „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია, “ავტო გალერი“ ამერიკული ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა.
ბრენდის ტექნიკა რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს: თავგადასავლების მოყვარულებისთვის, სასოფლო-სამეურნეო, ნადირობის, Off road-ის და სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულებისთვის.
Polaris-ის პროდუქტი გამოირჩევა ხარისხით, სიმძლავრით და ინოვაციურობით. ტრანსპორტში ჩაშენებულია უახლესი ტექნოლოგიები. ძრავის სიძლიერე ვლინდება არა მხოლოდ თოვლიან და რთულ გზებზე გადაადგილებისას, არამედ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულების დროსაც. Polaris-ისთვის, როგორც ინდუსტრიის ლიდერი კომპანიისთვის, მთავარი პრიორიტეტი არის უსაფრთხოება.
კობა ხვედელიძე, მოტო და ATV მიმართულების ხელმძღვანელი: „Polaris-ი ეხმარება ადამიანებს, გადაადგილდნენ ქვიშაზე, ბილიკზე, ტალახსა და რთულ გზებზე. ბრენდის მისიაა, შეცვალოს მომხმარებლის ქცევა და საზოგადოების სოციალიზაციას შეუწყოს ხელი, გაიყვანოს ბუნებაში. ხელი შეუწყოს დაუვიწყარი მოგონებების შექმნას და დაეხმაროს საკუთარი თავის აღმოჩენაში. Polaris-ი ახალი ტექნიკის შექმნისას ხელმძღვანელობს იდეით, რომ ადამიანის აზროვნებას საზღვრები არ აქვს და მომხმარებელს აძლევს მხოლოდ ერთ რჩევას - „იფიქრე საზღვრებს მიღმა“. ამ ბრენდის უმნიშვნელოვანესი ღირებულება ის არის, რომ არასდროს წყვეტს განვითარებას და მუდმივად ორიენტირებულია ინოვაციებზე. თავგადასავლების მოყვარულებს ეხმარება - განიცადონ ქალაქგარეთ მოგზაურობისა და Off-roading-ის სიამოვნება. მზად არის, ხელი შეუწყოს და გააძლიეროს სოფლის მეურნეობის ინიციატივები“.
„ავტო გალერი“ Indian Motorcycles-ის ოფიციალური დილერიც გახდა. ეს არის პირველი ამერიკული მოტომწარმოებელი, რომელიც 2011 წლიდან სწორედ Polaris-ის საკუთრებაშია.
კობა ხვედელიძე, მოტო და ATV მიმართულების ხელმძღვანელი: „2024 წლის იანვრიდან ქართულ ბაზარზე Indian Motorcycles-ის პროდუქცია ოფიციალურად შემოვა. საქართველოში მოტომიმართულება მზარდია, შესაბამისად, ვცდილობთ მაქსიმალურად ჩავერთოთ ამ სექტორის განვითარებაში. ცხადია, უსაფრთხოების გათვალისწინებით. Indian Motorcycles ცენტრის სამშენებლო სამუშაოებიც დაწყებული გვაქვს და რამდენიმე თვეში გაიხსნება, რომელიც სრულად იქნება აღჭურვილი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურითა და სერვისით“.
აღსანიშნავია, რომ „ავტო გალერიში“ Polaris-ის ბრენდის ტექნიკაზე Trade in სისტემაც მოქმედებს. ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, მიიყვანოს საკუთარი ტრანსპორტი, მომხმარებელი გადაიხდის მხოლოდ სხვაობას და მარტივად, Polaris-ის ტექნიკას მიღებს.
---
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ავტო გალერი“ ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. მულტიბრენდულ შოურუმში წარმოდგენილია როგორც ახალი, ისე მეორადი ელექტრომობილების ფართო არჩევანი. ეკომეგობრული ავტომობილების გარდა კომპანია ახდენს დეფიციტური და ექსკლუზიური ავტომობილების შემოყვანას. 2020 წლიდან „ავტო გალერი“ NIU-ს ელექტრომოპედების, 2023 წლიდან კი Polaris-ის ოფიციალური პარტნიორი და შემომყვანია ქართულ ბაზარზე. ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა ეკოლოგიაზე ზრუნვაა.
„ჩვენი ძალა, ჩვენი პლანეტა“ – „დედამიწის დღე 2025“-ის მთავარი გზავნილის გარშემო წელს 193 ქვეყანა ერთიანდება. გარემოსდაცვით ღონისძიებაში უკვე ტრადიციულად ერთვება „თ...
კომპანია „ფენიქსი - პროექტირების მენეჯმენტი“, რომლის ძირითადი საქმიანობა სამშენებლო მასალების იმპორტსა და სამონტაჟო სამუშაოებს მოიცავს, გაფართოვდა. თიბისის მხარდაჭერით, კომპანიამ ...
თიბისი კაპიტალმა ლარი/ევრო/დოლარის ბიზნეს სტრატეგია გამოაქვეყნა, რაც სადღეისოდ, საერთაშორისო მასშტაბით მიმდინარე მოვლენების ფონზე კიდევ უფრო აქტუალურია. დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო...
საირმეში, ისტორიული პროექტის, „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ფარგლებში, სსიპ „ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოსთან“ ერთად, დათევზიანების პირველი ეტაპი დასრულდა. მდინარე წაბ...
თიბისის მომხმარებლებისთვის გამორჩეული შეთავაზებები გრძელდება. ამჯერად, მათ განსაკუთრებული პირობით სარგებლობა, მაგთის “ყველაფერი ულიმიტო” პაკეტების შეძენისას შეუძლიათ. 17 აპრილიდან...
თიბისის მხარდაჭერით, 2025 წლის ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადისთვის საქართველოს ნაკრების შესარჩევად ეროვნული ოლიმპიადა ჩატარდება. 2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნუ...
„ნიკოლი“ 2017 წელს გამოჩნდა საქართველოს ბაზარზე, როგორც საბავშვო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ადგილობრივი ბრენდი. იდეა ნიკა ნიკოლეიშვილის ოჯახში გაჩნდა. „ძალიან მცირე მასშტაბით...
აპრილი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები