2 1 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი მარჯანიშვილის 7-ში, თანამედროვე ხელოვნების გამოფენას: - „ციფრული მკვიდრები“ მასპინძლობს

თიბისი კონცეპტი მარჯანიშვილის 7-ში, თანამედროვე ხელოვნების  გამოფენას: - „ციფრული მკვიდრები“ მასპინძლობს. გამოფენა 28 ოქტომბრს გაიხსნა და 28 დეკემბრამდე გაგრძელდება. გამოფენის კურატორი ნინა კინწურაშვილია.

პროექტი - ციფრული მკვიდრები - თანამედროვე ხელოვანების საერთაშორისო ჯგუფს აერთიანებს. რეტროსპექტიული გამოფენა შეისწავლის ციფრული ტექნოლოგიების და ინტერნეტის გავლენას ნამუშევრის შექმნაზე, გავრცელებასა და აღქმაზე. ხელოვანები, ინფორმაციული ტექნოლოგიების, სოციალური მედიის, იმერსიული თამაშების, აუგმენტური რეალობის და ხელოვნური ინტელექტის მზარდ განვითარებას აკვირდებიან. ისინი ახალი ტექნოლოგიებით სამყაროს შემეცნების გამოცდილებაზე რეაგირებენ.

ამ პროცესში კონკრეტული კითხვები ჩნდება: როგორ იმოქმედა ციფრულმა კულტურამ ადამიანის ფსიქიკასა და საკუთარი “მე”-ს გაგებაზე? როგორ შეცვალა მან სოციო-პოლიტიკური კონტექსტები? როგორია მისი გავლენა თანამედროვე ესთეტიკასა და გამოსახულების ფორმირებაზე?

კოვიდ-19-ის პანდემიამ გლობალური დისკუსია სიმულირებულ რეალობასა და ციფრულ უთანასწორობაზე საგრძნობლად დააჩქარა. ეს საკითხი, ჯერ კიდევ კრიზისამდე, ხშირი მსჯელობის საგანს წარმოადგენდა. დღეს, ზღვარი ფიზიკურ და ონლაინ-არსებობას შორის პირობითი გახდა. ჩვენი ავატარები ონლაინ სივრცეში ცირკულირებენ და იმის მიხედვით ფორმირდებიან, თუ რა ტიპის ინფორმაციას ვეხებით, ვაგროვებთ, ჩამოვტვირთავთ, ან ავტვირთავთ. ამ ინფორმაციული სხეულების სიცოცხლისუნარიანობა ხშირად ჩვენი ბიოლოგიური სხეულების არსებობის ხანგრძლივობას აღემატება. ეს გარემოება, ჩვენს ფიზიკურ მოწყვლადობას ყოველდღიურ რეჟიმში გვახსენებს. შედეგად, ინფორმაციული სხეულების არსებობა წამოჭრის კითხვებს, თუ რა სახის ეთიკური ნორმებით უნდა ვიხელმძღვანელოთ მონაცემთა ამ ერთობლიობასთან მიმართებაში და როგორ რეაგირებენ ხელოვანები ამ ახალ რეალობაზე?

გამოფენაზე წარმოდგენილია ოთხ სხვადასხვა კონტინენტზე მცხოვრები ხელოვანების ნამუშევრები. პროექტი იკვლევს - ქსელზე დაფუძნებული შემოქმედებითი პრაქტიკიდან დაწყებული, ტრადიციული მედიით, (როგორიცაა ფერწერა) დამთავრებული - ტექნოლოგიების ხელოვნებაში ასახვის ფენომენს. სხვადასხვა ეროვნების ხელოვანების შემოქმედების გაცნობით, ინტერნეტის გლობალურ ხასიათზე წარმოდგენა გამოწვევის წინაშე დგება და ციფრული კულტურის ადგილობრივი ბუნება წინა პლანზე გადმოდის. ამ უკანასკნელის ჩამოყალიბებაზე  გავლენას ახდენს ამა თუ იმ რეგიონისთვის დამახასიათებელი სოციო-პოლიტიკური კონტექსტები.

გამოფენის სათაური მომდინარეობს პოეტის და ინტერნეტ-აქტივისტის, ჯონ პერი ბარლოუს მეტაფორიდან, რომელსაც ის თავის ესსეში ,“კიბერსივრცის დამოუკიდებლობის დეკლარაცია”, ახსენებს. მოგვიანებით ეს ტერმინი მწერალმა მარკ პრენსკიმ დააკანონა. ციფრული მკვიდრი მოიაზრებს ადამიანს, რომელიც ინფორმაციის ხანაში დაიბადა და ინტერნეტთან და ციფრულ ტექნოლოგიებთან თანაცხოვრება ადრეული ასაკიდან უწევდა. ამ ცნების საპირისპირო ტერმინია ციფრული ემიგრანტები — თაობა, რომელსაც მოუწია ინფორმაციის ხანით გამოწვეულ სწრაფ ცვლილებებთან ადაპტირება.

გამოფენაში მონაწილეობენ ხელოვანები: ჯონ რაფმანი (კანადა), ბოგოსი სეხუხუნი (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა), ანა კე (საქართველო) და ფლორიან მაისენბერგი (გერმანია), ნიკოლოზ კაპანაძე (საქართველო), Total Refusal Collective (ავსტრია), ნიმა ბარეჰმანდი (ირანი), რამინ როშანდელი (ირანი), თამარ გურგენიძე (საქართველო), თამო ჯუღელი (საქართველო), ქეუ მეფარიშვილი (საქართველო), თეზი გაბუნია (საქართველო).

როგორც კულტურისა და ხელოვნების მხარდაჭერი, თიბისი კონცეპტის სივრცე 3 დამოუკიდებელ გალერეას აერთიანებს, რომელიც მუდმივად მასპინძლობს ცნობილი თუ დამწყები ხელოვანების გამოფენებს და საგანმანათლებლო ინტერაქტიული ლექციების სერიას, რომელთა მიზანიც ხელოვნების საზოგადოებისთვის  თანამედროვე, ციფრული ფორმატებით გაცნობაა.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ:  https://www.facebook.com/tbcconcept

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...