2 2 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა განახლებული, მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა

თიბისი კაპიტალმა მორიგი მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა. ვებინარზე მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი მაკრო-პარამეტრების უახლესი დინამიკა და მოლოდინები განიხილეს. ასევე, წარმოდგენილი იყო ცალკეულ ბიზნესსექტორთან დაკავშირებული სამომავლო მოლოდინები.

მიმოხილვის თანახმად, 2021 წლის 7 თვეში მშპ-ის ზრდაში ფულადი გზავნილების, დაკრედიტების, ექსპორტისა და ფისკალური სტიმულის კონტრიბუცია მნიშვნელოვანი იყო. ტურისტული შემოსავლების დაბალი წვლილი 1-ლი კვარტლის უარყოფითმა დინამიკამ განაპირობა. რეალური მშპ-ის ზრდა 2019 წელთან შედარებითაც დადებითი იყო და დაახლოებით 4.8% შეადგინა.

საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, ტურიზმის აღდგენა შენელდა. ქვეყნების მხრივ, ძირითადი კლება ისრაელიდან შემოსავლების ვარდნის შედეგია. აგვისტოს შემოდინებებში ყველაზე დიდი წილი ევროკავშირზე მოდიოდა. სრული 2021 წლისათვის 2019 წელს მიღებული შემოსავლების 37.5%-ის აღდგენაა მოსალოდნელი.

პანდემიის დროს მაღალშემოსავლიანი შინამეურნეობების დანაზოგები გაიზარდა. 2021 წლის მე-2 კვარტალში კი, ეკონომიკისა და საზღვრების გახსნასთან ერთად, დანაზოგების გახარჯვა დაიწყო, რამაც ეკონომიკის ზრდას დამატებითი სტიმული მისცა.

თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს 2021 წლისათვის 10%-ზე მაღალი ზრდის პროგნოზს. 2022 წლისათვის კი, ადრინდელი 6.5%-იც ნაცვლად, ეკონომიკის 6%-იანი მატებაა გათვალისწინებული.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ინფლაციის შემცირება 2022 წელსაა მოსალოდნელი. ინფლაცია მაღალია, როგორც სამომხმარებლო, ასევე სამრეწველო პროდუქციის მიხედვით. ბოლო პერიოდში სამრეწველო ფასების ზრდა დასტაბილურდა, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად სამომხმარებლო ფასების ზრდის ნორმალიზებაზე მიუთითებს.

საბაზო სცენარი 2022 წლის მეორე კვარტლიდან ლარის საპროცენტო განაკვეთის შემცირებას ითვალისწინებს. რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მიზეზებია: ინფლაციის კლება, პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის შემცირება, ტურისტული შემოსავლების აღდგენა, ლარის კურსის დასტაბილურება.

თიბისი კაპიტალის შეფასებით, 2021 წელს სავალუტო შემოდინება-გადინების ბალანსი დადებითი იქნება, რაც სავაჭრო ბალანსის, ტურიზმის, FDI-ის, გზავნილების, მთავრობის საგარეო ვალისა და სავალუტო დაკრედიტების პროგნოზს ეყრდნობა. თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარი 2021 წელს ლარის მნიშვნელოვან მერყეობას არ ითვალისწინებს, 2022 წელს კი მცირედი გამყარების მოლოდინია.

პუბლიკაციის სექტორული ნაწილის თანახმად, 2021 წელს არაერთი სექტორი გადააჭარბებს პანდემიამდელ ნიშნულს. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2021 წელს ფარმაცია, FMCG და ჯანდაცვა, 2019 წლის ნიშნულებს 10%-ზე მეტით გადააჭარბებს ნომინალური ბრუნვით. ტურიზმი და მასთან დაკავშირებული სექტორები, HORECA, კომერციული უძრავი ქონება, 2021 წელს ვერ დაუბრუნდება პანდემიამდელ ნიშნულებს.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტების შემოდინება შენელებულია. შემოსავლებში მნიშვნელოვან წილს უკრაინა, ისრაელი, ევროკავშირისა და აღმოსავლეთის ქვეყნები იკავებენ. აღსანიშნავია შიდა ტურიზმის წვლილი სასტუმროების დატვირთულობისა და საშუალო დღიური ფასის აღდგენაში. ინდუსტრია 2019 წლის დონეს 2023-ში მიუახლოვდება.

საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორი აღდგენას განაგრძობს. თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები იზრდება. მოთხოვნა იზრდება დიდუბეში, ისანსა და სამგორში. ჯამურად, ტრანზაქციების რაოდენობამ 2021 წლის იანვარ-აგვისტოში 1.2%-ით გადააჭარბა 2019 წლის დონეს. პანდემიამ ბათუმზე მეტად იმოქმედა. ფასებისა და ტრანზაქციების მიხედვით, 2022 წლიდან, ბათუმში სექტორი შედარებით სწრაფად გაიზრდება, ვიდრე თბილისში.

თიბისი კაპიტალის მიერ წარდგენილი პუბლიკაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: https://tbccapital.ge/ka/reports/makro-seqtoruli-ganaxleba

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...