1 1 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ვაინ კახეთმა“ თელავში ახალი საწარმოს მშენებლობა დაასრულა

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, „ვაინ კახეთი“ წარმოებას აფართოებს. ახლახან, კომპანიამ თელავში 1 ჰა.  ფართობზე უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმოს მშენებლობა დაასრულა. პროექტის მხარდაჭერის მიზნით, ბანკის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციამ 1,5 მლნ. ლარი შეადგინა.

 

„ვაინ კახეთის“ მფლობელობაშია საფერავის, რქაწითელის, კახური მწვანეს, ქისისა და ხიხვის ჯიშის ვენახები კახეთის სხვადასხვა რაიონებში. კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში (ნაკვეთების დამუშავება, ვაზის მოვლა და  მოსავლის აღება) 300-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული.

„ვაინ კახეთი“ ამჟამად დღე-ღამის განმავლობაში 1200-1500-მდე ტონა ყურძნის მიღება-გადამუშავებას უზრუნველყოფს, რაც რეგიონის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სამომავლოდ, კომპანია დამატებით 10,000 ტონაზე მეტი მოცულობის ცისტერნების განთავსებას, მიღებული ყურძნის საკუთარ ქარხანაში გადამუშავებას და ექსპორტზე გატანას გეგმავს.

„მოხარული ვართ, რომ პარტნიორობის ფარგლებში „ვაინ კახეთი“  საქმიანობას აქტიურ რეჟიმში ავითარებს. 2019 წელს, ბანკთან თანამშრომლობით, „ვაინ კახეთის“ შვილობილი კომპანიის, „ვივის“ მიერ ვენახები გაშენდა, ხოლო მიმდინარე წლის აგვისტოში კომპანიას ახალი საწარმო შეემატა. საწარმო კომპანიას მისცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო განავითაროს და გააფართოვოს საკუთარი საქმიანობა. ჩვენ არ ვჩერდებით, და მუდმივად ვცდილობთ, მხარი დავუჭიროთ ბიზნესს არა მხოლოდ დაფინანსების, არამედ შემდგომი განვითარების ეტაპზე“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ალკოჰოლისა და აგრარული სექტორის ხელმძღვანელმა, ნინო აფციაურმა.

„ვაინ კახეთისა“ და საქართველოს ბანკის პარტნიორობა არაერთ წელს ითვლის. ჩვენ სამი წლის წინ ბანკის მხარდაჭერით 100 ჰა ფართობზე 5 სხვადასხვა ჯიშის ვენახი გავაშენეთ და თანამედროვე ღვინის ქარხნის მშენებლობა განვახორციელეთ. ბანკი, როგორც ჩვენი პარტნიორი, მუდმივად გვაძლევს  სტიმულს, შევეჭიდოთ ახალ გამოწვევებს და პროექტებს.  თანამშრომლობის ფარგლებში, ახლო მომავალში ვგეგმავთ სპირტის ქარხნისა და სასტუმროს მშენებლობას“, – განაცხადა „ვაინ კახეთის“ დირექტორმა, ლევან ზილფიმიანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...